x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ გავწმინდოთ მელქიორის დანა-ჩანგალი და კოვზები
მელქიორი- სპილენძის ნიკელთან შენადნობია, რომელსაც თეთრი შეფერილობა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ვერცხლის იაფფასიანი შემცვლელია.imageმელქიორი ფრნგმა გამომგონებლებმა Maillot-მაიომ და Chorier-შორიემ მიიღეს მე-19 საუკუნეში. სახელწოდება მელქიორიც მათი სახელების შერწყმის შედეგად გაჩნდა.

სწორი მოვლის დროს მელქიორის გარჩევა ვერცხლისგან რთულია. თუმცა, ვერცხლისგან განსხვავებით მელქიორი უფრო მტკიცე და გამძლეა, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი მოვლაც ვიცოდეთ.

imageმელქიორს ნესტის ზეგავლენით გაშავება ახასიათებს. იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში არ დაიბინდოს და შავი ნადებით არ დაიფაროს, საჭიროა მათი რეგულარულად გაწმენდა.

image


მელქიორი ძლიერ ქიმიურ რეაგენტებთან და აბრაზიულ მატერიალებთან ურთიერთქმედებას უნდა მოარიდოთ, გარეცხვის შემდეგ კი უნდა გაამშრალოთ. ნაკაწრების გაჩენა რომ აირიდოთ თავიდან, არ გაწმინდოთ მელქიორი კბილის პასტით და სახეხი ფხვნილებით, ქლორის შემცველი საშუალებით გაწმენდამ კი შესაძლოა საბოლოოდ დაუკარგოს იერსახე მელქიორს.image

ის მეთოდები, რომელსაც გთავაზობთ, სრულიად უსაფრთხო და რაც მთავარია გამოცდილია:

1. სპირტი

imageთუ მელქიორის ნაკეთობა ოდნავ დაიბინდა, საკმარისია სპირტსა ან არაყში დასველებული ჩვრით გაწმინდოთ. მეორე ვარიანტია-ჩაუშვით ცოტა ხნით ნიშადურის სპირტში, შემდეგ კი გაავლეთ და გაწმინდეთ.


2. ლიმონმჟავა

imageერთ ლიტრ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა. ჩადეთ წყალში სპილენძის მავთულის ნაჭერი, შემდეგ ჩაალაგეთ ამ სითხეში მელქიორის ნივთები და გააჩერეთ 2 საათით. გაავლეთ სუფთა წყალში და კარგად გაამშრალეთ.


3. ძმარი

image

ლაქების მოშორება მელქიორიდან თბილი ძმრის საშუალებითაც შეიძლება( ერთი ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა თბილ წყალში უნდა გახსნათ). დაასველეთ ამ სითხეში შალის ნაჭერი და გაწმინდეთ მელქიორი, შემდეგ კი გაავლეთ სუფთა წყალში და გაამშრალეთ.


4. სოდა

image თუ მელქიორის დანა-ჩანგალი მსუბუქადაა გაჭუჭყიანებული, საკმარისია გარეცხვის შემდეგ სოდიან ხსნარში გაავლოთ-50 გრამი სოდა ერთ ლიტრ წყალზე.

სასურველია ასეთი წმენდა მელქიორს ყოველი რეცხვის შემდეგ ჩაუტაროთ. სველ ღრუბელზე დაიტანეთ სოდა და აკურატულად გაწმინდეთ მელქიორის ნაკეთობები.


5. კვერცხის ნაჭუჭი

imageერთ ლიტრ წყალზე ორი უმი კვერცხის ნაჭუჭი დაგჭირდებათ. წამოადუღეთ ეს წყალი და ჩაუშვით მასში მელქიორის ნაკეთობა რამდენიმე წუთით. შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში და კარგად გაამშრალეთ.


6. ნივრის ნაფცქვენი

imageამ მეთოდისთვის ნივრის ნაფცქვენის დიდი რაოდენობა დაგჭირდებათ. დაასხით ნაფცქვენს წყალი და წამოადუღეთ. ჩაუშვით მასში მელქიორის ნაკეთობა და გააჩერეთ იქამდე, სანამ ბრწყინვალება არ გაუჩნდება. რაც უფრო გაჭუჭყიანებულია მელქიორი, მით უფრო მეტი დროით უნდა გააჩეროთ მასში მელქიორი.


7. რძის შრატი

imageშეათბეთ შრატი და ჩაუშვით მასში მელქიორი, გააჩერეთ 15-20 წუთით. გააპრიალეთ ჩვრით, შემდეგ კი გაავლეთ და გაამშრალეთ.


8. გაზიანი სასმელები

imageჩაალაგეთ გაშავებული მელქიორის ნაკეთობა ჭურჭელში და დაასხით ტკბილი გაზიანი სასმელი, ისე, რომ სულ დაფაროთ. ორი საათის შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში და ქაღალდის ხელსაწმენდით შეამშრალეთ.


როგორ დავუბრუნოთ ბრწყინვალება

თუ ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ მელქიორის ნაკეთობები აღარ ბრწყინავენ, დამატებით შემდეგი საშუალებები შეგიძლიათ სცადოთ:

1. ფოლგა

imageჭურჭლის ფსკერზე ჩააფინეთ ფოლგა, ზემოდან დაალაგეთ მელქიორის ნაკეთობები, დაასხით წყალი და დაამატეთ 60 გრამი სოდა. დადგით ჭურჭელი ცეცხლზე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. სულ მალე შეამჩნევთ, როგორ დაიწყებს პრიალს მელქიორი. გაავლეთ სუფთა წყალში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ წყალში 40 გრამი მარილიც დაამატოთ.

ეს მეთოდი მელქიორს სიშავესაც მოაცილებს, მაშინაც კი, როცა ისინი დიდი ხნის განმავლობაში არავის გამოუყენებია.


2. მაკარონი

imageმომზადების პრინციპი ადვილია:მაკარონი მოხარშეთ, როცა წყალი წამოდუღდება ჩაუშვით მასში მელქიორის დანა-ჩანგალი თუ კოვზები და ადუღეთ 20 წუთით. შემდეგ გაავლეთ და კარგად გაამშრალეთ.

ეს მეთოდი კარგია გაშავებული მელქიორის გასაწმენდად, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მაკარონის გადაყრა მოგიხდებათ, საკვებად ვეღარ გამოიყენებთ.


3. კარტოფილი

imageუმი კარტოფილის ნაჭრებით დაამუშავეთ მელქიორის ნაკეთობები, სანამ მბზინვარებას არ შეიძენენ.


იმისთის, რომ მიღებული შედეგი მალე არ დაიკარგოს, გაითვალისწინეთ:

არ შეინახოთ მელქიორის ნაკეთობა ნესტიან ადგილებში.

არ გამოიყენოთ მათ გასარეცხად ქლორის შემცველი სარეცხი საშუალებები.

არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხის მანქანაში.

0
961
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0