x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გიორგი ბაბუხადია: „ე.წ. ლგბტ პროპაგანდა, რომლის კონტესქტშიც ამ სამკლაურსაც განიხილავენ, მხოლოდ ფარსია“.

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ბაბუხადია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ე.წ. ლგბტ პროპაგანდა, რომლის კონტესქტშიც ამ სამკლაურსაც აქტიურად განიხილავენ, მხოლოდ ფარსია. ფარსი, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები საკუთარი სიძულვილის და აგრესიის „გასაპრავებლად“ იყენებენ. იმ სიძულვილის და აგრესიის, რომელიც მათში მძაფრადაა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ. ამაზე ნათლად მიუთითებს გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული მუქარების თუ შეურაცხყოფების ციკლი, რაც მხოლოდ ამ სამკლაურის გაკეთებას მოჰყვა. რთული წარმოსადგენი არაა თუ რა დამოკიდებულება იქნება ლგბტ ადამიანების მიმართ და შესაბამისად რისი გადატანა უწევთ მათ ყოველდღიურ რეჟიმში. ეს სამკლაური აღნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ყველას თანაბარი უფლებები და თავისუფლებები გააჩნია, და ორიენტაციის გამო ადამიანების ჩაგვრა, დისკრიმინაცია და მათზე ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. ეს არის უმარტივესი მოცემულობა, რომელსაც მათ შორის ქრისტიანობა ქადაგებს. არანაირ ქრისტიანულ ღირებულებებში არ წერია ძალადობა, სიძულვილი, აგრესია, სხვების განკითხვა.. ხშირად კი სწორედ ქრისტეს და ქრისტიანობის სახელით სჩადიან იმას, რაც რელიგიისთვის მიუღებელია. ამიტომ მე მხარს ვუჭერ გურამ კაშიას საქციელს, რადგან ჩაგრულთა გვერდით დგომაა ვაჟკაცური და ღირსეული საქციელი, და არა ფსევდო პატრიოტული მუშტების ქნევა, დედის გინება და ადამიანებზე ძალადობა! თანასწორობა უმთავრესი ღირებულებაა.“ - წერს ბაბუხადია.


image

ფოტო: სალომე ჩადუნელი

2
108
შეფასება არ არის
ავტორი:დუდე555
დუდე555
108
  
2018, 17 სექტემბერი, 23:14
ლგბტ არა პიდარასტი
2018, 17 სექტემბერი, 7:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2