x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80853
  • ვიდეო:333146
  • სურათი:438235
შექსპირი, რობინ ჰუდი და სხვა ისტორიული პიროვნებები, რომელთა არსებობას მეცნიერები ეჭვქვეშ აყენებენ

ამ ადამიანების სახელები ჩვენთვის სკოლის მერხიდანაა ცნობილი, მათ შესახებ უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები დაიწერა, მათ ცხოვრების ამსახველი ბევრი ფილმი გვინახავს. ერთი შეხედვით, აზრადაც კი არ მოგვივა მათი არსებობა ეჭვქვეშ დავაყენოთ, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ასე სულ ტყუილად ვფიქრობთ.



image



როგორც ჩანს, ეს ფიგურები იმდენად ისტორიული არაა, რამდენადაც გამოგონილი და ხელოვნურად შექმნილი. ისტორიულ დოკუმენტებში ფაქტები მათი რეალური ცხოვრების შესახებ თითქმის არ მოიპოვება და კითხვა, ნამდვილად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები წარსულში თუ არა, დღემდე რჩება სამეცნიერო დისკუსიების თემად.



ჰომეროსი


image


სკოლის წლებშივე გვაზუთხინებდნენ, რომ ჰომეროსი ძველი ბერძენი პოეტი იყო, რომელმაც ეპიკური პოემები "ილიადა" (ევროპული ლიტერატურის უძველესი ძეგლი) და "ოდისეა" დაწერა. იყო თუ არა ის რეალური ადამიანი, დღემდე თავს იმტვრევენ ისტორიკოსები. კერძოდ, დიდი პოეტის პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი: სად დაიბადა, როდის დაბადა (აქ ადგილი აქვს რამდენიმე ვერსიას), როდის დაწერა პოემები? - არანაირი ისტორიული დოკუმენტები ამ ფაქტების შესახებ არ არსებობს.

მეცნიერთა ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჰომეროსის სახელის ქვეშ პოემებს წერდა და რედაქტირებას უკეთებდა არაერთი თაობა პოეტებისა და მწერლებისა, რომელთა სახელები ისტორიამ არ შემოგვინახა.



რობინ ჰუდი


image


რობინ ჰუდი ხალხის ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია მრავალი საუკუნის მანძილზე და გასაგებია, რატომ: ლეგენდის თანახმად, რობინ ჰუდი ძარცვავდა მდიდრებს და ეხმარებოდა ღარიბებს. დიახ, აქ გასაღები სიტყვაა "ლეგენდის თანახმად". რობინ ჰუდის სახელი უამრავ ლიტერეტურულ ნაწარმობში ფიგურურებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მათ შორის ვალტერ სკოტის ვერსიაა. თუმცა ამ ბალადების და ლეგენდების მთავარი გმირის პროტოტიპის პიროვნება დადგენილი არაა.

XII საუკუნეში არსებობდა ტერმინი Robehod, თუმცა ამ ტერმინს განურჩევლად ყველა ბანდიტს"აწებებდნენ". როგორც ჩანს, ამ გამონათქვამმა დაუდო საფუძველი ლამაზი ლეგენდის შექმნას.



მეფე არტური და მრგვალი მაგიდის რაინდები


image


თქმულება მეფე არტურზე, მშვენიერ გვინევრასა და მრგვალი მაგიდის თორმეტ რაინდზე - ბრიტანეთის ყველაზე ლამაზი და რომანტიკული ლეგენდაა. ისტრიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ლეგენდის პროტოტპები ნამდვილად არსებობდნენ: შესაძლებელია, ისინი რამდენიმეც კი იყვნენ, მაგრამ ის სახე, რომელსაც მივეჩვიეთ მასობრივ კულტურაში, მათ შორის კინემატოგრაფში, კერძოდ, მამაცი მეფე არტური ულამაზესი მეუღლით, რომელმაც ის ლანსელოტში გაცვალა, არსებობდა მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებში და არა რეალურად.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ არტური ბრიტული (კელტური ) ეპოსის გმირია და ის თანამედროვე ინგლისელების წინაპრების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი ინგლისურ კულტურაში.


ვილჰელმ ტელი


image


შვეიცარიელი ხალხის ერონულ გმირზე, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენ იოჰან შილერის ნაწარმოებისა და როსინის ოპერიდან გვსმენია. ტელის თანამემამულეები მოგიყვებიან, რომ ის იყო უბადლო მსროლელი და მას აიძულეს ესროლა არბალეტიდან საკუთარი შვილის თავზე დადებული ვაშლისათვის. ვილჰელ ტელის სახელობის ძეგლიც კი დგას ალტდორფში, მაგრამ მისი, როგორც ისტორიული პიროვნების არსებობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ზეპირგადმოცემების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს.


შერლოკ ჰოლმსი


image


სერ არტურ კონან დოილის მიერ დაწერილი ცნობილი ნაწარმოების გამოსვლიდან მრავალი ათეული წლის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ ვიქტორიანულ ინგლისში მართლაც ცხოვრობდა ასეთი ადამიანი, რომელიც ხსნიდა ბურუსით მოცულ დანაშაულებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჰოლმსი ბოლომდე გამოგონილი პიროვნება იყო, ხოლო ცნობილი მისამართი ბეიკერ-სტრიტზე საერთოდ არ არსებობდა.

დეტექტიური ნაწარმოებების სერიის შექმნა კონან დოილს შთააგონა ნაცნობმა ედინბურგელმა ექიმმა ჯოზეფ ბელმა, რომელიც გატაცებული იყო ქიმიით, განსაკუთრებით შხამებით. ბელი ცნობილი იყო იმით, რომ უმცირესი დეტალითაც კი შეეძლო ადამიანის წარსულის და ხასიათის გამოცნობა.


უილიამ შექსპირი


image


დიდი პოეტისა და დრამატურგის არსებობის მტკიცებულება დაფუძნებულია მისი სახელის მოხსენიებაზე ისტორიულ დოკუმენტებში. ეჭვები შექსპირის, როგორც ისტორიული პიროვნების შესახებ გამოითქმის მხოლოდ იმიტომ, რომ არაა არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ის სადმე სწავლობდა. არადა, პოეტის სიტყვათა მარაგი 29 ათასამდე მერყეობს, ამას კი გაუნათლებელი ადამიანი ვერ შეძლებდა.

ლიტერატურული გენია დაიბადა ოჯახში, სადაც წერა-კითხვაც კი არავინ იცოდა. სხვათა შორის, ცნობილია, რომ შექსპირის ქალიშვილებმაც არ იცოდნენ წერა-კითხვა და კიდევ, არაა შემონახული არც ერთი ხელნაწერი, რომელიც დიდი პოეტის ხელითაა დაწერილი. ამ თეორიის მომხრეები ავრცელებენ ვერსიას, რომ შექსპირის სახელქვეშ იმალებოდა პოეტების და მწერლების მთელი ჯგუფი, რომელთაც არ სურდათ თავიანთი ვინაობის გამხელა.


სოლომონ მეფე


image


მთავარი წყარო სოლომონის ცხოვრებისა და მეფობის შესახებ - ბიბლიაა. მას მიაწერენ ენით აუწერელ სიმდიდრეს, უმაღლეს სიბრძნესა და სამართლიანობას. ბიბლიის მიხედვით, სოლომონს ჯადოსნური თვისებებიც ჰქონდა: ესმოდა ფრინველების და ცხოველების ენა და შეეძლო ზღაპრულ სულებზე - ჯინებზე მბრძანებლობა.

ბიბლიის გარდა, სხვა პირდაპირი წყარო, რაც მეფე სოლომონის არსებობას ადასტურებს, არ მოიპოვება.


კოვბოი მარლბორო


image


გასული საუკუნის 50-იან წლებში აშშ-ში ძნელად თუ მოუვიდოდა ვინმეს აზრად, რომ ბრუტალური კოვბოი ლამაზი ისტორიით, მხოლოდ და მხოლოდ რეკლამის მკეთებლების გამონაგონი იყო. თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა მოიფიქრეს მაქსიმალურად მამაკაცური და მკაცრი სახე, რათა გაეყიდათ ფილტრიანი სიგარეტები, რომელიც მანამდე ქალების სიგარეტად ითვლებოდა. კოვბოი მარლბოროს მალე მოჰყვნენ სხვებიც, რომლებსაც არ რცხვენოდათ ხალხის თანდასწრებით ასეთი სიგარეტის მოწევა. რეკლამამ კარგად იმუშავა: სიგარეტის გაყიდვამ კოსმოსური სიჩქარით მოიმატა. ბედის ირონიით, მარლბოროს რეკლამაში გადაღებული მამაკაცი დაიღუპა ფილტვების კიბოთი, რომელიც სწორედ სიგარეტით იყო გამოწვეული.


ბიძია სემი


image


პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკულ პროპაგანდისტულ პლაკატებზე გამოსახული იყო მკაცრი და ძლიერი მამაკაცი – ბიძია სემი, რომელიც მოხალისეებს მოუწოდებდა, ჩაწერილიყვნენ არმიაში. უნდა ვაღიაროთ, რომ ალაბათ ძნელად მოიძებნებოდა ადამიანი, ბიძია სემის არსებობა რომ დაეჯერებინა. ალბათ ყველამ იცოდა, რომ ეს იყო კრებითი სახე, რომელიც ადრე დიდ ბრიტანეთში გამოიყენებოდა, ხოლო სახე ბიძია სემმა მიიღო მხატვარ -კარიკატურისტ ჯეიმს მონტგომერ ფლეგისაგან, რომელმაც პლაკატი 1917 წელს შექმნა.



5
348
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
348
  
14 სექტემბერი, 22:36
ბოლოს შეტანას ნამდვილად ვაპირებდი ამ სიაში, მაგრამ თავს დამტყდარი რისხვის შემეშინდა და ამოვიღე :)
14 სექტემბერი, 22:04
სხვის აზრს თუ არ გავითვალისწინებ, შექსპირი და ჰომეროსი რომ ნამდვილად არსებობდა მე დავამტკიცებ(სხვაგან და სხვა სიტუაციაში)
14 სექტემბერი, 19:36
ასევე აკლია ამ სიას მოსე, დავით წინასწარმეტყველი, აბრაამი, ისააკი და იაკობი, იეშუა ნავეს ძეც.
14 სექტემბერი, 11:09
მე არ მჯერა ზოგო მეცნიერის მონაჩმახის..იმედია, შექსპირზე და რობინ ჰუდზე არ გამართლდება :)
14 სექტემბერი, 10:42
შექსპირზე დამწყდება გული თუ ეგრეა:)
0 1 5