x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ვეფხვმა 13 ადამიანი იმსხვერპლა
image

ცენტრალურ ინდოეთში, ქალაქ Pandharkaoda-ს და მასთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობა ეძებს ვეფხვს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 13 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ The Sydney Morning Herald-ი წერს.



მისი პირველი მსხვერპლი მოხუცი ქალი იყო, ბოლოს კი მტაცებელმა ერთ-ერთი გარეუბანის გზაზე ბიჭი შეჭამა.



დნმ-ანალიზმა, ვიდეოხაფანგების ჩანაწერებმა და ნაფეხურების შესწავლამ აჩვენა, რომ ცხოველი დაახლოებით 5 წლის მდედრი ვეფხვია.




მას შემდეგ რაც ოფიციალურმა უწყებებმა ვეფხვი ვერ დაიჭირეს, ადგილობრივი კაცები ჩირაღდნებითა და ბამბუკის ჯოხებზე დამაგრებული შუბებით პატრულირებენ ტყეში.



ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კაცებს არ აქვთ ძვირადღირებული აღჭურვილობა, თუ ვეფხვს ნახავენ, ცხოველი მათ თავს არ დაესხმება, რადგან ვეფხვები ბევრ ადამიანთან მიახლოებას უფრთხიან.



ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭერის შემთხვევაში მტაცებელს ზოოპარკში მიაბარებენ.image

0
18
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0