x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
10 ეფექტური გზა სახის კანის გასაახალგზრდავებლად სახლის პირობებში
image
ნაოჭები ასაკში შესვლის, კანის მოუვლელობისა და არასწორი ცხოვრების წესის შედეგია. მართალია, დაბერებას ვერ გაექცევით, მაგრამ სტატიაში მოცემული 10 ხერხის გამოყენებით შეგიძლიათ, ნაოჭები ნაკლებად გამოსაჩენი გახადოთ და სახე მაქსიმალურად გაიახალგაზრდავოთ. მართალია, ნაოჭებთან საბრძოლველად უამრავი სახის კრემი არსებობს, თუმცა, ბუნებრივი გზა ყოველთვის მეტად სასურველია. მოწევისთვის თავის დანებებასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესსაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს გარეგნობაში.


სტატიაში გთავაზობთ ნაოჭების წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველ ბუნებრივ გზებს.








ნაოჭების მოშორება


სახეზე ნაოჭების გაჩენა ძირითადად ასაკის გამო ხდება, ამას ემატება სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა თანდაყოლილი მიმიკები, მზისგან მოყენებული დაზიანება, მოწევა და კანის გამოშრობა. არ არსებობის ნაოჭების სამუდამოდ შეჩერების გზა, მაგრამ არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ნაოჭების დაყოვნება და შენიღბვა შეგიძლიათ.

image







კვერცხის ცილა



მოათავსეთ რამდენიმე კვერცხის ცილა პატარა ჯამში. წაისვით ის მთელ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. როცა გაშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვიტამინი A და ვიტამინი B ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და თანდათანობით მოშორებას.

image








ზეითუნის ზეთი


ზეითუნის ზეთი კანს სინაზესა და ელასტიურობას უნარჩუნებს. დაძინებამდე წაისვით ხოლმე რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი სახეზე და ნაზად დაიმასაჟეთ. შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ პირსახოცით. მომდევნო დილას ნაზი და ჯანსაღი შესახედაობის კანით გაიღვიძებთ.

image








ლიმონის წვენი


დაძინებამდე 1 ლიმონის წვენით დაიმასაჟეთ სახეზე ნაოჭების მიდამოები. ლიმონის მჟავიანობა ნაოჭებს ნაკლებად გამოსაჩენს და კანს უფრო ნათელს ხდის.

image








ხილი და ბოსტნეული


ხილი და ბოსტნეული სავსეა A და D ვიტამინებით. ის კანს ჯანსაღ შესახედაობას უბრუნებს და აახალგაზრდავებს.

image








თვალების ქვეშ გამონაბერის მოშორება


თვალების ქვეშ გამონაბერები ასაკს გმატებთ. მართალია, უმეტესად ის ასაკის გამო ჩნდება, მაგრამ გადაღლილობას და უძილობასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამაში.

image








ჩაის პაკეტები


ჩაი ბუნებრივ ტანინს შეიცავს, რომელსაც ძველი თაობის ხალხი და მოდელები თვალების ქვეშ გაჩენილი "ბურთულების" მოსაშორებლად იყენებდნენ. მოათავსეთ 2 ჩაის პაკეტი თბილ წყალში და შემდეგ გასაციებლად ორიოდე წუთით შედეთ მაცივარში. დაიდეთ ერთი პაკეტი ერთ თვალზე 5 წუთის განმავლობაში. შედეგს ნამდვილად იგრძნობთ.

image








ავოკადო


დაღლილობა ხშირად მუქ "ბურთებს" აჩენს თვალებსი ქვეშ, გარეგნობაზეც ახდენს გავლენას და რამდენიმე წელს გმატებთ. ამ "ბურთების" მოსაშორებლად დაიდეთ თითოეული თვალის ქვეშ ავოკადოს ნაჭრები. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ნუშისა და რძის ნაყენი.

image








კიტრი


თუ თქვენი თვალები წითელი და შეშუპებულია, მოათავსეთ კიტრის 2 თხელი ნაჭერი მათზე 30 წუთის განმავლობაში.

image








კოვზები


აიღეთ 2 ლითონის სუფრის კოვზი და მოათავსეთ მაცივარში 10-15 წუთის განმავლობაში. როცა კოვზები გაგრილდება, დაიდეთ ქუთუთოებზე 30-60 წამის განმავლობაში. ცივი ლითონი შეშუპებას დაგიცხრობთ და დაღლილ თვალებს შვებას მოჰგვრის.

image








პერიორალური ნაოჭების მოშორება


ხშირად, ასაკში შესვლის პირველი ნიშნები ცხვირ-ბაგის ნაკეცების, ღიმილის დროს ნაოჭების და მარიონეტული ხაზების გაჩენაა. მოწევამ შეიძლება ეს ნიშნები დააჩქაროს. ასე რომ, რთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ნაოჭების მოსაშორებლად უნდა გააკეთოთ, მოწევის შეწყვეტაა! ასევე, ქვევით მოცემული 2 ბუნებრივი საშუალებაც დაგეხმარებათ ამაში.

image








კიტრი და კვერცხის ცილა


აიღეთ კიტრის ნახევარი, გაფრცქვენით და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ჩამოთალეთ იმდენად თხლად, რომ სითხედ გადაიქცეს. შემდეგ იგი ერთ კვერცხის ცილას შეურიეთ და მოურიეთ. დაიდეთ მიღებული ნარევი სახეზე, განსაკუთრებით პირის გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე.

image







მჟავე კომბოსტო


დაიდეთ მჟავე კომბოსტო ნაოჭებზე 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. მჟავე კომბოსტოს ჭამაც კარგი გზაა ნაოჭების თავიდან ასაცილებლად, რადგან ის დიდი რაოდენობით ვიტამინ A-ს შეიცავს.

image



გისურვებთ ჯანმრთელობას!








ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

image


2. 7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად

image


3. 6 მარტივი ნიღაბი იდეალური სახის კანისთვის

image


0
2878
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0