x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ აისახება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საქართველოზე?

image

საქართველოსთვის უკრაინის ეკლესიის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ რუსეთისა და უკრაინის ეკლესიების შემდეგ საქართველოა ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხება საკითხის დადებითად გადაწყვეტის შედეგები. ეს შეიძლება აისახოს არა მხოლოდ ეკლესიებს შორის, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაზე.

ჩვენთვის უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს შეიძლება ის მოჰყვეს, რომ რუსეთის ეკლესიამ საკუთარ ეპარქიებად გამოაცხადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული ეპარქიები - ბიჭვინთისა
და ცხუმ აფხაზეთის და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია.

გუშინ რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა. ამის მიზეზი მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა გახდა, რომლებიც სწორედ გუშინ ჩავიდნენ უკრაინაში. მათი დანიშვნის გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიამ "ღრმა შეშფოთება და მტკიცე პროტესტი" გამოთქვა, თუმცა ამას
პასუხი არ მოჰყოლია.

უკვე რუსეთის ეკლესიაშიც აღიარებენ, რომ მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის ვითარების მოსამზადებლად მოხდა.

მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლების დანიშვნის გამო გუშინ რუსეთის სინოდზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტულ კავშირს ინარჩუნებს. განაგრძეთ კითხვა
0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0