x
image
Guns N Roses
როგორ გამოიყურება "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დედამიწაზე ( ფოტოები ) - ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე

როგორ გამოიყურება "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დედამიწაზე ( ფოტოები ) - ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე.


ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ჯოჯოხეთი განთავსებულია დედამიწის შუაგულში. ზოგს კი სჯერა, რომ "ჯოჯოხეთის კარი" პირდაპირ დედამიწის ზედაპირზეა. ეს ადგილები დღემდე მითებით არის მოცული.. ვნახოთ, როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე..



1. ვულკანი ნიკარაგუაში - ამ ადგილს, მიუხედავად თავისი საშიში შესახედაობისა, არასდროს არ აკლდა "ხალხმრავლობა", მის ირგვლივ ადამიანები სახლდებოდნენ, რადგანაც ეგონათ, რომ ზუსტად აქ იყო ღმერთების სამყოფელი. თუმცაღა შემდეგ ფიქრობდნენ, რომ აქ დემონების სამყოფელი იყო და ხშირად მღვდლებს გზავნიდნენ... ზოგს დღესაც სჯერა, რომ ეს ჯოჯოხეთის კარია, რომელიც კვლავ ღიაა..


image


2. სულების ქალაქი - ჩინეთის მითოლოგიაში საკმაოდ საინტერესო ადგილი უჭირავს. ადგილობრივებს დღემდე სჯერათ, რომ აქ გარდაცვლილების სულები მკვიდრდებიან, სადაც მათ დემონები ელიან..


image


3. სიბილის გამოქვაბული - უკვე ძველ რომში იცოდნენ ჯოჯოხეთის კარიბჭეს შესახებ, რომელიც ამ გამოქვაბულში მდებარეობს.. მის შესახებ უამრავ სიმღერას და თხზულებებს წერდნენ..


image


4. ჯოჯოხეთის ტბა - თანამედროვე დროში, იაპონიაში, ამ ადგილას უკვე "სპა-კურორტია" განთავსებული, თუმცა ადრე ეგონათ, რომ სისხლიანი ტბა, რომლის ტემპერატურაც 78 გრადუსამდე აღწევდა, ჯოჯოხეთთან და "ეშმაკთან" იყო დაკავშირებული..


image



5. პლუტონის კარიბჭე - ამჟამად ეს ადგილი განთავსებულია თურქეთში. საქმე იმაშია, რომ ეს ადგილი გამოსცემს მოწამლულ ჰაერს, რითიც ცხოველები და მფრინველები კვდებიან, ხოლო ადამიანებს "ჰალუცინაციები" ეწყებათ.. წარსულში ეგონათ, რომ ეს ადგილი პირდაპირი შესასვლელი იყო ჯოჯოხეთში..


image



6. გოუსკის სასახლე - თავის დროზე ეს სახლი აგებული იყო ორმოზე, რომელიც დაკავშირებული იყო ჯოჯოხეთთან. დიდი ხნის მანძილზე მეფე ეძებდა მამაც ადამიანს, რომელიც მზად იყო, ჩასულიყო ქვევით და მოეყოლა, რა ხდებოდა იქ. ერთ-ერთი ასეთი გამოჩნდა. როდესაც ქვევით ჩავიდა, ის გაგიჟდა და ყვიროდა საშიშ არსებებზე, რომლებიც დასახლებულნი არიან იქ..

image



7. გეკლის მთა - მეთორმეტე საუკუნეში ეს მთა ითვლებოდა ჯოჯოხეთის კარიბჭედ. აქ ყოველდღე ხედავდნენ შავ ფრინველებს, რომლებიც უჩინარდებოდნენ მთაში. ადგილობრივების აზრით, ისინი იყვნენ ცოდვილების სულები, რომლებიც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ..

image


8. წმინდა პატრიკის კუნძული - ირლანდიაში არსებობს მონასტერი, რომელიც წმინდა პატრიკმა ააგო, რადგან დაეხურა კარი, რომლის მეშვეობით დემონები დედამიწაზე შემოდიოდნენ. საქმე იმაშია, რომ როდესაც მან ეს კუნძული მოინახულა, პატრიკს ჰალუცინაციები დაეწყო, რომლებმაც მიიყვანეს წვრილ გასასვლელთან, სადაც მან მონასტერი ააგო..


image





იხილეთ ასევე:



ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტები სადაც სამოთხე და ჯოჯოხეთია განთავსებული


"Kepler-78b", ასე ჰქვია პლანეტას, რომელიც ძალიან გავს დედამიწას. მაგრამ ცოცხალი არსებები ამ პლანეტაზე ვერ იცხოვრებენ. იგი მდებარეობს 400 სინათლის წლის მოშორებით პლანეტაზე ნამდვილი ჯოჯოხეთია..


image



ვინ არიან ლუციფერი და არამინი? და ვინ არის ანტიქრისტე? - ლეგენდები და თეორიები ყველაზე დიდი დაპირისპირების შესახებ


ლათინურად სიტყვა „Lucifer“, რაც ნიშნავს „სინათლის მომტანს“. «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა „ვენერა“ დასახელება, ”განთიადის შვილი”. არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზოიმბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას... ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა. აღნიშნული თეორია სავარაუდოდ მცდარია...


image










0
943
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
943
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0