x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"...აქამდე თუ იმედი ჰქონდა, ახლა აღარც ეს იმედია ცოცხალი... ისიც სამშობლოსთან ერთად გარდაიცვალა..." - ემიგრანტი, ირმა ბეგლარიშვილი
image
"მე არც ანალიტიკოსი, არც ექსპერტი და არც პოლიტიკოსი არა ვარ...
ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ორი წლით წამოვიდა სამშობლოდან, იმ იმედით, რომ საქართველოს ეშველებოდა და უკვე ოცი წელია სხვა ქვეყანაშია.
აქამდე თუ იმედი ჰქონდა, ახლა აღარც ეს იმედია ცოცხალი...
ისიც სამშობლოსთან ერთად გარდაიცვალა..."
ახლა გეტყვით მოკლედ და ლაკონურად, რა ხდება სინამდვილეში.
როცა სააკაშვილის მთავრობა უკვე უმართავი და არასტაბილური გახდა, ხალხში კი, სულ უფრო და უფრო მატულობდა უკმაყოფილება, იმან, ვინც მანამდე სააკაშვილი დაგვიდო, ქართულ, გაყიდულ "პოლიტიკურ ბაზარზე, " ოცნება შემოიტანა.
-იცით რატომ?!
ძალიან აიშვა და შეიძლება ხალხში დაწყებული უკმაყოფილება იმდენად არასტაბილური გამხდარიყო, რომ დიდი ალბათობა იყო საზღვარგარეთელ "მეგობრებს" ვეღარ გაეკონტროლებინათ სიტუაცია და ხალხს ის მოეყვანა, ვინც უნდოდა.
ამიტომ შემოიყვანეს ბიძინა ისევ იმ "ძიებმა, " ვინც მანამდე სააკაშვილი მოიყვანა, გამოგონილი ვარდების რევულუციით.
თავიდან მეც მჯეროდა. იმასაც ვფიქრობდი, შვილებს როგორ იმეტებს-თქო...
მართლა უყვარს ალბათ საქართველო-თქო...
მაგრამ 2012-შივე მივხვდი, რომ ესეც მეორე სერია იყო, იმ პირველი სერიის, რომელსაც სააკაშვილი ერქვა.
დღემდე გრძელდება, ისედაც გაქრობის პირას მისული ხალხის აგრესია ერთმანეთის მიმართ. ერთნი ბიძინას"აღმერთებენ" მეორენი კი, ისევ მიშა სააკაშვილს მისტირიან.
თქვენ ის ხალხი ხართ სამწუხაროდ, რომლებსაც რევულუციის დროს იყენებენ, ფონის შესაქმნელად...
-რა მივიღეთ?!
საბოლოოდ განადგურებული და ჩაძირული სამშობლო. რომელსაც მომავალი აღარ აქვს.
რომელიც საცდელ, ექსპერიმენტების ჩასატარებელ სასაკლაოდ აქციეს, კოლონიად აქციეს. და ცოტახანში აფრიკაზე უარეს დღეში ჩავარდებით.
არ გეშინიათ შვილების გაჩენის?
ფიქრობთ რომ მომავალი აქვთ, იმ ქვეყანაში სადაც საკუთარი ხალხი ყველაფერზე და ყველაზე მეტად სძულთ?
სადაც ბიოლოგიური ლაბორატოერიები გაგიხსნეს და ვირთხებივით ცდებს ადამიანებზე ატარებენ?!
-ცხოვრობთ?!
-ერთხელ მაინც ჰკითხეთ თავს, ცხოვრობთ?!
თუ ყოველდღე არსებობისთვის იბრძვით?
400 000 ვიყავითო, ერთმა მითხრა. იმ 400 000 დროს ერთი მაინც აღმოჩნდა ჭკვიანი, რომელმაც გამოსავალი ნახა. ახლა რომ ის ერთიც არაა?
კიდევ გაქვთ იმის იმედი რომ ხუთ მილიონამდე ვიქცევით?
ეჰ...როგორ გადამეტებული წარმოდგენა მქონია თურმე ჩემს ხალხზე...
დაგვრჩა კიდევ რამე დასაკარგი?" - წერს ემიგრანტი, ირმა ბეგლარიშვილი
0
247
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0