x
image
ნათია ჩხობაძე
ადამის პირველი ცოლი ლილიტი, რომელიც ბიბლიაშიც კი არის მოხსენიებული
ყველასთვის ცნობილია, რომ ადამს, პირველ მამაკაცს დედამიწაზე ყავდა ცოლი, სახელად ევა. ნაკლებად ცნობილია მისი პირველი ცოლი, ნუ პირველი ქალი დედამიწაზე ლილიტი. უძველესი ბიბლიური წყაროების მიხედვით, ღმერთმა კაცი და ქალი, ერთდროულად შექმნა. ეს იყო სამყაროს შექმნის მეექვსე დღე. პირველ მამაკაცს ადამი, ხოლო ქალს ლილიტი ერქვა. ენოქის წიგნი, რომელიც ჩვ.წ- აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, დაწვრილებით გვამცნობს ლილიტის შესახებ. შემდეგ ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 სს)აღარ არის ცნობები ლილიტის შესახებ.image

ლილიტს, ადამისა და ევასგან განსხვავებით არ დაუკარგავს ღვთაებრივი საწყისი და არც მოკვდავი გამხდარა. ღმერთმა ისიც დასაჯა, თვითნებობისთვის. სასჯელი იგივე არ იყო მისთვის, როგორც ადამისა და ევასთის. მას აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. ის იქნა დაწყევლილი ღმერთისაგან: ყოველდღე უკვდებოდეს ასი შვილი. ლილიტის შთამომავლობა ჭკვიანი, ლამაზები მაგრამ დღემოკლეები არიან. ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ბიბლიაშიც კი. image

კაბალას მიხედვითლილიტი მართლაც პირველი მეუღლე იყო ადამის, მაგრამ მან ადამს უღალატა. ამის გამო ის განდევნილ იქნა ჯოჯოხეთსი, სადაც ის ცოლად სამუელს (სატანას) გაჰყვა. ის არის შიმშილის, შავი ჭირისა და პროსტიტუციის განსახიერება ძველ ნაწერებში.

ლეგენდის თანახმად, ადამთან დაშორების შემდეგ ის ეშმაკი გახდა. ის კლავდა ახალდაბადებულებს. მესოპოტამიურ მითოლოგიაში ლილიტი ღამის ეშმაკად ითვლება. დაკავშირებულია ქარებთან და შტორმთან. გაიგივებულია დაავადებებთან და სიკვდილთან.image


მესოპოტამიურ ნაწერებში ლილიტი ღამის დემონია, რომელსაც მოაქვს უბედურება. ერთ-ერთ ხელნაწერში გველი, რომელმაც ევა შეაცდინა სწორედ ლილიტს უკავშირება. image

ლილიტს ეთაყვანებოდნენ ეგვიპტელები და ბაბინოლენები.

შავ მთვარეს -ლილიტს უწოდებენ. იუდეურ დემონოლოგიაში, ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია, რომლის სახელი შუმერული ღმერთების ლილუს, ლილიტუსა და ლილისგან წარმოდგება. ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს.

ღმერთმა ლილიტი მისი სახელის ხსენებისთვის დასაჯა, ხოლო შემდეგ ადამის სანუგეშებლად შექმნა ევა. ლილიტი მსოფლიოს უამრავ ხალხთა თქმულებაშია მოხსენიებული . ბიბლიაში ლილიტი ესაიას წიგნში მოიხსენება.


8
1685
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
1685
  
2018, 6 ნოემბერი, 20:21
წავიკითხავ, მადლობაა
2018, 6 ნოემბერი, 18:51
https://madamfisunia.wordpress.com/2015/12/28/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-2/
2018, 6 ნოემბერი, 16:18
საინტერესოა:))
2018, 6 ნოემბერი, 4:32
მე მაქვს ნომელა ამ თემატიკაზე დაწერილი
2018, 16 სექტემბერი, 17:35
გამაცინე :დ
2018, 16 სექტემბერი, 17:29
ეს გველები ესენი. საიდან გაჩნდნენ, სიანმდვილეში ლილიტები ხართ
2018, 16 სექტემბერი, 17:26
და ზალიან სუსუტი ადამები, კაცების სახით
2018, 16 სექტემბერი, 17:22
ეჰ რამდენი ლილიტი გვყოლია :D
0 1 8