x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თავადობის მცდელობა ინგუშებში
image


ინგუშებში თავადობის მცდელობაზე არსებობს საინტერესო ლეგენდა.

უძველესი დროიდან ინგუშები ცხოვრობდნენ ღილღოს ხეობაში. ხეობა გადაკეტილი ჰქონდათ ქვის კედლით და ერთადერთ შესასვლელს ფხიზლად ყარაულობდნენ. ქვეყანას მართავდა "სამი დასახელების" თეიფების - ბერკიმხოვების, ევლოევების და ფერტა-შოულების უხუცესი მამები. ერთხელ მათ გადაწყვიტეს აერჩიათ თავადები, რადგან თითოეული თავადი ვარაუდობდა თავის ბატონობის დამყარებას. შეკრიბეს მოსახლეობა და განუცხადეს: "ყველა ხალხს, ვინც კი ჩვენს გარშემო ცხოვრობს, თავადები მართავენ, დროა, ჩვენც ავირჩიოთ ჩვენი თავადები".

სამი დღე-ღამე მიმდინარეობდა ყრილობა სოუს მდელოზე. ამ ყრილობაზე არ გამოცხადდა ღალღაებში სიბრძნით განთქმული მაზდი, მიუხედავად იმისა, რომ მაცნე გაუგზავნეს. მაგრამ, როდესაც შეიტყო, რომ მესამე დღეს წილისყრისთვის ემზადებოდნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ღალღაებში თავადი, შეკაზმა საუკეთესო ბედაური, ჩაიცვა ძვირფასი აბრეშუმის ტანსაცმელი, ოქროთი მოსევადებული ხმალი გადაიკიდა, წელზე შემოიტყა ვირის ჭუჭყიანი მოსართავი და ისე გამოცხადდა შეკრებილთა წინაშე. ღალღაებმა პატივისცემით მიიღეს და გამოჰკითხეს ასე უცნაურად გამოწყობის მიზეზი. მაზდი შეეკითხა: - "რა არ მიხდება ეს ვირის ჭუჭყიანი მოსართავი?"


- "როგორ შეიძლება მოუხდეს ვირის ჭუჭყიანი მოსართავი აბრეშუმის ტანსაცმელს?" - უპასუხეს დამხვდურებმა.

მაზდმა საზეიმოდ განაცხადა: "ვფიცავ მამა-პაპათ, როგორც ვირის მოსართავი არ უხდება აბრეშუმის ტანსაცმელს, ისე თავადობა და ყმობა არ ესადაგება ინგუშებს!"

შეკრებილებმა დაადგინეს, რომ ინგუშებში არასდროს შემოეღოთ თავადობა.


ამონარიდი ხასო ხანგოშვილის წიგნის "ქისტები"-ს მიხედვით.


image

0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0