x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვლადიმერ პუტინი:"რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა"-რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართა სსრკ-ს დაშლის შემდეგ

image
"ცუგოლის" პოლიგონზე, იმიერბაიკალში, ჩატარდა სამხედრო წვრთნების "ვოსტოკ-2018"-ის ძირითადი ეტაპი, რომელიც ყველაზე მსხვილმასშტაბიანია საბჭოთა პერიოდის შემდეგ. 13 სექტემბერს, სამხედრო მანევრებს თვალს ადევნებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


მანევრები "ვოსტოკი 2018" 11-იდან 17 სექტემბრამდე ჩატარდება შორეული აღმოსავლეთის ზღვის აკვატორიაში, წვრთნებში არა მარტო რუსეთის აღმოსავლეთის და ცენტრალური ოლქების ჯარები მონაწილეობენ, არამედ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი ჯარი და მონღოლეთის არმია.

image

საველე პოლიგონზე პუტინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს არა აქვს აგრესიული გეგმები.



"რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს აგრესიული გეგმები, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მიმართულია ღირებულ თანამშრომლობაზე ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც ამით დაინტერესებულები არიან-აღნიშნა პუტინმა.


ამასთანავე რუსეთმა უნდა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და თუ საჭიროა დაემხაროს მოკავშირე ქვეყნებს, -დასძინა პუტინმა.


სამხედრო წვრთნები "ვოსტოკი-2018" ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა 1981 წლის შემდეგ.

image

პოლიგონზე წვრთნებში ჩართულია 300 000 რუსი სამხედრო, 36 000 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 1000-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 80 სამხედრო გემი, ამის გარდა ჩინეთის და მონღოლეთის ჯარები და სამხედრო ტექნიკა.


0
53
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0