x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
" ვიხოცებით არმიანსკში, ძალიან ცუდადაა საქმე"-სოციალური ქსელის მომხმარებლები ყირიმის ახალ კატასტროფაზე წერენ
image
მას შემდეგ, რაც 24 აგვისტოს ქიმიური კატასტროფა მოხდა ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ არმიანსკში, დაზარალებულები უჩივიან მჟავის ახალ გამოფრქვევას ადგილობრივი ქარხანიდან. ისინი ამბობენ, რომ სიტუაცია გაუარესდა და აცხადებენ, რომ ქალაქში სუნთქვა უჭირთ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ საშინელ გულძმარვასა და ღებინების შეგრძნებაზე, ასევე ნერვიულობენ ბავშვების მალე დაბრუნებაზე ქალაქში.

"ჩვენ ვიხოცებით არმიანსკში, რა ელოდებათ ჩვენს ბავშვებს? ვის აღარ მივწერეთ, მაგრამ ყველგან გვბლოკავენ, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში" -წერენ არმიანსის მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ მალე არმიანსკში უნდა დაბრუნდნენ ბავშვები, რომლებიც ყირიმის სანატორიუმში არიან ევაკუირებული.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყირიმში ქიმიური კატასტროფის მიზეზი არის ცეცხლსასროლი ჭურვებით ქარხანა "ყირიმის ტიტანი-ის"დაცხრილვა არმიანსკში. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსული სამხედრო წვრთნების დროს მოხვდა სოდის ქარხანას რამდენიმე ჭურვი.

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ღამით, არმიანსკში ქიმიური ნივთიერების გამოფრქვევა მოხდა ქარხანა "ყირიმის ტიტანი"-ში. კვლევის თანახმად, ყირიმის დაბინძურების მიზეზი იყო ქარხნის "ყირიმის ტიტანი"-ს მიერ გამოყენებული მჟავის გამოფრქვევა.

0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0