x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აული დადე იურთის ტრაგიკული ისტორია

image

ჩეჩნური აული დადი იურთი, რომელიც მდებარეობდა თერგის მარჯვენა მხარეს, აღიგავა პირისაგან მიწისა, 1819 წლის 5 სექტემბერს, ერმოლოვის ბრძანებით.

იბრძოდა მთელი სოფელი: კაცებს ეხმარებოდნენ ქალები, მოხუცები, ბავშვები. ეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ: ზოგი იარაღს ტენიდა, ვიღაცა ჭრილობებს უხვევდა, ზოგნი კი კაცების გვერდზე იდგნენ. ჩეჩნებს ტყვიები და დენთი გაუთავდათ. წინასწარი დაბომბვით და აულის მიწასთან გასწორების შემდეგ რუსები სოფელში შევიდნენ. სამალავებიდან გამოსულმა ჩეჩნებმა ხანჯლები იშიშვლეს და ეძგერნენ მტერს. რუსი ჯარისკაცები - კავკასიის ომების მონაწილენი მოწმობდნენ, რომ არასოდეს ენახათ ასეთი სასტიკი ბრძოლა, დაიღუპა 400-მდე ადამიანი. ბრძოლის დამთავრების შემდეგ 46 ჩეჩენი ქალი ტყვედ ჩავარდა. როდესაც ისინი თერგის მარცხენა მხარეს გადაჰყავდათ, ერთმანეთს ჩაულაპარაკეს, რომ უფლებას არ მისცემდნენ ამ გიაურებს გაესრისათ მათი ვაჟკაცების ღირსება, კაზაკ მცველებს ჩაეჭიდნენ და მათთან ერთად ბობოქარ მდინარეში გადაეშვნენ.

0
343
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0