x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გადატრიალება მეცნიერებაში-არქეოლოგებმა ისრაელში 13 ათასი წლის წინანდელი ლუდსახარში აღმოაჩინეს
image

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ხაიფას მახლობლად აღმოჩენილი ლუდსახარში უძველესია მსოფლიოში.


აქამდე ითვლებოდა.რომ ლუდის დამზადება ადამიანებმა დაახლოებით 5 ათასი წლის წინ ისწავლეს, ამ აღმოჩენამ შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს ლუდის ისტორიაში.


არქეოლოგები იმასაც ვარაუდობენ, რომ ლუდი შესაძლოა არც იყოს ხორბლის გვერდითი პროდუქტი, როგორც აქამდე ითვლებოდა.



უფრო მეტიც, მკვლევარები აცხადებენ, რომ უკვე არ შეუძლიათ ზუსტად დაადგინონ, რომელი უფრო ადრე გაჩნდა.


ჟურნალის Journal of Archaeological Science: Report-ის ოქტომბრის ნომერში გამოითქვა ვარაუდი, რომ ლუდს იყენებდნენ სარიტუალო მიზნებისთვის, მიცვალებულების ხსოვნის პატივსაცემად.


"ეს არის ყველაზე უძველესი ალკოჰოლი მსოფლიოში, რომელიც დაუმზადებია ადამიანს ოდესმე"-აღნიშნავს Stanford News-სთან ინტერვიუში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლი ლიუ.


მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ რა მცენარეულ კულტურებს იყენებდნენ ნატუფიელები-ადამიანები, რომლებიც ცხოვობდნენ პალეოლითის და მეზოლითის შუალედში, გათხრების დროს აღმოაჩინეს ალკოჰოლის კვალი, რომელშიც ხორბალი და ქერი იყო გამოყენებული.


ეს ყველაფერი არქოლოგებმა იპოვეს გამოქვაბულის ქვის ღრუებში, 60 სანტიმეტრის სიღრმეზე, რომელსაც იყენებდნენ შენახვისთვის, დანაყვისთვის და დამზადებისთვის, მათ შორის არის შვრია, პარკოსანი და სელისებრი კულტურები, როგორიც არის სელი.

image

უძველესი ლუდი სულაც არ ჰგავდა თანამედროვეს, უფრო ფაფას მოგვაგონებდა, ვიდრე ქაფიან სასმელს.


მეცნიერებმა აღადგინეს უძველესი ლუდი გამოქვაბულში აღმოჩენილი ინგრედიენტების საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის შემცველობა(სიმაგრე) უფრო დაბალი იყო, ვიდრე ეს თანამედროვე ლუდშია.

0
226
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0