x
image
გემი დალანდი
10 რჩევა იმისთვის, რომ მამაკაცების ყურადღება არასოდეს მოგაკლდეთ...
ასაკის მიუხედავად, ყოველ ქალს სურს, რომ სასურველი იყოს და საწინააღმდეგო სქესის ყურადღება მიიპყროს. სწორედ ეს აგრძნობინებს ქალს თავს ლამაზად, თვითშეფასებას უმაღლებს და თავდაჯერებას მატებს. ამასთან ერთად, ქალებს სურთ, რომ მათ ღირსეულმა მამაკაცებმა მიაქციონ ყურადღება, რომლებთანაც ურთიერთობის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი? ანუ, როგორ ვიყოთ მიმზიდველი ქალი მამაკაცებისთვის? გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მაშინ მამაკაცები, თქვენი ასაკის მიუხედავად, გამუდმებით თქვენს გარშემო იტრიალებენ:


1. იყავით ლამაზი

იტყვით, რომ ბანალური რჩევაა. მაგრამ გარეგნულ სილამაზეს არ ვგულისხმობთ. არიან გოგონები, რომლებიც გარეგნობით არ ბრწყინავენ, მაგრამ მამაკაცები თითქოს კვალში დაჰყვებიან. სილამაზეს ქალი შინაგანად უნდა ასხივებდეს. იპოვეთ თქვენი საუკეთესო მხარე და ეს თქვენს მიმზიდველ ნაწილად აქციეთ. მამაკაცებს უყვართ ქალები, რომლებიც საინტერესონი არიან.


image

2. იყავი სხვებისგან გამორჩეული

ეს წინა რჩევის გაგრძელებაა. თუმცა, უნივერსალური რჩევა არ არსებობს.უბრალოდ, დაფიქრდით, რა თვისებები გაქვთ ყველაზე საუკეთესო, რა არის თქვენი პლიუსი და მინუსი. როცა კარგად გაერკვევით, გამოკვეთეთ თქვენი კარგი მხარე და დამალეთ ნაკლოვანება. ეს ეხება როგორც გარეგნობას, ისე ხასიათს.

image

3.გაიღიმეთ

თბილ და გულწრფელ ღიმილს სასწაულის მოხდენა შეუძლია. როცა ქალი იღიმება, მას საყვარელი მამაკაცის მოჯადოება შეუძლია.

image

4.იმუშავეთ საკუთარ თავზე

თუ ღირსეული მამაკაცის მოხიბვლა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ თავადაც უნდა შეეფერებოდეთ მას. არამარტო კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, საინტერესო პიროვნებაც უნდა იყოთ. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, როცა ქალს საუბრის წარმართვა შეუძლია. ხშირად, ღირსეული მამაკაცი არა მაცდურ ლამაზმანზე, არამედ ჩვეულებრივ ქალზე აჩერებს არჩევანს, რომელთანაც საინტერესო თემებზე საუბარი შეუძლია. განვითარდით და ისწავლეთ.

image

5. იყავით მოვლილი

არ გეგონოთ, რომ უზარმაზარი თანხები უნდა დახარჯოთ ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე. უბრალოდ, იზრუნეთ საკუთარ თავსა და სხეულზე. ყველაზე მეტად მამაკაცები ბუნებრივ სილამაზეს აფასებენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი კანი მოვლილი იყოს, სამოსი აკურატული, ვარცხნილობა კი-მოწესრიგებული. სწორედ ასეთი წვრილმანები სძენენ ქალს ელეგანტურობას.

image

6. ნუ იქნებით ქედმაღალი

არ ღირს მამაკაცს დაუმტკიცოთ, რომ მასზე ჭკვიანი ხართ და ყველაფერი იცით. ყოველ შემთხვევაში, ამას პირდაპირ ნუ მიახლით. უნდა შეგეძლოს მოსმენა და ქედმაღლობის გარეშე საუბარი. ზოგჯერ, სიამაყის მოთოკვაა საჭირო.

image

7.ნუ შექმნით თვქენზე ისეთ აზრს, რომ მამაკაცი არაფერში გჭირდებათ

დაგვეთანხმებით, მამაკაცი ალბათ არც კი გაიხედავს იმ ქალისკენ, რომელიც ნათლად აგრძნობინებს, რომ მამაკაცი არ სჭირდება. ზოგჯერ, მამაკაცს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაცას მის გამო აკეთებთ და რომ რაღაცეებში ის შეუცვლელია.

ეს მამაკაცზე მიმზიდველად მოქმედებს.

image

8.იყავით მზრუნველი

მამაკაცები ხომ კატებივით არიან, მათ ზრუნვა და ალერსი მოსწონთ. შეიძლება ბევრი ქალბატონი აღშფოთდეს, მაგრამ მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი კარგად ამზადებს და დაუთოებაც შეუძლია. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქალი დიასახლისად გადაიქცეს და მხოლოდ მამაკაცზე იფიქროს, უბრალოდ, მზრუნველობის გამოჩენა აუცილებელია.

image

9.იცოდეთ საკუთარი თავის ფასი

როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ მამაკაცის მოხიბვლა, არ დაკარგოთ სახე ამ სურვილით შეპყრობილმა.იცოდეთ საკუთარი თავის ფასი და შეინარჩუნეთ ეს ფასი! თუ დაინახავთ, რომ მამაკაცი სათანადო ყურადღებას არ ავლენს თქვენს მიმართ, ე.ი. ის “თქვენი მამაკაცი" არაა. გახსოვდეთ, მზე-ეს თქვენ ხართ, მან უნდა იტრიალოს თქვენს გარშემო და არა თქვენ.

image

10.დაპატიჟეთ ფინჯან ყავაზე

თუ ადამიანი მოგწონთ, შეგიძლიათ ყავაზე დაპატიჟოთ, ისაუბრებთ, კარგად გაიცნობთ და მისი მოხიბვლის შანსიც გექნებათ. ფინჯანი ყავა-უამრავი ოჯახის შექმნის დასაწყისი გამხდარა.

image

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0