x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ხორცის საკვები რაციონიდან ამოღება წყლის მოხმარებას ორჯერ შეამცირებს
image

არსებობს პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ ჯანმრთელობას ვნებს, არამედ გარემოსაც აზიანებს. ხორცზე უარის თქმა წყლის მოხმარებას ორჯერ შეამცირებს. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kurier-ი წერს.


მკვლევარების ჯგუფმა 2007-დან 2011 წლებში საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის დარგში წყლის მოხმარების სტატისტიკა შეისწავლეს.


„ამ დასახელებული ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებად უმეტესად მოიხმარს შაქარს, ზეთსა და წითელ ხორცს, ასევე რძესა და ყველს. ამასთან, ფრანგები და გერმანელები ჭამენ უფრო ნაკლებ ხილს და ბოსტნეულს, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მცხოვრებლები მიირთმევენ ცოტა თევზს და სვამენ უფრო მეტ ალკოჰოლს“, - წერს გამოცემა.



მონაცემების გაანალიზების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კვებით რაციონში ხორცის შემცირება წყლის მოხმარებას 11-35 %-მდე, ხოლო ცხოვრების ვეგეტარიანული წესი კი წყლის მოხმარებას 35-55 %-მდე შეამცირებს.


დღეისთვის საკვები პროდუქტების წარმოებაზე, მაგალითად გერმანიაში დღეში ერთ სულ მოსახლეზე 2929 ლიტრი წყალი იხარჯება.


კვლევის ავტორების აზრით, მონაცემები საკვები პროდუქტების წარმოების დაგეგმვაშიც გასათვალისწინებელია.image

0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0