x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ლევ ტოლსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის შეხედულება სიკვდილით დასჯაზე

ტოლსტოი და დოსტოევსკი


ტოლსტოი ერთხელ სიკვდილით დასჯას შეესწრო საფრანგეთში და მას მერე განაცხადა, რომ რამდენად სწორიც არ უნდა იყოს ეს აქტი სამართლებლივად, ის მაინც მიუღებელია ! მის ნათქვამში იგრძნობოდა მკაცრად დაცული ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა და ქრისტიანული შემართება .

რაც შეეხება დოსტოევსკის :

დოსტოევსკი თავის რომანში - "იდიოტი", წერს ამ საკითხზე ნაწარმოების მეორე თავში და მიშკინს ალაპარაკებს სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით . მისი აზრით საშინელი გრძნობაა სასოების დაკარგვა და უიმედოდ სიკვდილის მოლოდინი . ამ გრძნობამ ხნიერი უშიშარი კაციც კი აატირა, დააფრთხო და გილიოტინაზე მტირალი აიყვანა . მიშკინის აზრით მკვლელობაზე დიდი სისასტიკე სიკვდილით დასჯაა, რადგან უიმედოდ გარდაცვალება ყოველგვარ სატანჯველს აღემატება . ამრიგად სიკვდილით დამსჯელი მეტად სასტიკი გამოდის, ვიდრე თავად მკვლელი .

0
123
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ლუკა ბაკურაძე
ლუკა ბაკურაძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0