x
პერსევერაცია და პერსევერაციული კოგნიცია

თუ თქვენ შეგინიშნავთ, რომ დამშვიდობების დროს აგრძელებთ მეგობრისთვის ხელის დაქნევას მას შემდეგაც, რაც ის გტოვებთ ან იმეორებთ გარკვეული მოქმედებას თუ ჟესტს, იმ შემთხვევაშიც, როცა ამის საჭიროება აღარ არის, შეიძლება ითქვას, რომ პერსევერაციის ტენდენციას ავლენთ.
პერსევერაცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა „pərˌsɛvəˌeɪtɪv“ და შეუპოვრობას, ჟინიანობას ნიშნავს. როდესაც ინდივიდი დაჟინებით მოქმედებს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების შესაბამისად იგი შეუპოვრობას ავლენს, თუმცა როდესაც ეს მიზნები დაკარგულია და მხოლოდ დაჟინებულ მოქმედებებს განმეორებით ახორციელებს საქმე პერსევერაციასთან გვაქვს.
image პერსევერაცია გულისხმობს ინდივიდის მიერ აზრსმოკლებული სიტყვების, ფრაზებისა თუ ჟესტების უკონტროლო, ციკლურ განმეორებას, მას შემდეგ, რაც სტიმული წყვეტს მოქმედებას. პირობითად, პაციენტი შესაძლოა სწორად პასუხობდეს მისთვის დასმულ რომელიმე კითხვას, თუმცა ამ კითხვის პასუხს განუწყვეტლივ იმეორებდეს სხვა კითხვებზეც. კლინიკურ ფსიქოლოგიაში პერსევერაცია განისაზღვრება, როგორც გარკვეულ სტიმულზე ინდივიდის მიერ გამოვლენილი სწორი და მისაღები ქცევის უკონტროლო, განმეორებადი პატერნი, მას შემდეგ რაც სტიმული წყვეტს მოქმედებას. პერსევერაცია ინდივიდს შეიძლება აღენიშნებოდეს სენსო-მოტორულ სფეროში, ინტელექტუალურ სფეროში, ასევე ემოციური თვალსაზრისით. ვარაუდობენ, რომ პერსევერაციას საფუძვლად უდევს ნეირონთა სტრუქტურების ციკლური აღგზნების პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედების შეწყვეტის შესახებ სიგნალის დაგვიანებასთან. პერსევერაციის ძირითად გამომწვევ მიზეზად ნეუროლოგიურ დეფიციტს მიიჩნევენ. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს მეტწილად ვხდებით თავის ტვინის ტრავმული დაზინებისა და სხვადასხვა მენტალური დაავადებების შემთხვევაში, ასევე შიზოფრენიის დროს.
image პერსევერაციული კოგნიცია არის კოლექტიური სახელდება ინდივიდს მიერ მუდმივად, უწყვეტად იმ უარყოფით მოვლენებზე ფიქრისა, რომლებიც მოხდა წარსულში ან შესაძლოა ადგილი ჰქონდეთ მომავალში. პერსევერაციული კოგნიციის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი ღელვა, მსუბუქი შიშის შეგრძნება რაიმეს მიმართ, ასევე გონების მიმართვა უარყოფით თემებზე. კვლევებით დადგენილია, რომ პერსევერაციული კოგნიცია დაკავშირებულია ინდივიდის ორგანიზმში გარკვეულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, როგორიცაა მაგალითად გულის ცემის გახშირება, არტერიული წნევა და ჰორმონი კორტიზოლის გათავისუფლება სისხლში, რაც სტრესზე ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. ამ ფიზიოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით პერსევერაციული კოგნიციის ფსიქოლოგიური კონკცეფტი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ როგორ შეუძლია ფსიქოლოგიურ სტრეს, ისევე როგორც სამუშაო სტრეს ან ოჯახური პრობლემებით გამოწვეულ სტრესს მიგვიყვანოს ისეთ დაავადებებამდე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
პერსევერაციული კოგნიციის ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ სტრესულ მოვლენებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ინდივიდის ჯანმრთელობაზე მანამ, სანამ ადამიანი არ იწყებს უწყვეტად ფიქრს ამ სტრესულ მოვლენებზე. სტრესული მოვლენები ჩვეულებრივი ხანმოკლეა, ისევე როგორც მათ საპასუხოდ განხორციელებული ფსიქოლოგიური რეაქციები. გამომდინარე აქედან ამ მოვლენებს არ შეუძლიათ რაიმე სახის უარყოფითი გავლენის მოხდენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბევრი სტრესული მოვლენაზე ადამიანი გადამეტებულად ღელავს და დაფეთებული ელოდება მომავალში ამ მოვლენის მოხდენას, მაშინ როცა შესაძლოა მსგავს მოვლენებს საერთოდ არ ჰქონდეთ ადგილი ან არ მოყვეთ ისეთი შემაშფოთებელი შედეგები, როგორსაც ადამიანი მოელოდა.




0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0