x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
''არ ვარ მატერიალისტი'' - სელენა გომესი ჟურნალ Elle-სთვის

imageრამდენიმე თვის წინ ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულმა გოგონამ (143 მილ. + გამომწერით) საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, რომ პაპარაცების ობიექტივს მორიდებოდა: ''შვება ვიგრძენი. ლოს-ანჯელესი ჩემთვის კლაუსტროფობია იყო. მეგობრებისთვის ნიუ-იორკთან ვასოცირდები''.

მომღერალი თავის სტუდიო-ბუნგალოს აუქციონზე $2.8 მილიონად აფასებს.image''თავს ბევრი პრობლემა აღარ მახვევია, ყველაფერი ლაგდება. უბრალო ცხოვრება მირჩევნია. ამ წამს იქ ვარ, სადაც მინდა ყოფნა. სიმშვიდე ბედნიერებაა. 20 წლის ასაკში ჩემს თავს რომ ვიხსენებ, სრულიად სხვა ვიყავი. ახალი ნივთების შეძენა კი არა, ადამიანური ურთიერთობები მახარებს. თავი კარგად რომ იგრძნოთ, საყიდლებზე მიდიხართ, მაგრამ ჩემთვის ბედნიერება არ იყიდება. რაც შეეხება სამოსს, მთავარია თავს კომფორტულად ვგრძნობდე. მეგობრებთან ყოფნის შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ჩემს პირად ცხოვრებას ისეთს ხედავთ, როგორიცაა''.imageსელენა გომესი ექვსი თვეა, რაც A21-ს კამპანიაში მოხალისეთა რიცხვს შეუერთდა. ეს ორგანიზაცია ებრძვის ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის შევიწროებას და მიმართულია ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად. ''არ მსურდა ამ თემის გახმაურება... მეუხერხულებოდა, მაგრამ ახლა რომ შეიტყვეთ, არ მინდა იფიქროთ, ეს სელებრითის პრესტიჟის ნაწილია. საქმეს სერიოზულად მივუდექი, ბევრი რამ ვისწავლე. ტრეფიკინგის თემა ძალიან დამთრგუნველია. მინდა ხალხს დარდი შევუმსუბუქო''.imageსელენას გასულს წელს იღებდნენ ფილმში „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“, თუმცა რეჟისორს ბრალი გერმა ძალადობაში დასდო. ''ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, რატომ ვმუშაობდი ვუდი ალენთან. კონტრაქტიდან გამომდინარე, ამას ვერ გავახმაურებ, თუმცა ვიტყვი, რომ ამ პროექტის ფული არაფერში მჭირდება და მას ქველმოქმედებაში ვრიცხავ“- თქვა გომესმა.imageსელენას ბავშვობიდანვე წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. თანამშრომლობს ''Coach''-თან; ფოტო-გადაღებების გარდა, კოლექციის შექმნაზე მუშაობს:''როგორ გავდივარ სასეირნოდ? გამუდმებით ქუსლიანს არ ვატარებ. მსურს, კაბებთან სპორტული ფეხსაცმელი მეცვას. მცირე ზომის საფულით აიფონი, საკრედიტო ბარათი და ტუჩის ბალზამი დამაქვს''. გომესს დღემდე 96 ჯილდო აქვს; შარშან Billboard-მა წლის ქალად დაასახელა! ტეხასელი გოგონა 17 წლის ასაკიდან UNICEF-ის ელჩი იყო (ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი). ამ დროს მას არ ჰქონდა სოლო კარიერა, ჯგუფ Selena Gomez & The Scene-ში იყო სოლისტი. შეძლებისგვარად დახმარებია სხვადასხვა ორგანიზაციებს. მის ფანებს სელენატორები ჰქვიათ. კონტრაქტი აქვს გერმანულ ''პუმასთან''.image''ჩემი ახლანდელი ცხოვრება რაღაცნაირად მშვიდი და უცნაურია. 26-ის ვარ და ამას ვგრძნობ. მერყეობა და ემოციური არამდგრადობა ჩემში გაქრა... ალბათ, ემოციებთან გამკლავება ვისწავლე. კარგი გრძნობაა, როცა ერკვევი, რა გსურს. რაც შეეხება ინტერნეტს, თვეებია დიდ დროს აღარ ვუთმობ. ინსტაგრამზე დაყენებული პაროლი მე არ მეკუთვნის. ფოტოებს თუ ვტვირთავ, მეგობრის მობილურით, რომელსაც ჩემს ანგარიშზე წვდომა აქვს. არანაირი ფოტოშოპის აპლიკაციები; ვიყენებ Peak-ის, გონებისთვის კარგი სავარჯიშოა.'' სელენა პროდიუსერია ფილმისა ''13 მიზეზი'' (მიმართული სუიციდის პრევენციისკენ). საუნდტრეკი Only You და Back To You მისი ავტორობისაა.

გომესმა თქვა, რომ მისგან ''ხმაურიან'' მუსიკას უნდა ველოდოთ. ექსკლუზიურად, ჟურნალ Elle-ს გაანდო მომავალი სიმღერის “Flawless” (უნაკლო) შესახებ. თქვა, რომ ამ გამამხნევებელ სიმღერას მთელი ცხოვრება იმღერებს და ხალხს მოუწოდებს, მშვენიერი ნაკლოვანებების აღიარებით გახდეს.''დღეს თუ არავის სჭირდები, მაინც უზადო ხარ''. წინ ახალი ჰიტები გველის.imageსელენას ქველმოქმედების სურვილი გასული წლის მოვლენებმა გაუმძაფრა. მას წლებია სისტემური დაავადება - წითელი მგლურა აქვს, ქიმიოთერაპია და თირკმლის გადანერგვაც დასჭირდა. გომესს ემოციური სიძნელეების გამო მუს. ტურნეს შეწყვეტამ მოუწია. საავადმყოფოში მკურნალობისას დაუმეგობრდა აბელ ტესფაის (კარგად ცნობილ The Weeknd-ს) და შემდეგ წყვილის სახით გამოჩნდნენ. მათმა ურთიერთობამ 10 თვეს გასტანა. ყოფილმა მას სიმღერა ''Call Out My Name'' მიუძღვნა: ''თავი კომფორტულად მაგრძნობინე, მაგრამ შევცდი, რომ შეგიყვარე. ვიცი არ გინდივარ, მაგრამ მინდა დარჩე... მზად ვიყავი, შენი სიცოცხლისთვის ჩემი სხეულის ნაწილი ამომეგლიჯა..♬''imageგომესმა პირველ სიყვარულთან უთანხმოება დაივიწყა - ახალი წლის და ვალენტინის დღე ჯასტინ ბიბერთან დაჰყო. მათ წყვილს ფანები ''ჯელენას'' სახელით იცნობენ. მათი რომანი 2010 წლიდან დაიწყო.. ყოფილა არაერთი დაშორება და შერიგება, ცრემლები, სიხარული თუ მუსიკალური მუზა. მაგრამ სელენა ჯასტინს საბოლოოდ ჩამოშორდა. ბიბერს ახლა გვერდს ჰეილი ბალდვინი, მომავალი ცოლი უმშვენებს (კანადაში საერთო სახლიც შეიძინეს). პირობას დებს, რომ ყოფილი შეყვარებულის - ''მამაჩიტას'' (ესპ. ''ცხელი გოგო''; ასე მიმართავდა ჯასტინი სელეს) ტატუს, რომელიც უკვე 5 წელია აქვს, საქორწილოდ მოიშორებს.imageსელენა ახალი ალბომის გამოშვებისთვის ემზადება. ჟურნალ Elle-ს სამომავლო სიმღერიდან ფრაზა გაანდო:''უშენოდ ბევრს ვერ ვფიქრობ; ახლა მთვრალი ვარ და იმის ძალა მაქვს, გითხრა ''გაეთრიე ჩემი გონებიდან''. ზედმეტი ამბიცია მქონდა? პატარავ, დაშორებული ხარ. რატომ ვერ ხვდები, რომ იშვიათი ვარ?'' ინსაიდერების თქმით, ჯასტინი შიშობს, რომ გომესის სიმღერების თემა კვლავ ის გახდება და გოგონა ''სულს გაიშიშვლებს''. ასევე ვარაუდობენ, რომ მომღერალი ხელშეუხებელს არც აბელ ტესფაის დატოვებს. ეს ერთადერთი გზაა გულის ნადების გამოსახატავად.imageნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ''კოაჩის'' ჩვენებას სელენა გომესი დაესწრო. კოლექციის ნაწილზე მანაც იმუშავა და $10 მილიონი გამოიმუშავა. მისი თმის აქსუსუარი მეტად უჩვეულო აღმოჩნდა - წარწერა ''მახინჯი''. შეგახსენებთ, რომ სტეფანო გაბანამ ინსტაგრამზე, 3 თვის წინ ვარსკვლავი სწორედ ამ ზედსართავით მოიხსენია. ფანების გარდა, დიზაინერის თავხედურ ნაბიჯს სხვა სელებრითებიც გამოესარჩლნენ. სელენამ სიჩუმე ამდაგვარი კრეატივით დაარღვია.imageვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ჯასტინი და ჰეილი (21 წლის ამერიკელი მოდელი) მოულოდნელად დაქორწინდნენ ნიუ-იორკში, გრანდიოზული ცერემონიის გარეშე. ინსაიდერთა თქმით, ჯასტინი სულმოუთმენლად ელოდა ხელმოწერას.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0