x
image
ნინო დვალაშვილი
როგორ გავწმინდოთ ოქროსა და ვერცხლის სამკაულები?

image
სამკაულების გარეშე ალბათ ცხოვრება წარმოდგენელია, განსაკუთრებით კი ქალბატონებისათვის. თუმცა, ხშირად ხდება რომ ჩვენთვის საყვარელი სამკაული კარგავს ფერს, შავდება და მისი გამოყენება შეუძლებელია. გასწავლით სამ ძალიან მარტივ მეთოდს თუ როგორ გაწმინდოთ თქვენი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. ეს მეთოდები გამოგადგებათ ნულოვანი სინჯის მქონე მეტალის სამკაულების გასაწმენდადაც.

მეთოდი N1: აიღეთ ბამბის ტამპონი, წაუსვით მას ჩვეულებრივი (არამბზინავი) ტუჩსაცხი და მისი საშუალებით გააპრიალეთ ოქროს სამკაული. ეფექტი მომენტალურად შესამცნევი გახდება. წმენდის შემდეგ ზედაპირზე შავ ნადებს დაინახავთ, რაც პომადის დახმარებით მოშორდა სამკაულის ზედაპირს.

მეთოდი N2:თუმცა არსებობს სამკაულები, რომლებსაც ერთი ზედაპირი სწორი, მეორე კი უსწორმასწორო აქვთ. ამის გამო, მის გასწმენდად პომადა აღარ გამოგადგებათ. მსგავს შემთხვევაში აიღეთ ჩაის ჭიქა, ჩაასხით მასში გადადუღებული და უკვე გაგრილებული წყალი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი და ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჩააწყვეთ ჭიქაში ის სამკაულები, რომელთა გაწმნდაც გსურთ. ჭიქას თავზე პოლიეთილენის პარკი დააფარეთ და 2 საათი გააჩერეთ. შემდეგ ამოიღეთ თქვენი სამკაულები და გარეცხეთ. ნიშადურის სპირტი საფუძვლიანად წმენდს მეტალს და პირვანდელ სახეს უბრუნებს. image
მეთოდი N3:აიღეთ ემალირებული ქვაბი, ჩაასხით ერთ ჭიქაზე ნაკლები წყალი და დაამატეთ 3 სუფრის კოვზი სოდა, შემდეგ კი ჩააწყვეთ თქვენი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. დაადგით ჯამი მაღალ ცეცხლზე, ხოლო როცა წყალი ადუღდება დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. 15 წუთის შემდეგ გამორთეთ და გადმოდგით გაზქურიდან. სოდა სწრაფად და მარტივად აშორებს მეტალს ჭუჭყს და ზედაპირს მბზინვარეს ხდის. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!

0
552
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0