x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
ზურაბ შევარდნაძე: თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!

image

ბოტანიკოსი, მებაღე და ბიზნესმენი, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურაბ შევარდნაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება.. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!


ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი..
დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგათ, დავამყნათ, შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც რითი ვიკვებებით.. ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ჩვენ ახმადის ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაის ვსვამთ მშვიდად..



ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ, ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კი არა, ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო მარნეულიდან და არა სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრი არმატურებიან პამიდორს ქართული ხარისგულა რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე..


თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!"-წერს შევარდნაძე.

image


0
767
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
767
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0