x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ვახა ალიევი - სტალინის პირადი მტერი
image


ყველა ვერ დაიკვეხნის იმით, რომ 16 წლის ასაკში გამხდარიყო ამ უზარმაზარი იმპერიის მეთაურის პირადი მტერი. ვახა ალიევმა ეს შეძლო.

ფრონტზე ყოფნისას მან როდესაც გაიგო საკუთარი ხალხის დეპორტაციის შესახებ, მისწერა პირადი წერილი სტალინს.

ნაწყვეტი: ".....ჩვენ ვემსახურებოდით სამშობლოს რწმენით და სიმართლით, გამარჯვების სახელით საკუთარ სიცოცხლესაც არ ვიშურებდით, ათასობით ჩემი "ზემლიაკი" ბრძოლის ველზე დაეცა ბრესტიდან მოყოლებული სტალინგრადამდე, თქვენ კი გამყიდველები გვიწოდეთ.


ჩემი ერი ამას არასოდეს გაპატიებთ! იმ დროს, როდესაც ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით თქვენ სასტიკად გაუსწორდით ჩვენს დედებსა და დებს, მოხუცები და ბავშვებიც კი არ შეიბრალეთ..."


როგორ უცნურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, წერილი ადრესატამდე მივიდა. პასუხმაც არ დააყოვნა, ის მოკლე და სასტიკი იყო: "დახვრიტეთ".

ვახა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ყველა ბრმად არ ასრულებს ლაჩრების ბრძანებებს. საკუთარი სიცოცლხის რისკის ფასად, მისი სამხედრო ამხანაგები რამდენიმე თვის განმავლობაში ვახას სარდაფებში მალავდნენ და ჩუმად მკურნალობდნენ (მას ჭრილობები ჰქონდა).


ბოლოს ციმბირში ერთ ერთ ჯგუფთან ერთად ისიც გაგზავნეს. ვახამ სტალინის ბანაკებსაც გაუძლო და გადარჩა. გათავისუფლდა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1954 წელს. ბელადის პირადი მტერი გარდაიცვალა 1979 წელს გროზნოში.

ეს ეპიზოდი, როგორც ვაჟკაცობის მაგალითი მოყვანილია სტუდენტებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაში "საბჭოთა ისტორიის კურსი 1941-91 წწ" ა.კ. სოკოლოვისა და ვ.ს. ტიაჟელნიკოვის რედაქცია.

8
670
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
670
  
2018, 16 სექტემბერი, 6:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 სექტემბერი, 5:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 სექტემბერი, 5:24
ჩემთან დუელში გამოწვევაზე ძია სტალინს უარი არ გამოუცხადებია.. ჰიტლერი, ჩერჩილი და მუსოლინი ომებში თუ იარაღით ხელში იბრძოდნენ რატო უნდა გავუთანაბრო ტურუხაიდან სტალინის გამოქცევა მათ ვაჟკაცობას? სტალინის გარდა სხვებიც გამოიქცნენ იქიდან... პრეტენზია რის მიმართაა ჩამოყალიბდი - სტალინის პიროვნების მიმართ არასწორი რეპლიკის თუ სტატიის მიმართ?! შენიშვნა არ მიიღება, შესაბამისად ვერც გამიხარდება სამწუხაროდ. :დ ქვეყანა მართლა ცუდ დღეშია და საბედნიეროდ მე არ ვარ ქვეყანა. :დ
2018, 15 სექტემბერი, 20:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2018, 15 სექტემბერი, 14:04
:დ მეეჭვება გეკიდოს ბელადი.
კაი სტატია იყოს ჯანდაბას ცუდი და უხეირო ბელადს არაფერი ჩრდილი მიადგეს ოღონდ. :დ მომავალში ვეცდები ამ რეაქციულ თემაზე აღარ დავწერო და სტალინის გმირობებზე ვწერო. იგეგმება სტალინის კანონიზება - წმინდანად შერაცხვა, რუსეთში ეს პროცესი დაწყებულია და აქ არ ვიცი როგორ იქნება. აწი ჩვენს სახლებში წმინდა იოსებ ნაცისტმმუსვრელის ხატი დაიდებს ბინას.
2018, 15 სექტემბერი, 13:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2018, 15 სექტემბერი, 13:03
:დ გულდასაწყვეტია ლატენტური სტალინისტების ფიზიკური არსებობა კვლავ.
2018, 15 სექტემბერი, 8:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8