x
რატომ არის სიცილი გადამდები?
რატომ ითვისებს ერთი ადამიანი მეორეს ემოციებს ასე მარტივად?

image

"როგორც ჩანს, ადამიანის ემოციები ხასიათდება გადამდები ბუნებით. მაგ, ხშირად, როცა ერთი ადამიანი იცინის, ეს ტრიგერია სხვისთვის, რომ იმავე გაიმეოროს. კვლევების მიხედვით, ძლიერი ემოციები იწვევს სხვა ადამიანების ტვინის აქტივობის სინქრონიზაციას." - ფინეთის ალტოს უნივერსიტეტისა და ტურკუს საგამოცდო ცენტრი.

ზემოხსენებული ფაქტი შეიძლება ამავდროულად აიხსნას მარტივი სოციალური ინტერაქციით: საერთო ემოციური მდგომარეობა ჯგუფის ყველა წევრში ნიშნავს, რომ ადამიანები გარკვეულ შემთხვევაში აკეთებენ იმას, რასაც გარემო უკარნახებს.


ფინელმა მკვლევარებმა გაზომეს ტვინის აქტივობა ფუნქციური მაგნიტური რეოზნანსის სურათებზე ასახვით, მაშინ როცა მონაწილეები უყურებდნენ სასიამოვნო, ნორმალურ და არასასიამოვნო ფილმებს. მათ დადგინეს, რომ ძლიერი ემოციები იწვევდნენ აქტივობის სინქრონიზაციას ტვინის უბნებში, რომლებიც აკონტროლებენ მხედველობას, ყურადღებასა და შეხების შეგრძნებას.(ასევე პოზიტიური ხასიათის მქონე ქმედებები(მაგ. სიცილი) უფრო მეტი გადამდებიანობით ხასიათდებოდა, ვიდრე ნეგატიური(ტირილი)

ალტოს უნივერსიტეტის პროფესორის, ლეური ნუმენმას მიხედვით,

„სხვების ემოციური მდგომარეობის გაზიარება უზრუნველყოფს დამკვირვებელთა სომატოსენსორულ და ნერვულ სტრუქტურირებას, რაც, თავის მხრივ, ეხმარება მათ სხვების ქცევების გაგებასა და აღქმაში. ამგვარი ავტომატური შეგუების მექანიზმები გვეხმარება სოციალურ ინტერაქციასა და ჯგუფური პროცესების წარმართვაში. ეს მიგნებები ფართოდ გამოიყენება მიმდინარე ნეირონულ მოდელებში, ასევე, ამარტივებს სხვადასხვა პათოლოგიური და ანომალიური მდგომარებოების, მაგალითად არანორმალური სოციო-ემოციური დაავადებების ახსნას.image

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
28