x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი: ადამიანებო ვინც, ქვეყნის მტერს, მოღალატეს უჭერთ მხარს, ნანუკას შოუს კარები თქვენთვის დახურულია
image"რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



"შოუბიზნესის წარმომადგენლებო, “ცნობილო” სახეებო, ადამიანებო ვინც, ქვეყნის მტერს, მოღალატეს უჭერთ მხარს, ნანუკას შოუს კარები თქვენთვის დახურულია. იხილეთ მისი ყველა განცხადება საქართველოზე, აგვისტოს ომზე და აღარ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ."-წერს ჟორჟოლიანი.

image

დღესვე ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია "მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევებიდან“რომლის ავტორი სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კალატოზიშვილია.



"მოვითხოვთ მმართველი გუნდისგან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან - დაუყოვნებლივ მოხსნას მისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი. "-ნათქვამია მიმართვაში.




ამ წუთისთვის პეტიციას 1700-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

0
196
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0