x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება"- ლაო ძის გენიალური გამონათქვამები
1. სხვისი შეცნობა სიჭკვიანეს ნიშნავს. საკუთარი თავის შეცნობა ნამდვილი სიბრძნეა. სხვისი წვრთვის შესაძლებლობა ძალაა, საკუთარი თავის გამოწრთვნა კი ნამდვილი ძალა. თუ ფიქრობთ, რომ საკმარისი გაქვთ – ეს ნიშნავს, რომ მდიდარი ხართ.

2. ცხოვრება ბუნებრივი და მოულოდნელი ცვლილებების სერიაა. ნუ უარყობთ მათ – ეს მხოლოდ სევდას წარმოშობს. დაე ერქვას რეალობას რეალობა.image

3. იყავით მადლიერი იმისა, რაც მოგეცათ, მიიღეთ საგნები ისეთები, როგორებიც არიან. როდესაც აანალიზებთ, რომ არაფერი გაკლიათ – მთელი სამყარო თქვენ გეკუთვნით.

4. დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, ისინი ქმედებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს, ისინი ჩვევებად ყალიბდებიან. დააკვირდით თქვენს ჩვევებს, ისინი თვისებებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს თვისებებს, ისინი თქვენს ბედს განსაზღვრავენ.


5. იმისათვის რომ წინ წაუძღვეთ ადამიანებს, მათ გვერდით იარეთ.. საუკეთესო ლიდერების არსებობას ადამიანები იშვიათად ამჩნევენ. როდესაც ლიდერის საქმე გაკეთებულია, ადამიანები ფიქრობენ: „ეს ჩვენ გავაკეთეთ“.

6. სჯობს იყო რბილი გარედან და შიგნიდან მაგარი, ვიდრე გარედან მაგარი და შიგნიდან რბილი.

7. თუ ზომავთ თქვენს წარმატებებს სხვისი შექებით ან ძაგებით, თქვენი განაგაში იქნება უსასრულო.image

8.სიძნელეების გადალახვა იწყება მცირედან, ხოლო დიდი საქმეები პატარიდან, ვინაიდან სამყაროში სირთულეები წარმოიქმნება მცირედან, დიდი საქმეები კი პატარიდან.

9.არასდროს განსაჯო ადამიანი, მანამ არ გაივლი გრძელ გზას მისი ქალამნებით.

10. სიცოცხლე მოკლეა. არ დაკარგოთ დრო, ისიამოვნე მისით..

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0