x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სტერეოტიპების გავრცელების მიზეზები და შედეგები; სტერეოტიპების კავშირი ცრურწმენასა და დისკრიმინაციასთან
image

Hamilton and trolier-მა სტერეოტიპები განსაზღვრეს, როგორც კოგნიტური სქემები, რომლებსაც აღმქმელი იყენებს ხალხის შესახებ ინფორმაციის გადამუშავებისას. ეს არის სტერეოტიპული ცოდნის გამოყენება ინდივიდების აღქმისას. მიუხედავად მრავალი ვარაუდისა სტერეოტიპული რეპრეზენტაციების სტრუქტურისა და ორგანიზების შესახებ, ფართოდ გავრცელებული დასკვნაა, რომ სტერეოტიპები არის კოგნიტური სქემები. ერთი კულტურის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები შეთანხმებულად მიაწერენ სოციალურ ჯგუფებს გარკვეულ მანიშნებლებს. ეს ჯგუფები მათი მხრიდან აღიქმება როგორ გამორჩეული თვისებების მქონე. ეს სქემები, რომლებიც სპონტანურად აღიძვრება გავლენას ახდენენ ინფორმაციის კოდირებაზე, შენახვასა და აღდგენაზე. სქმები განსაზღვრავენ თუ როგორ სწრაფად აღვიქვამთ რასაც ვხედავთ, როგორ ვახდენთ დანახულის ინტერპრეტირებას და როგორ აქღვიქვამთ დანახულს შორის მსგავსებებს და განსხვავებებს.

სტერეოტიპების შედეგები

სტერეოტიპები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ აზროვნებს ხალხი სხვებზე(ინფორმაციის დამუშავება), რას გრძნობენ(დამოკიდებულებები და ცრურწმენები) და როგორ რეაგირებენ და მოქმედებენ(დისკრიმინაცია და საკუთარი თავის აღმატებითობა)


ინფორმირების პროცესი

სტერეოტიპირების პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორ არაცობიერად, ასევე ცნობიერად. გამოცდილებაში იმდენად ხშირად ვხვდებით სტერეოტიპირებას, რომ ის მტკიცდება ჩვენს ცნობიერებაში და ავტომატურად იწყებს მოქმედებას შესაფერის სიტუაციაში. როცა სტერეოტიპები აქტივირდება ადამიანები იწყებენ ჯგუფის წევრების დახასიათებას იმ ტერმინებით, რაც ჯგუფის ზოგად სტანდარტზეა აგებული. ამ ტენდენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ასიმილაციაა, როცა წარმოდგენები ჯგუფის წევრის შესახებ შექმნილია რელევანტური სტერეოტიპებით. მაგალითად, ინდივიდუალური მამაკაცი აღიქმება უფრო აგრესიული ან კარგი ლიდერი, ვიდრე ცალკეული ქალი. ამგვარი წარმოდგენები ჩნდება მაშინ, როცა მცირე ინფორმაციია ცნობილი ცალკეული ინდივიდის შესახებ ან როცა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ორაზროვანი და ბუნდოვანია. სტერეოტიპებს შესაძლოა ქონდეს შედარებითი ხასიათი. მაგალითად ქალი ადვოკატები უფრო კომპეტენტურებად იყვნენ აღქმული ვიდრე კაცები და ასევე ფინანსურად უფრო წარმატებულები, ვიდრე მამაკაცები. ამის საპირისპიროდ, კონტრასტული პატერნები წარმოიშობა მაშინ, როცა სამიზნის ქცევა ჯგუფის სტერეოტიპების შეუსაბამოა და მოლოდინები არ მართლდება. ჯგუფის სტერეოტიპებზე შესაძლოა ასევე მოახდინოს გავლენა წევრის როლმა. აგრესიულობა შეიძლება კონსტრუირდეს როგორც კამათი და ჩივილი თუ სამიზნე ადვოკატია, მაგრამ შეურაცხყოფა და ყვირილი თუ სამიზნე მშენებელია. აღნიშნულმა გავლენამ, რომელიც შეიძლება ყურადღების მიღმა რჩებოდეს, შესაძლოა სრულად განასხვაოს ერთმანეთისგან ჯგუფის წევრები.

ადამიანებს უფრო მეტად ამახსოვრდებათ ის ინფორმაცია, რომელიც არსებულ სტერეოტიპებს შეესაბამება, ვიდრე შეუსაბამო ინფორმაცია. თუმცა, შესაძლოა ინფორმაცია შეუთავსებელი იყოს, მაგრამ მტკიცედ დამკვიდრებული, მაშინ ეს ინფორმაციაც ადვილად დამახსოვრებადი ხდება. აღმქმელი, რომელიც მოტოვირებულია შეინარჩუნოს მარტივი, კოჰერენტული, შეთანხმებული შთაბეჭდილება, აიგნორებს, ფილტრავს შეუსაბამო ინფორმაციას, ამის საწინააღმდეგოდ, თუ აღმქმელი მიმართულია ჩამოაყალიბოს ზუსტი ან მთლიანი შთაბეჭდილება ინდივიდების შესახებ, მაშინ ის ინდივიდის ყოველმხრივ შესწავლას იწყებს. რომ შევაჯამოთ, ხალხი ავითარებს მოლოდინებს ჯგუფის წევრობაზე დაფუძნებით, სტერეოტიპებთან ასოცირებით და აღმქმელის მოტივაციისა და მიზნების გათვალისწინებით. სტერეოტიპები გავლენას ახდენენ მაშინ, როცა აღმქმელები არ არიან მოტივირებულნი, აღიქვან ინდივიდები ცალკეულად ან მაშნ, როცა მწირი ინფორმაცია აქვთ. სტერეოტიპები ემსახურება საკუთარი აღმატებულობის გაძლიერებას.

image

ცრურწმენა

არსებობს პოზიტიური ურთიერთკავშირი სტერეოტიპსა და ცრურწმენას შორის. ერთი მხრივ, სტერეოტიპი ქმნის კოგნიტურ ბაზას ცრურწმენისთვის. brigham-მა დაასკვნა, რომ იმისათვის, რომ გარკვეული ჯგუფის მიმართ ნეგატიურად განვეწყოთ, ერთ ეთნიკურ ჯგუფში გაერთიანებული ინდივიდები სხვა ჯგუფისგან მუდმივი განსხვავებული მახასიათებლების ერთობლიობით უნდა გამოვარჩიოთ. სხვა მხრივ, სტერეოტიპები წინასწარ ცუდად განწყობილ ინდივიდს ეხმარებიან რაციონალურად ახსნას თავისი მტრული დამოკიდებულება გარკვეული ჯგუფების მიმართ. smith ამბობს, რომ ცრურწმენა განიხილება არა როგორც მარტივი ნეგატიური დამოკიდებულება, არამედ როგორც სოციალური ემოციების ზღვარგადასულობა. ეს ემოციები შეიძლება იყოს შეთანხმებული ჯგუფში ინდივიდებს შორის და დამოკიდებული მათსავე შეფასებებზე. მაგალითად, თუ ადამიანები ინდივიდს განიხილავენ როგორც ნორმების დამრღვევს, მის მიმართ აღეძვრებათ ზიზღი, რაც წააქეზებს თავის არიდების ტენდენციას. ასეთი რეაქცია დამახასიათებელია სტიგმისთვის ჰომოსექსუალიზმის მიმართ, რაც ჯგუფის ღირებულებებს ლახავს. ასევე თუ ხალხი ინდივიდს შეაფასებს როგორც არასამართლიან მომთხოვნს, მის წინააღმდეგ აღეძვრებათ ბრაზის გრძნობა, რათა აღმოფხვრან მისი ქმედება. მსგავსი რეაქციები დამახასათებელია ტომობრივი სტიგმისთვის. როცა სტიგმატიზირებული ჯგუფის წევრები ახორციელებენ კოლექტიურ ქმედებას ჯგუფის გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, აფრო-ამერიკელები უფრო მომთხოვნები ხდებიან თავიანთი უფლებების დასაცავად.

დისკრიმინაცია და სტიგმის სხვა ეფექტები

დევიდიომ და კოლეგებმა სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ ქმედებებს შორის სუსტი, ირიბი კავშირი აღმოაჩინეს. სტერეოტიპებს შეუძლიათ მხოლოდ მცირე გავლენა მოახდინონ დისკრიმინაციაზე, რადგან დისკრიმინაცია არღვევს საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს პატიოსნებისა და თანასწორობის შესახებ. აღმქმელები მიდრეკილნი არიან, თავი შეიკავონ სტერეოტიპული ქცევის გამოვლენისგან, თუმცა მათ შეიძლება ეს ფარული გზებით მოახდინონ. რომ შევაჯამოთ, სტერეოტიპები განსაზღვრავენ ხალხის აზროვნებას გარშემომყოფების შესახებ, მათ მიმართ დამოკიდებულებებს და ქცევას მათთან ინტერაქციის დროს.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0