x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გახსოვდეთ, ღამით სამუშაო დატვირთვა კიბოს რისკს ზრდის
image


კანადელმა მეცნიერებმა მონრეალის უნივერსიტეტიდან დაასკვნეს, რომ ქალებში, რომლებიც ღამით მუშაობენ, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკი იზრდება. ამის შესახებ MedicalXpress-ში გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.


კვლევაში 13 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. მათი საშუალო ასაკი 55-59 წელი იყო. მათ 6, 1%-ს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.


ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნის ესტროგენ რეცეპტორების (ER) და HER2-ის რაოდენობა ღამის საათებში იზრდებოდა. ამდენად, ქალებში, რომლებიც შუაღამიდან სამი საათის განმავლობაში მუშაობენ, კიბოს რისკი 12%-ით იზრდება, კვირაში სამჯერ ღამის 10-საათიანი ცვლის შემთხვევაში კი - 80%-ით.



ამასთან, ეს მაჩვენებელი ნორმაში მხოლოდ ღამის ცვლიდან წასვლის შემდეგ 2 წელიწადში დგება. მეცნიერების თქმით, მკვლევარები ამ კავშირს ცერკადული რიტმის და კიბოს საწინააღმდეგოდ მოქმედი ჰორმონის, მელატონინის სეკრეციის დარღვევით ხსნიან.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0