x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კაროლინის შტატს ძლიერი ქარიშხალი"ფლორენცია" ანადგურებს
image
ტროპიკული ქარიშხალი "ფლორენცია" თავს დაატყდა აშშ-ს. ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ასევე ვირჯინიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საკუთარი სახლები მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი სახელმწიფოს მოუტანს არანაკლებ 70 მილიარდ ტონა ნალექს. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ კაროლინის ტერიტორიაზე გამოიყოფა.image

"ფლორენცია"-მ მიაღწია ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროს. რამდენიმე დღის მერე ციკლონის სიძლიერე მეოთხედან პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. ქარიშხლის სიჩქარე იყო 9.5 კმ / სთ, ქარის - 150 კმ / სთ.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ასევე ვირჯინიაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ევაკუაციის გაფრთხილება შეეხო 1.7 მილიონ ამერიკელს. მილიონზე მეტი ადამიანი იქნა გახიზნული. დაახლოებით 20 ათასი დროებით თავშესაფარშია. ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში თითქმის 1500 ავიარეისი გაუქმდა.image
imageimage

კაროლინის სამხრეთ ნაწილის ქალაქ ნიუ-ბერნის ნახევარზე მეტი, ქარიშხლის შედეგად 3 მეტრიანი წყლის ქვეშ იმყოფება.


- ქარიშხალმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 600 ათასზე მეტი სახლი. "ფლორენციამ" მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია და მთასა და მთის ფერდობებზე მეწყერის საფრთხეც გაზარდა.image

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კაროლინას ქარიშხალმა "ფლორენცია"-მ მთავარი დარტყმა მიაყენა, აშშ ემზადება შესაძლო სტიქიური უბედურებისთვის სხვა ზონებშიც. ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ამზადებენ სამხედრო რეზინის გემებს, შესაძლო ოპერაციების რეაგირებისთვის ქარიშხალის დროს.

ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორმა, როი კუპერმა განაცხადა, რომ ქარიშხალი "ფლორენცია" შტატის ყველა მკვიდრს შეეხება.

"რთული იქნება თქვენთვის, არ დარჩება ვინმე, ვისაც არ შეეხება ეს სტიქია. ქარიშხალი ახლახან მოვიდა ხმელეთზე და დიდი ხნის განმავლობაში აქ იქნება. ეს იქნება ძლიერი ქარიშხალი" - განაცხადა მან ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე.imageimageimage


აშშ-ში ქარიშხალ "ფლორენციის" შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ერთ–ერთი მათგანი გარდაიცვალა დენის დარტყმის გამო, როცა ცდილობდა ქარიშხლისგან გამორთული ელექტროენერგიის ჩართვას.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0