x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ავტორიტეტისადმი მორჩილების ფენომენი

image

ავტორიტეტისადმი მორჩილების ფენომენი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გახდა მნიშვნელოვანი, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ამ ფენომენის აქტიური შესწავლა და დღის წესრიგში დადგა საკითხი - სახელმწიფო სტურქტურებში, ჯარში ან სხვა მსგავს იერარქიულ ორგანიზაციებში პასუხისმგებლობის მინიჭება და პასუხისგება. გარდა ამისა, ავტორიტეტების გავლენა გამოვლინდა სხვა ასპექტებშიც. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა მოსაზრებები, განსჯა და პოლიტიკური
იდეები, გარკვეულწილად, პრესტიჟული ფიგურების შეხედულებების ზეგავლენის ქვეშაა და ინფორმაციის შეფასებაზე გავლენას ახდენს ავტორისადმი დამოკიდებულება (როქსანა კრემიერი, 2016). ავტორიტეტის გავლენა აკადემიურ სფეროშიც ვლინდება და გამოიხატება მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების მოსაზრებების გაზიარებაში (მიშელ ბედდელი, 2013). სოციალური გავლენის ეს ფორმა (ავტორიტეტისადმი მორჩილება) ძირითადი ფაქტორია ადამიანთა
შეხედულებების, გადაწყვეტილებების, რწმენებისა და ატიტუდების ფორმაციაში. დადებითობა ან უარყოფითობა განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორით - თუ ავტორიტეტის მითითება, შეხედულება, არგუმენტი ან იდეა შედარებით ობიექტურია, ფაქტებითაა გამყარებული და ეფუძნება ემპირიულ მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში, ავტორიტეტისადმი მორჩილებას ცალსახად უარყოფით ფენომენად ვერ შევაფასებთ( და ამასთანავე, ამ შემთხვევაში, აღნსანიშნავია ის, რომ ვიზიარეთ უშუალოდ ინფორმაციას ანუ ინფორაციის შინაარსი მოქმედებს და არა ავტორიტეტის გავლენა). მიუხედავად ამისა, ავტორიტეტისადმი მორჩილება და ვისიმე ზეგავლენის ქვეშ ყოფნა წარმოშობს მრავალ პრობლემას, ვინაიდან ხშირად ადგილი აქვს დეინდივიდუალიზაციასა და ბრმა მორჩილებას, ისევე, როგორც პასუხისმგებლობის მოხსნას საკუთარ ქცევასა თუ ქმედებებზე (მილგრემი, 1963). ავტორიტეტის გავლენა და ფიზიკური მიმზიდველობა აღმოჩნდა, რომ პოზიტიურად მოქმედებს დათანხმების მიღწევაზე (ჯოან ჰარაი, ნიკოლას ნეკკარი და ელიოტ ფატულა, 1974). ხოლო მ. მუსაიდის კვლევა ნათლად აჩვენებს იმას, თუ რისკიანი ინფორმაციის აღქმაზე რა გავლენა აქვს მასმედიისა და ავტორიტეტული პირის ფაქტორს (მეჰდი მუსაიდი, 2013) რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ავტორიტეტის “ძალას“ და მის გავლენას ქცევაზე ემოციასა და კოგნიციაზე, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჩავთვლით პირს ავტორიტეტად ანუ რომელიმე ტიპის ძალაუფლების მქონედ და რამდენად ვართ მიდრეკილნი პასუხისმგებლობის გადაბარებისკენ. ამრიგად, ავტორიტეტისადმი მორჩილების ფენომენი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. ასევე საინტერესოა, თუ რა გავლენა აქვს ავტორიტეტს ინფორმაციის შეფასებისას. რადგან, ჩვენ გარემოდან ვიღებთ დიდი რაოდენობით ინფორმაციას და ამ ინფორმაციას ვაფასებთ სხვადასხვა ფაქტორით. კონკრეტული ინფორმაციის შეფასებაზე, გარდა ინფორმაციის შინაარსისა და სტრუქტურისა, გავლენას ახდენს, როგორც სუბიექტური ფაქტორები (იმჟამინდელი მდგომარეობა, შეხედულებათა სისტემა და ა.შ.), ასევე ის, თუ ვინ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებათა უმრავლესობა დამოკიდებულია აღქმული ინფორმაციის შეფასებაზე და ვფიქრობთ, იმის გამოკვეთა თუ რა, როგორ და რამდენად ახდენს გავლენას ინფორმაციის შეფასებაზე, საინტერესო და აქტუალურია საკითხია. ჩემს ექსპერიმენტში ეს პრობლემა იყო წამოყენებული და180 ცდისპირზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებმა ასეთი მონაცემები მოგვცა. ცდისპირების რაოდენობა არის 180 ადამიანი, თითოეულ ჯგუფში - 60. შერჩევაში თანაბრად იყო განაწილებული სქესი. ექსპერიმენტი ჩატარდა თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებზე, რომელთა ასაკიც მერყეობს 18-დან 22 წლამდე. აპარატურა - დებულებების წარდგენა მოხდა ელექტრონული ფორმატით. იმის გასარკვევად, აქვს თუ არა გავლენა ავტორიტეტს ინფორმაციის შეფასებისას, ვიყენებ დებულებებს, რომლებიც ცდისპირებმა უნდა შეაფასონ 7-ბალიან სკალაზე, სადაც 1 არის „სრულიად არ ვეთანხმები“, ხოლო 7 – „სრულიად ვეთანხმები“. მათ წარუდგინეს შემდეგი ინსტუქცია: „მოგესალმებით! გთხოვთ გულწრფელად შეაფასოთ მოცემული დებულებები 7- ბალიან სკალაზე, რომელზეც
1 აღნიშნავს “სრულიად არ ვეთანხმები", ხოლო 7 - “სრულიად ვეთანხმები". წინასწარ გმადლობთ !!!“ ავტორიტეტის გავლენა 5.
ამის შემდგომ ცდისპირს უნდა აერჩია სქესი და დაეწყო დებულებების შეფასება. დებულების რაოდენობა იყო 25. ავტორიტეტებად ითვლებოდნენ ცნობილი და აღიარებული პირები, ძირითადად ხელოვნების, პოლიტიკისა და მეცნიერების წარმომადგენლები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორიტეტები. ესენი იყვნენ: ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი, იმანუელ კანტი, პლატონი, გალაქტიონ ტაბიძე, ალბერტ აინშტაინი, ზიგმუნდ ფროიდი, ჩარლზ დარვინი, ჩარლი ჩაპლინი, უილიამ შექსპირი, ლეონარდო და ვინჩი, კონფუცი, ნაპოლეონ ბონაპარტე, კონსტანტინე გამსახურდია, ფრიდრიხ ნიცშე, იულიუს კეისარი, აბრაჰამ ლინკოლნი, უინსტონ ჩერჩილი, ნოდარ დუმბაძე, რონალდ რეიგანი, მაჰათმა განდი, გურამ დოჩანაშვილი, ალბერ კამიუ, ფიოდორ დოსტოევსკი. მეორე ჯგუფში გამოგონილი იყო როგორც ქართული, ისე უცხოური სახელები. მესამე ჯგუფში კი ცდისპირებს სახელების გარეშე მივაწოდე დებულებები. ამ დებულებებში იყო როგორც ბუნდოვანი (მაგ, „ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია“ - იმანუელ კანტი), ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელი დებულებებიც (მაგ, „ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი!“ - გურამ დოჩანაშვილი). პროცედურა ექსპერიმენტში გამოყენებული იყო ცდისპირთა შორის სქემა. გამოყოფილი იყო სამი ჯგუფი - 1) ჯგუფი, სადაც დებულებებს ბოლოში მიწერილი ჰქონდა ავტორიტეტული პირი; 2) ჯგუფი, სადაც დებულებას ბოლოში მიწერილი ჰქონდა უცნობი, მოგონილი სახელი და გვარი და 3) ჯგუფი, სადაც დებულება ანონიმური იყო. სამივე ჯგუფში გამოყენებული იყო ერთი და
იგივე დებულება, რომელიც ნამდვილად ეკუთვნოდათ პირველი ჯგუფის
ავტორიტეტებს, უბრალოდ გამოყენებული იყო მათი ნაკლებად ცნობილი
გამონათქვამები. ექსპერიმენტის დამოკიდებული ცვლადი იყო ინფორმაციის შეფასება, ხოლო დამოუკიდებელი ცვლადი იყო ავტორიტეტული ავტორი. აუცილებელი გასაკონტროლებელი ფაქტორი იყო ის, რომ შეფასება არ მომხდარიყო ავტორზე დაკვირვების გარეშე, ან იმდენად აშკარა დებულება არ ყოფილიყო, რომ ავტორისაგან განურჩევლად მიუღებელი (ან მისაღები) ყოფილიყო. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ 25 დებულების მიწოდება, რადგან ეს დააბალანსებდა რომელიმე დებულების შინაარსის ფაქტორს. ექსპერიმენტში 25 დებულებიდან რამდენიმე იყო ასეთი დებულება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების აზრს და რამდენიმე, რომლებიც უთუოდ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული საზოგადოებაში, მაგრამ ძირითადად ბუნდოვანი და შედარებით “ნეიტრალური“ დებულებები იყო. ექსპერიმენტის ჰიპოთეზა მდგომარეობს შემდეგში - დებულებას, რომელსაც ავტორიტეტული ავტორი ჰყავს, უფრო დაეთანხმებიან, ვიდრე ანონიმურ ან უცნობი ავტორის დებულებებს. მიღებული მონაცემების შეკრების შემდეგ, რადგან სამი ჯგუფი გვყავს, ჩავთვალეთ, უფრო ეფექტური იქნებოდა One way ANOVA - ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზის გამოყენება. რაც მოგვცემს პასუხებს კითხვაზე - მნიშვნელოვანი განსხვავებაა თუ არა ჯგუფებს შორის, ანუ მნიშვნელოვნად განსხვავებულია თუ არა მათი საშუალოები. ასევე საინტერესო არის ჯგუფის შიგნით ვარიაციები – სხვადასხვა სახის დებულების ან კრიტერიუმის მიხედვით შედარება. ჩატარდა ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზი დებულების
დათანხმებასთან დაკავშირებით სამი ტიპის ჯგუფთან( ავტორიტეტული; უცნობი; ანონიმური), ჯგუფებს შორის გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება P< 0.05 დონეზე F (2; 177) = 7, 3 p= 0.05. ტუკის ნამდვილად მნიშვნელოვანი განსხვავების ტესტით (Tukey HSD test) post-hoc შედარებებმა აჩვენა, რომ ავტორიტეტულ სახელიან დებულებაზე დათანხმების საშუალო ( M=5.03; SD=0.811) მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ანონიმური დებულების დათანხმების საშუალოსთან შედარებით ( M=4.57; SD=0.721 ), ხოლო უცნობი ავტორის დებულების დათანხმების საშუალო (M=4.95; SD=0, 569 ) მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა არც ავტორიტეტული დებულებისგან და არც ანონიმური დებულებისგან. გრაფისკის სახით მონაცემები ასე გამოიყურება. ასევე მონაცემები შევადარეთ სხვადასხვა კრიტერიუმით (მეორეხარისხოვანი შედეგები), მაგალითად - იგივე ანალიზი ჩატარდა ცალკე კაცებისთვის და ცალკე ქალებისთვის (Tukey HSD test) post-hoc შედარებისას: ქალებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, უცნობი გვარი იყო თუ გვარი საერთოდ არ ეწერა (ერთნაირად აფასებდნენ დაახლოებით და აფასებდნენ იმაზე უფრო დაბალი ქულით, ვიდრე ავტორიტეტის გამონათქვამს). მაგრამ კაცებისთვის მნიშვნელობა ჰქონდა, უცნობი გვარი იყო თუ საერთოდ არ ეწერა: საერთოდ რომ არ ეწერა, იმასთან თანხმობის დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც უცნობი გვარი ყოფილიყო. თუმცა, ავტორიტეტს, კაცებიც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ეთანხმებოდნენ, ვიდრე უცნობ გვარს. ასევე T-Test- ით შედარებისას მივიღეთ, რომ ქალები ზოგადად უფრო მეტად ეთანხმებოდნენ დებულებას (დათანხმების საშუალო მაღალია სტატისტიკურად კაცების დათანხმების საშუალოსთან შედარებით), ვიდრე კაცები - მიუხედავად იმისა, რომელ პირობაში იყვნენ. ხოლო სუბიექტთაშიდა ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზით დადგინდა, უშუალოდ რომელი დებულება იწვევდა ყველაზე მეტად დათანხმებას და რომელი იწვევდა არდათანხმებას. ესენია:
ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ - ალბერ კამიუ ( 38% არ ეთანხმება მიუხედავად პირობისა).
კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი, პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება - ალბერტ აინშტაინი ( 78% ეთანხმება მიუხედავად პირობისა )
მაგრამ ჯამში რადგან ეს ჯგუფშიდა ვარიაცია ნაკლებად ხსნის საბოლოოდ ქულების ვარიაციას დამოუკიდებელ ცვლად - ავტორის გვარებით მანიპულირებით გამოწვეულ ვარიაციასთან შედარებით, ამას შეგვიძლია დიდი ყურადღება არ დავუთმოთ. გარდა ამისა როგორც აღნიშნული იყო ავტორები განსხვავდებიდა იყვნენ უცხოური 18 და ქართველი 7 ავტორი. მათ შორისაც გამოვლინდა განსხვავება თუმცა აქ თანაბრად არაა გადანაწილებული და შესაბამისად გასაგებიცაა სტატისტიკური განსხვავება. როგორც აღმოჩნდა დებულებებს შორის იმის მიხედვით თუ ავტორიტეტული პირის მიერ არის ნათქვამი თუ ანონიმურია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა ანუ ჰიპოთეზა დადასტურდა და შეგვიძლია დავასკვნათ რომ სტუდენტებში ინფორმაციის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვის მიერაა ეს იფნორმაცია მოწოდებული და ავტორიტეტის ეს გავლენა ნათლად გამოჩნდა ამ ექსპერიმენტში და გამოჩნდა ის მექანიზმი რაც ავტორიტეტის გავლენას განაპირობებს. კერძოდ ავტორიტეტს მივაწერთ გარკვეული სახის ძალაუფლებას თუნდაც ინფორმაციულს და ვთვლით რომ ამა თუ იმ რეპუტაციის მქონე პირმა უკეთესად იცის ესა თუ ის მოვლენა (მას კომპეტენტურად ვთვლით) და შესაბამისად უფრო ნდობით და მოწონებით აღვიქვამთ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვიდრე ანონიმურ დებულებას რომლის გაანალიზება გვჭირდება სანამ შევაფასებთ ეს იქნება კრიტიკული თუ ჩვეულებრივი ანალიზი ხოლო ავტორიტეტულ ჯგუფში ინფორმაციის ესეთი კრიტიკული გაანალიზება არ ხდება სწორედ იმიტომ რომ ინფორმაციას ყავს “კომპეტენტური, მცოდნე“ ავტორი. რაც შეეხება უცნობი ანუ მოგონილი სახელის შემთხვევას, ეგ არ გამოვლენილი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება მივაწეროთ შემდეგ გარემოებას - როგორც აღვნიშნე უცხოელი ავტორების დებულებებს უფრო დაეთანხმნენ ვიდრე ქართველებისას. რადგან მოგონილი სახელების უმრავლესობა იყო უცხოური, შესაძლოა ცდისპირმა რომელმაც წაიკითხა უცხოური ავტორი იმის ნაცვლად რომ ჩაეთვალა ის სახელი ვიღაცა არაცნობილ და არაავტორიტეტულ (არაკომპეტენტურ) პირად, საწინააღმდეგოდ დაასკვნა რომ ეს პირი შესაძლოა არის ავტორიტეტული და უბრალოდ მისთვის არაა ცნობილი მისი ვინაობა. რადგან უცხოელების შემთხვევაში პოპულაცია ძალზედ იზრდება უნდა გაიზარდოს იმის ალბათობაც რომ ვინმე ჭკვიანი, გენიოსი, ცნობილი ადამიანის შესახებ არ გვექნება ინფორმაცია, რაც ქართველების შემთხვევაში ასე თუ ისე ძალზედ მცირეა. პოპულაციის სიმცირის გამო, შესაბამისად ქართველებისა და უცხოელების შეფასების განსხვავებაც აქედან გამომდინარეობს, და ზემოთ ახსნილით თუ ვიმსჯელებთ ეს უნდა იყოს მიზეზი ავოტირტეტულსა და უცნობ პირობებს შორის არგანსხვავების მიზეზი. უცხოურმა წარმოშობამ იგივე ეფექტი/გავლენა მოახდინა როგორციც ავტორიტეტულმა (მისთვის ცნობილი პირის) შემთხვევამ. ექსპერიმენტის სხვა საკითხებს რაც შეეხება კერძოდ ხარვეზებს, მეთოდებში ავღნიშნეთ ის დამატებითი ცვლადები დებულებებთან და ავტორებთან დაკავშირებით რაც ასე თუ ისე დაბალანსებული იყო იმით რომ 25 დებულება იყო და თუ რომელიმე დებულება აშკარად შინაარსის გამო იწვევდა შეფასებას ეს ფაქტი დაბალანსდებოდა ცალკე დებულებების რიცხვით და ცალკე ცდისპირთა რაოდენობით. ასევე ეს ცდისპირთა რაოდენობა აბალანსებს სხვა ხარვეზსაც, კერძოდ - ის გარემოება, რომ ცდისპირები ელექტრონული ფორმატით და სხვადასხვა დამატებითი ცვლადების გაუკონტროლებლობის პირობებში აფასებდნენ დებულებას. მაგალითად ზოგი საღამოს ზოგი უჭმელი, უძინარი გაღიზიანებული და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, ეს და მსგავსი ფაქტორები ხელს შეუშლიდნენ და იმოქმედებდნენ შეფასებაზე და ასე თუ ისე, 180 ცდისპირი ვთვლით, დააბალანსებს ასეთი დამატებითი ცვლადის არგაკონტროლებას.

0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:ნუკრიკიტო ბერიძე
ნუკრიკიტო ბერიძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0