x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სომატური სიმპტომის აშლილობა, ეტიოლოგია და მკურნალობა
image

სომატური სიმპტომის აშლილობა ხასიათდება ფიზიკური სიმპტომებით, რომლებიც ჩნდებიან როგორც სხეულებრივი დაავადება ან დარღვევა, რომელიც ვერ აიხსნება სამედიცინო მიზეზებით და შესაბამისად, სადიაგნოზტიკოდ თუ მკურნალობისთვის ექიმთან ხშირ ვიზიტს იწვევს. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ფიზიკური სიმპტომები გამოწვეულია ფსიქოლოგიური დისტრესით და სომატიზაცია სწორედ ფსიქოლოგიური მექანიზმია, რომელშიც კონკრეტული ფიზიკური სიმპტომები დისტრესს გამოხატავენ. სომატური სიმპტომის აშლილობის მქონე ადამიანები განზრახ ან შეგნებულად არ წარმოქმნიან სიმპტომებს როგორც სიმულაციის დროს(როცა თავს აჩვენებენ, რომ აქვთ სიმპტომები, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვაგვარი პასუხისმგებლობები). სომატური სიმპტომის აშლილობის მქონე ადამიანები ასევე უნდა გავმიჯნოთ გათამაშებული (factitious) აშლილობის მქონე პირებისგან, რომლებიც თავს აჩვენებენ, რომ სიმპტომები აქვთ, იმ მიზეზით, რომ ავადმყოფის როლი შეითავსონ და მეტი ყურადღება მიიღონ. მათგან განსხვავებით, სომატური აშლილობის მქონენი სინამდვილეში, ფაქტობრივად განიცდიან სიმპტომებს, როგორიცაა შეტევები, ტკივილი, სისუსტე, ღებინება, შებერილობა და სჯერათ, რომ სხეულებრივი სამედიცინო მდგომარეობა აქვთ. ჩვეულებრივად, ისინი მკურნალობას ექიმთან ეძებენ და არა ფსიქოლოგ-ფსიქიატრთან. მათ იმედი აქვთ, რომ მიიღებენ დაიგნოზს, რომელიც მათ სიმპტომებს ახსნის. თუმცა სიმპტომები, რომელთაც განიცდიან, უფრო მეტად ერგება პაციენტის რწმენებს დაავადების შესახებ, ვიდრე რეალური, მიმდინარე დაავადების პროცესსა და ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, ამიტომ ექიმს ისინი წარმოუდგენლად ან პათოლოგიურად ეჩვენება. როცა სომატიზაციის კონცეპტი, ცნება განვითარდა, ეგონათ, რომ სიმპტომები პაციენტის ემოციური პრობლემების სიმბოლიზაციას ახდენდნენ. ეს სპეკულაცია, რომლის საფუძველი, ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით დაცვის ერთ–ერთ მექანიზმს, რეპრესიას უკავშირდებოდა(რეპრესია/განდევნა - ითვლება დაცვის ყველაზე ძირეული მექანიზმად. ესაა სახიფათო ან მტკივნეული გამოცდილების, მიუღებელი აზრებისა და იმპლუსების განდევნა ცნობიერიდან. განდევნილი ელემენტი კვლავ ფსიქიკის ნაწილად რჩება და მუდმივად ცდილობს რა გამოსასვლელის პოვნას, მოითხოვს ენერგიის სისტემატურ ხარჯვას არაცნობიერში მისი შენარჩუნებისთვის) ემპირიული მონაცემებით არ იქნა მხარდაჭერილი.

ხშირად, სომატური სიმპტომის აშლილობის მქონე ადამიანები არ აღიარებენ, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა აქვთ. მიუხედავად უამრავი უნაყოფო და არაპროდუქტიული ექიმთან ვიზიტებისა და გამოკვლევებისა, მხოლოდ რამდენიმე პაციენტმა შეიძლება დაიჯეროს, რომ მათი სიმპტომები ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული. მაგრამ უმეტესად დეპრესიასა და შფოთვას მიიჩნევენ, როგორც რეაქციას სიმპტომებზე და განაგრძობენ იმის დაჯერებას, რომ ისეთი დიაგნოზი აქვს, რომელიც ექიმებმა უკვე გამორიცხეს. ასეთი უყურადღებობა და ზედაპირულობა სომატური სიმპტომის აშლილობის მიმართ, საზიანოა როგორც პაციენტისთვის, ისე საზოგადოებისთვისაც. პაციენტი იატროგენური( იატროგენია –დაავადება/დაზიანება, რომელიც შეუსაბამო, არასაჭირო მკურნალობითაა გამოწვეული) დაზიანების საფრთხეში დგება. რაც შეეხება სოციალურ ღირებულებას, ის მოიცავს ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ხარჯებს განმეორებადი, უშედეგო, არასაჭირო სადიაგნოსტიკო პროცედურებიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების მომსახურებას, სხვამხრივ, პროდუქტულობის დაკარგვას სამუშაოზე და ა.შ.

არასაჭირო პროცედურების ოდენობა, ხარისხის ზომა, რომელიც სომატური აშლილობის მქონეებზე ჩატარდა, ნაკვლევი იქნა Fink(1992)ის კვლევაში. აღმოჩნდა, რომ აშლილობის მქონეთა 9%ს 20-ზე მეტი არასაჭირო ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ძირითადად კი გინეკოლოგიური პროცედურები, ჰისტერექტრომია(საშვილოსნოს ამოკკვეთა), კუჭ-ნაწლავის ოპერაციები, ლაპაროსკოპიები( ამ დროს არ ხდება ღია მუცელკვეთა და ოპერაცია პატარა განაკვეთებიდან ტარდება) და ა.შ. თითქმის არცერთმა ჰისტერექტომიამ შედეგი არ გამოიღო, და სიმპტომი არ გააქრო. ოპერაციის წარმატება დაახლოებით 25% იყო, რაც პლაცებოს ეფექტის მსგავსი მაჩვებელი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ სომატური აშილობას ქრონიკული სომატური სიმპტომები ახასიათებს, მრავალი წლის განმავლობაში კონკრეტული სიმპტომები ხშირად იცვლება. მაგალითად ერთი წლის შემდეგ ერთი ტიპის პრობლემა შეიძლება გაქრეს და მის მაგივრად მეორე აღმოცენდეს (Simon & Gureje, 1999). საგულისხმოა, რომ 2 წლიანი კვლევის შედეგად, სომატური აშლილობების მხოლოდ ერთ მესამედს შეუნარჩუნდა იგივე სიმპტომები.

image

ეტიოლოგია

ფსიქოდინამიკური თეორიები გვთავაზობენ, რომ სომატიზაციის აშლილობა ფსიქოლოგიური თვადაცვის მექანიზმთან- უარყოფასთან არის დაკავშირებული. აშლილობის მქონეთათვის სომატური სიმპტომები ფსიქოლოგიური დისტრესის გამოხატვის საშუალება ხდება. კვლევებმა დაადასტურეს, რომ არადასავლური კულტურები უფრო მიმღებლურია, გამოხატონ გრძნობები სომატური, ვიდრე ფსიქოლოგიური ტერმინებით. მაგალითად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტაილანდში უფრო მეტად სომატურ ჩივილებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ხოლო ამერიკაში- დეპრესიულ სიმპტომებზე, ამის გამო შეგვეძლო გვემსჯელა, რომ კულტურული ფაქტორები გავლენას ახდენენ იმაზე, როგორ აღწერენ ინდივიდები სიმპტომებს, როცა დახმარებას ეძებენ, თუმცა უფრო ფართომაშტაბიანი კვლევის შედეგად, რომელიც 14 ქვეყანაში ჩატარდა, აღმოჩნდა რომ ასე ცალსახად არ იყო საქმე. მრავალი პაციენტი, რომელიც სომატურ ჩივილებს აღწერდა, ასევე საუბრობდა ფსიქოლოგიურ ფენომენზეც. ასე რომ, მათ შემთხვევაში სომატიზაცია დისპრესის უარყოფას არ გამოხატავდა. ვასკვნით, რომ უარყოფა რაღაც როლს თამაშობს, მაგრამ არა ერთპიროვნულს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ალექსითიმია, რომელსაც სომატური აშლილობის პრედისპოზიციად მიიჩნევენ. ალექსითიმია საკუთარი ემოციების ფსიქოლოგიური გაგების და აღწერის გაძნელებაა. მკვლევარებმა ალექსითიამიასა და სომატიზაციას შორის კავშირი იპოვეს.

სხვა ფსიქოდინამიკური კონცეპტი, რომელიც ემპირიულად გადაისინჯა, არის მეორადი სარგებელი, რაც გულიხსხმობს ავადმყოფობის გამო ოჯახის წევრებისგან თანაგრძნობისა და ყურადღების მოპოვებას, რუტინული სამუშაოსგან თავის დაღწევას, ექიმების ყურადღების მოპოვებას და ა.შ. Craig, Drake, Mills, and Boardman (1994)მა იკვლიეს სტრესული ცხოვრებისეული სიტუაციების როლი სომატური სიმპტომების განვითარებაში და მეორადი სარგებელის ჩამოყალიბებაში. მეორადი სარგებელის ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობ სიტუაციებში იგულისხმება სხვის მიერ უარყოფა, ინდივიდუალური ჩავარდნები ან გადასახადებთან და ობლიგაციებთან დაკავშირებული სიტუაციები., მაგალითად თუ მეუღლე ქორწინების შეწყვეტას მოითხოვს, სიმპტომებმა შესაძლოა აღძრას დანაშაულილს, ემპათიის, მზრუნველობის ქცევები და გადაარჩინოს ქორწინება, ეს ყველაფერი კი მეორად სარგებელს მოიცავს. სომატური აშლილობა შესაძლოა იყოს როგორ დასწავლილი ავადმყოფობის ქცევა(learned illness behavior), რომელიც ავადმყოფ მშობელზე ან ოჯახის წევრზე დაკვირვებაზეა დამყარებული. ბავშვმა შესაძლოა ავადმყოფ ნათესავთან გააიგივოს თავი და შესაძლოა სოციალური და ემოციური საჭიროებები ისეთი ქცევით მიიღოს, როგორიცაა წამლის მიღება, ექიმთან წასვლა, საწოლში დაწოლა, პაციენტივით მოქცევა. ამიტომ არის, რომ სომატური ჩივილების მქონე ბავშვებს ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ.

ბავშვობის გამოცდილებაც დაკავვშირებულია სომატური აშლილობის განვითარებაში. მაგალითად სექსუალური ძალადობა განაპირობებს მას.

კვლევების შედეგად ზოგიერთი სომატური სიმპტომი შეისწავლეს. მაგალითად ჰიპერმენორეა (ნორმიდან გადახრილი, გადაჭარბებული მენსტრუალური სისხლდენა). ასეთმა ქალებმა 12 თვის ინტერვალში რამდენიმე ცხოვრებისეული მძიმე შემთხვევა გადაიტანეს- გაშორება, განქორწინება, დანაკარგი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ავტონომიური ნერვული სისტემის აქტვაცია, ემოციურ დისტრესთან დაკავშირებული, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა.

მკურნალობა

ანტიდეპრესანტები საჭიროა ტკივილის და სხვა სომატური სიმპტომების და მათთან ასოცირებული შეზღუდული უნარების შესამცირებლად. კარგია მათთვისაც, ვისაც დეპრესიული განწყობა არ აღენიშნებათ. ზოგი უარს ამბობს მათ მიღებაზე, რადგან ეწინააღმდეგებიან აზრს, რომ სომატური სიმპტომები ფსიქიატრიული ბუნების არის. როცა პაციენტს სომატურთან ერთად თანაარსებული შფოთვა, დეპრესია აქვთ, მედიტაცია და ფსიქოთერაპიაც გამოიყენება. როგორც აღვნიშნეთ, სომატური აშლილობის მქონე ადამიანები უარს ამობენ ექიმის რეკომენდაციაზე, ფსიქიატრიული მკურნალობა ჩაიტარონ. არადა პაციენტის დამოკიდებულება ფსიქოთერაპიის შედეგზე და დიდხნიანობაზე მოქმედებს. კვლევის მიხედვით, ვისაც ფსიქოთერაპიის მიმათ მიმღებლური დამოკიდებულება ჰქონდა, 1 წლის შემდეგ გაუმჯობესება დაეტყოთ. როცა ფსიქიატრი და ექიმი ერთად მუშაობენ, შედეგიც მეტია და პაციეტიც მეტად კმაყოფილია. ორგანული მდგომარეობის გამოსარიცხად ნიშნავენ აგრეთვე ერთ მედიკამენტს. უსაფრთხო ვიტამინებს, ლოსიონებს, სახვევებს და ა.შ, რომ პაციენტს სიმშვიდე შეუნარჩუნდეს და ნაკლებად მივცეთ მიზეზი, რომ სხვა დიაგნოზი მოიპოვოს. ექიმს შეუძლია დაუშვას პაციენტის სომატური ჩივილების სამედიცინო ენაზე აღწერა, სანამ საბოლოო დიაგნოზის დასმისგან თავს იკავებს. აუცილებლად უნდა დაგეგმოს რეგულარული ვიზიტები, რათა ახალი სიმპტომი შეაფასოს და ფიზიკურად გამოსცადოს, სანამ რაიმე მკურნალობას ან გამოკვლევას დაუნიშნავს. ეს სტრატეგია ამცირებს პაციენტის უმიზეზოდ დაშავების რისკს.

ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ ექიმები უარყოფენ სინამდვილეს მათი სიმპტომების შესახებ, ეს ჩნდება მაშინ, როცა ექიმი ატყობინებს, რომ არ იცის რა არის სიმპტომის გამომწვევი მიზეზი. ასევე პაციენტი უკმაყოფილოა, როცა ექიმი კამათის გარეშე ეთანხმება პაციენტის მიერ ახსნილ სიმპტომებს და მის მიერ ნავარაუდევ მიზეზებს. ეს კი ეჭვის ქვეშ აყენებინებს ექიმის კომპეტენციას და მის მიმართ ნდობას. წარმატებული ექიმი-პაციენტის ურთიერთობა ჩნდება მაშნ, როცა ექიმი აღიარებს პაციენტის ტანჯვას და ცდილობს ახსნა მისცეს, ეს გამორიცხავს დადანაშაულების მომენტს.

ჯგუფური კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ასევე ეფექტურია. იგი ფოკუსირებულია რელაქსაციაზე, პრობლემის გადაჭრაზე, სტრესის გამკალავებაზე, ჯანმრთელობის შესახებ განათლებაზე, საკუთარ თავში დარწმუნებაზე მუშაობაზე, ემოციური გამოხატვის წახალისებაზე. ინდივიდუალური კბთს ეფექტი სიმპტომების გაუმჯობესებაზე და ჯანმრთელობაზე დანახარჯის შემცირებაზე, მინიმუმ ერთი წლის შემდეგაც გრძელდება. თავდაპირველად, რელაქსაციის ტრენინგი ფიზიკური დისკომფორტის დაძლევის სწავლებას გულსიხმობს, შემდეგ, პაციენტმა უნდა განასხვაოს მისი ფიქრები და გრძნობები და ემოციების რეგულირება უნდა მოახდინოს, გრძნობების იდენტიფიცირება თავიდან რთული იქნება, ამიტომ თავიდან უნდა დავიწყოთ ფიზიკურ სიმპტომებთან დაკავშირებულ გრძნობებზე ფოკუსირებით. საბოლოოდ, ავადმყოფის როლის მორგებასთან დაკავშირებული ხარჯები და ბენეფიტები შეისწავლება და ალტერნატიული სტრატეგიები შემუშავდება. ეს მკურნალობა რა თქმა უნდა სამედიცინო მიდგომასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

0
548
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0