x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში, ვლადიმირის ოლქში კირჟაჩში, სადესანტო ჯარების მედესანტე დაიღუპა

image ერთ კვირაში მეორე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ვლადიმირის ოლქში სამხედრო-სასწავლო წვრთვნებისას.
სადესანტო ჯარების მედესანტეს, რიგით ჯარისკაცს პარაშუტი არ გაეხსნა ვერტმფრენიდან გადმოხტომის მერე და ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც "ТАСС "-ი იუწყება რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, ვლადიმირის ოლქში მიმდინარე სამხედრო-სასწავლო წვრთვნებისას ვლადიმირის ოლქის გარნიზონის სადესანტო დანაყოფის მედესანტე დაიღუპა.
სააგენტოს ინფორმაციით ვლადიმირის ოლქის ქალაქ კირჟაჩის სავარჯიშო პოლიგონზე სამხედრო ვერტმფრენიდან (Ми-8) სასწავლო დესანტირებისას, რომელიც 500 მეტრი სიმაღლიდან ხდებოდა, ერთერთ მედესანტეს ძირითადი პარაშუტი "Д-10" არ გაეხსნა, გამოუცდელობის გამო მებრძოლმა დროულად ვერ გახსნა სათადარიგო პარაშუტი, დაგვიანებით გახსნილმა პარაშუტმა კი, რომელიც ძალზე დაბალ სიმაღლეზე იქნა გახსნილი ჰაერის ნაკადით ვერ შეავსო პარაშუტის გუმბათი, შესაბამისად, ასე ვთქვათ, სანახევროდ "დაჩუტულმა პარაშუტმა ვერ შეიკავა მებრძოლი და ის მიწაზე დაენარცხა, რაც მისი სიკვდილით დასრულდა.
ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე საინჟინრო დანაყოფის მებრძოლი დაიღუპა.
დასავლეთის სამხედრო ოლქში, ვლადიმირის ოლქში, კერძოდ კი მურომში, სამხედრო საინჟინრო ბრიგადის ცალკეულ 45-ე ბატალიონი ატარებდა სასწავლო წვრთვნებს მდინარის პონტონებით გადალახვაში, რა დროსაც მდინარეში გადავარდა და ეკიპირების სიმძიმის გამო დაიღუპა წვევამდელი, რომელიც ჯარში "ნიჟნი ნოვგოროდიდან" იყო გაწვეული.
პონტონის მდინარეზე გადებისას, მორიგი პონტონის მდინარეში ჩაგდებისას ორმა მებრძოლმა თავი ვერ შეიკავა და მდინარეში გადავარდა. 18 წლის იაროსლავ ლეპინმა მეორე მებრძოლის ნაპირისკენ გაყვანა მოახერხა, მაგრამ ეკიპირების და სველი ტანსაცმლის გამო წყლის ზედაპირზე თავის შემაგრება ვერ შეძლო და დახმარების მისვლამდე დაიხრჩო.

0
188
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0