x
მეტი
  • 21.05.2019
  • სტატია:90177
  • ვიდეო:340080
  • სურათი:452482
ანეკდოტების კრებული

image

გატენილ ავტობუსში ზის დაბოლილი მასტი და ყვირის:
-ვინ დაკარგა 10 ლარი, ვინ დაკარგა 10 ლარი!
არავინ ხამს არ იღებს!ეს როჟა ისევ ყვირის:
-ვინ დაკარგა 10 ლარი, ვინ დაკარგა 10 ლარი!
ხოდა ვიღაც ბებეო გაიჩითა და თქვა მე დავკარგეო!
ეს მასტი ეუბნება:

დაკარგე? ხოდა რას ზიხარ მიდი და ეძებე

X X X

ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს, ერთი ეუბნება მეორეს:
-გოგო, გუშინ ქმარს ვუღალატე!
-უიმე, სიყვარულით?
-ჰო, გოგო, აბა 100 დოლარი რა ფულია?!

X X X

მიხო დაბალია და ცოტა მაღალი ვირი ყავს და ყიდის. კლიენტი მივა და ეკითხება რა ღირსო?
- 1000 დოლარიო
კლიენტმა:
-იფ, ვერ შევწვდებიო
- იი, მეც რომ ვერა ვწვდები იმიტომა ვყიდი თორე ამაი კაცი გაყიდიდა?

X X X

- აქვთ თუ არა ცისფერებს კრიტიკული დღეები?
- აქვთ. სამედიცინო ენაზე ფაღარათი ეწოდება.

X X X


რკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.
- ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა.
- ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ.
- ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე.

X X X

ჭიჭიკია ისეთი მთვრალი იყო შარდის ნაპორზე იკავებდა თავსო.მერე ტვალეტიდან რო გამევიდა პალტო ყვერის კაკლით ქონდა შებნეულიო

X X X

გასვენებაში ისეთი ყვავილები მივიტანე მკვდარმა თვითონ გამომართვაო!

X X X

- ექიმო ბაბუაჩემი ვეღარ შარდავს და უშველით რამეს?
- რამდენი წლისაა?
- 86.
-გოუთავდა ალბათ!!

X X X

გამოცდა სამედიცინო უნივერსიტეტში. გამომცდელების ყუთში ყრია ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები.
სტუდენტებმა კი ხელის ჩაყოფით, ამ ორგანოების ამოღების გარეშე უნდა
გამოიცნონ თუ რომელი სხეულის ნაწილი მოხვდათ ხელში და შემდეგ კომისიას უნდა
ანახონ.
გამოცდაზე გამოდის გოგონა და ხელს ყოფს საგამოცდო ყუთში.. გოგონა შეიშმუშნა და ცოტახანში იძახის:
- კალბასი პატივცემულო...
გამომცდელებს გაეღიმათ :
- ნუ გრცხვენია გოგონავ გვითხარი ნამდვილი სახელი...
- კალბასი - იყო პასუხი
- ნუ გრცხვენია, ვიცით რაც არის მაგრამ სახელი გვითხარი ნუ გერიდება, თამამად...
- კალბასია პატივცემულო, კალბასი..
- კარგით, ამოიღეთ ეგ კალბასი .?!?!.
და გოგონამ ყუთიდან კალბასი ამოიღოო...
გაოგნებულმა გამომცელებმა ერთმანეთს გადახედეს :

- აბა ჩვენ შესვენებაზე რა ვჭამეთ????

X X X

ქალს სახეზე პლასტიკური ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ცუდი კანი ჰქონდა და
კანი ქმრის უკანალიდან გადაუნერგეს. ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა.
რამდენიმე დღის შემდეგ ცოლი ეუბნება: - ძვირფასო, არც კი ვიცი, როგორ
გადაგიხადო მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე! - არ იდარდო, ჩემო
კარგო, მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას განვიცდი, როცა დედაშენი გკოცნის
ხოლმე...

X X X

მასტი მივა ძმაკაცთან და დაინახავს 25 სანტიმეტრიანი ტენისი უდგას ამ
ძმაკაცს და ზედ პატარა კაცები თამაშობენ ეს საიდან გაქვსო კითხავს
-საიდან და ოქროს თევზი დავიჭირე ერთ სურვილს ასრულებს მიდი თუ გინდა შენც თხოვე რამეო ოღონდ ცოტა ხმამაღლა უთხარი ყრუაო
მივიდა ეს მასტი და ეუბნება ოქროს თევზს -მილიონი ”ბაქსი” მინდაო

უთხრა თუ არა დაიწყო ციდან ცვენა ფაქსის აპარატებმა
ძლივს შემოასწრო ამ მასტმა სახლში და ძმაკაცს ეუბნება ეს რა ქნა ამ თევზმა მილიონი ბაქსი ვთხოვე და პაქსის აპარატები ჩამომიყარაო
შეჩემა ხო გითხარი ხმამაღლა უთხარი ყრუა თქო, თორე შენი აზრით 25 სანტიმეტრიანი ტენისი რა ჩემს ყ**თ მინდოდაო

X X X

გამოცანა: -რატო აქვს სომეხს დიდი ცხვირი??? პასუხი: -იმიტო რო ჰაერი უფასოა!

X X X


შალვა ნუცუბიძეს ერთმა პოეტმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებითო.
– მეხივით ვარ, მეხივით! – ჩაიცინა ბატონმა შალვამ.
– გამოიწით, თავში არ დაგვეცეს, – იხუმრა ვიღაცამ.
– ნუ გეშინიათ, მეხი ცარიელ ადგილს არ ეცემა, – დინჯად უპასუხა შალვამ.

X X X

მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ერთმანეთის პირდაპირ ორი მათხოვარი ზის.
ერთს მკერდზე აწერია: "დაეხმარეთ საბრალო რუსს!", მეორეს - "დაეხმარეთ
საწყალ ებრაელს". ყველა გამვლელი, ცხადია, მეორის ჯინაზე პირველს უყრის
ფულს. გამვლელი შეჩერდა და ეუბნება მეორეს:
- კი მაგრამ, ებრაელიო რომ დაგიწერია, ფულს შენ ვინ მოგცემს! სულაც ნუ დაიწერდი ნურაფერს. ან შენც დაიწერე ვითომ რუსი ხარ.
- ჰოო... რა ვიცი აბა... - თავს აქნევს ებრაელი ნაღვლიანად, და როგორც კი დროს იხელთებს, პირველ მათხოვარს თვალს უკრავს:
- გესმის, მოშე? ეს დებილი ჩვენ კომერციას გვასწავლის!

X X X

გონზე მოსული კაცი ხედავს თეთრხალათიანებს, თეთრ კედლებს...
- რა ხდება, სადა ვარ?
- დამშვიდდით! თქვენ ავარიაში მოყევით.
- აა, ესე იგი საავადმყოფოში ვარ?
- მმ... ძირითადად კი.

X X X

ცოლი - ქმარს:
- დებილი ვიყავი, შენ რომ გამოგყევი!
- ეეჰ, აბა მაშინ რა ვიცოდი...
- მამიკო, რატომ მოიყვანე დედიკო ცოლად?
- ხედავ? ბავშვსაც უკვირს!

X X X

- დედიკო, მიშიკომ სულ გამწუწააააა!
- არა უშავს, შვილო, შენც გაწუწე.
- როგორ გავწუწოოო, მე ხომ გოგო ვარ?

X X X

- მასპინძელო - მოისმა ჭიშკრიდან.
- აუჰ, სტუმარია ვინცხა. სადაა ქალო ჩვენი ქათამი, დეიჭირე დროზე.
- რა ქათამი, ხო დოუკალით ის შემოდგომაზე სტუმრებს.
- კაი, მოიფიქრე რამე.
გავიდა ჭიშკართან. იქ ცხენიანი კაცი იყო, რაღაც დაებარებინათ და გადასცა დანაბარები.
- აჰ, კაი ამბავი მომიტანეთ, ჩემო ბატონო, თქვენს პირს შაქარი, შემობრძანდით აქეთ - შეიპატიჟა მასპინძელმა.
- არა, ბატონო, დიდი მადლობა.
- რას ბრძანებ, ჩემო ბატონო, როგორ გაგიშვათ ახლა.
- დიდი მადლობა, ბატონო, მარა ძალიან საჩქარო საქმეები მაქვს და წავალ ახლა მე.
- არა, სად წახვალ, ჩემო ბატონო, შემობრძანდით, წევიხემსოთ პატარა.
- არა, ბატონო, დიდი მადლობა. ახლახანს გეახელით, კაი სუფრიდან მოვდივარ, თან მეჩქარება და წავალ ჯობია.
- როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო, მობრძანდით, სადილობას ვაპირებდი სწორედ და სუფრა გაშლილი მაქვს უკვე.
- დიდ მადლობას მოგახსენებ, ბატონო, მარა იმფერი ხალხი მელოდება, რომ ვერ გავჩერდები ნამდვილად.
- აჰ, თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემო ბატონო, უპატივცემულოდ მე არ გაგიშვათ
ახლა თქვენ. რას ამბობთ, ჩემი სახლიდან არვინ არ წასულა უპატივცემელი და ნუ
მომჭრით ახლა თავს, შემობრძანდით თვარა ძალიან მეწყინება.
- კარგი, ბატონო, რახან მასეა, გავჩერდები ცოტა ხანს - თქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა - სად მივაბა ეს ცხენი, ბატონო?
- ... ცხენიი? სად მიაბა და... აგერ გამომაბი ენის წვერზე, ჩემო ბატონო...

X X X

- ... წავიდა ჩვენგან ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და უნუგეშოდ დატოვა ოცდათხუთმეტი წლის გულმოკლული ქვრივი...
- ოცდათოთხმეტის - ამოისლუკუნა ქვრივმა.

X X X

- რომელმა დებილმა თარგმნა ჩინურად სადღეგრძელო "იხარეთ და იმრავლეთ"?
- რეზიკო, ნუ ურტყამ იმ ბავშვს თავში ნიჩაბს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები!

X X X


რეკლამა ვნახე - ნახევრადშიშველი ქალი ეხატა და ტელეფონის ნომერი, იქვე
წარწერა: "ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე". დავრეკე; მინდოდა ჰეტეროგენულ
ქსელებში IP-მარშრუტიზაციის თაობაზე მესაუბრა. შენც არ მომიკვდე - ეგ ქალი
რაღაცეებს მიედ-მოედებოდა.
უსინდისოდ იტყუებინ რა ეს რეკლამები...

X X X

- მამიკო, სულ "უფულობა, უფულობა" რომ მესმის, რას ნიშნავს უფულობა?
- ოო, შვილოო... ფული - ეს ბევრი რამეა; ეს შამპანურებია, მაგარი მანქანები, ქალები...
- უფულობა?
- უფულობა - ლუდია, ტროლეიბუსია და... დედაშენია...
- მამიკო, მე რომ შენხელა ვიქნები, შემეძლება რაც მინდა ის გავაკეთო?
- არა შვილო, მაშინ უკვე ცოლი გეყოლება.

X X X


ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა.
- ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ? - ეცა ძაღლის პატრონი.
- არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!

X X X


- რატომ წახვედით პოლიტიკაში?
- აბა შეხედეთ რა ხდება - მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს, განცხრომაში არიან, ფუფუნება, კორუფცია, უსაქმურობა...
- და თქვენ გინდათ ყველაფერ ამას ებრძოლოთ?
- არა, მე ყველაფერ ამაში მონაწილეობა მინდა.

X X X

კარზე ზარია:
- გამარჯობა! მე თქვენი მეზობელი ვარ.
- ზევიდან თუ ქვევიდან?
- რა... ეგრე პირდაპირ?

- ...

X X X

- ალო! ასოციაცია "კონტინენტალი" გაწუხებთ...
- ასოციაცია "კონტინენტალი" სულაც არ გვაწუხებს - უპასუხეს და ყურმილი დაუკიდეს.

X X X

- ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.
- ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?
- აი სწორედ მაგას ვეძებთ.

X X X

- დედიკო, დედიკო! მე დღეს მასწავლებელმა ხუთამდე დათვლა მასწავლა!
- ჰოო? აბა დაითვალე!
- ერთი, ორი, სამი, რით ვერ დაიმახსოვრე, დებილო (ირტყამს თავში ხელს), ოთხი, ხუთი...

X X X

კლიენტი - ოფიციანტს:
- მომიტანეთ, გეთაყვა, ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი ლიმონით!
ოფიციანტი:
- ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი რითი?

X X X

- მამიკო, რას ნიშნავს "ბუდრუნენტის მოგვაჯირება"?
- არ ვიცი, შვილო. სად წაიკითხე?
- არსად. მე თვითონ მოვიგონე!

X X X

ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას
ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული
სუფრაც.
ბრჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.
- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.
- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?
- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...
მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?

ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...
შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:
- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...

X X X

- რატომ არის ეს მინისტრი ასე იდიოტად გამოყვანილი, რის თქმა უნდოდა ამით რეჟისორს?
- ეს ფილმი კი არ არის, ახალი გადაცემაა, პირდაპირ ეთერში...

0
683
6-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0