x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცმა საკუთარი გატაცების ინსცენირება მოახდინა იმის გამო.რომ მეგობრებთან ელოთავა
მამაკაცს ქალაქ ბლეკპულიდან, (დიდი ბრიტანეთი) 16 კვირა ციხე მიუსაჯეს საკუთარი გატაცების ინსცენირების გამო, იუწყება The Sun,

image

45 წლის ლი ფორდმა(Leigh Ford) დაურეკა თავის ფეხმძიმე მეგობარ ქალს ზოი დოილს და აცნობა, რომ იგი გაიტაცეს, უფრო მეტიც, მან ქალს უთხრა, გამტაცებლები, გამოსასყიდს- 80 ევროს ითხოვენო.


"თავიდან ვიფიქრე, რომ ხუმრობდა, მაგრამ ხმა აშკარად უკანკალებდა და შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ტელეფონი გაითიშა, შემდეგ ისევ დარეკა, ისმოდა მამაკაცების ხმები, ყვიროდნენ და ლის ემუქრებოდნენ ფეხს მოგტეხავთ და მდუღარეს გადაგასხავთო"-აღნიშნა ზოიმ.



ბოლობოლო ქალმა გადააგზავნა თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე და პოლიციას მიმართა."გატაცებულ" მამაკაცს თითქმის 24 საათი ეძებდნენ, ჩართული იყო ვერტმფრენები, ოპერაციაზე დაიხარჯა 30 000 ევრო.


ფორდის პოვნა მოხერხდა სათვალთვალო კამერებით, კადრებზე ჩანს როგორ გამოდის მაღაზიიდან ლი ფორდი მეგობრებთან ერთად სპირტიანი სასმელით ხელში.


სამართალდამცავები სახლში დაელოდნენ მამაკაცს და დააკავეს ცრუ გამოძახების და რესურსების ფუჭად დახარჯვის გამო.

დაკითხვაზე ფორდი გამოტყდა, რომ დასალევად ფული ჭირდებოდათ და "მხიარული" იდეა მეგობრებმა შესთავაზეს.

image

"მან ფუჭად დახარჯა პოლიციის რესურსები, მე კიდევ ჯოჯოხეთი გამოვიარე რაღაც უაზრობის გამო, ის ხომ მისი საკუთარი ფული იყო და შეეძლო როგორც სურდა, ისე, დაეხარჯა" განაცხადა ზოიმ.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0