ქართველი ირინა შეიკი - ასე ხშირად მოიხსენიებენ მოდელ მირანდა შელიას. წარმოშობით ქართველი, თუმცა რუსეთში მოღვაწე ლამაზმანი, მირანდა შელია ცნობილია როგორც - მიმი შელია. მირანდა წლებია უკვე მოსკოვში ცხოვრობს და კარიერას სწორედ რომ მოსკოვში იწყობს. გამორჩეული გემოვნებისა და სტილის გამო ის ინსტაგრამ ვარსკვლავია, და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც გამოირჩევა, სტილსა და იმიჯს ხშირად იცვლის, რაც მის გარდერობში ცვლილებებს იწვევს და ლუქებზეც აისახება. გთავაზობთ 10 საინტერესო ლუქს, რომელიც თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს. რაც მთავარია, მისი ლუქები ასე თუ ისე, ყველა ჩვენგანის გემოვნებას ერგება ;)