x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რაზე შეთანხმდნენ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მას მერე, რაც ბლინები ერთად მოამზადეს

image

წლევანდელმა სამხედრო წვრთნებმა რუსეთში მსოფლიოს ყურადღება თავისი მასშტაბურობით მიიქცია - დაახლოებით 300 000 ჯარისკაცი, 1 000 თვითმფრინავი, 36 000 საბრძოლო მანქანა და 80 გემი. ეს ციფრები მართლაც შთამბეჭდავია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში, 1981 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის წვრთნები არ ჩატარებულა.

ეს წვრთნები იმითაც არის საინტერესო, რომ მასში მონღოლეთისა და ჩინეთის სამხედროებიც მონაწილეობენ. მართალია მათი რიცხვი მცირეა - ჩინელების მხრიდან 3 000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს, თუმცა მათი მონაწილეობის მიზანი ერთი მხრივ არის ის, რომ ჩინეთის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯარისკაცებისა და ტექნიკის მობილიზებას პრობლემა არ გამოეწვია ჩინელებში, ხოლო მეორე მხრივ ის, რომ რუსეთმა მსოფლიოს დაანახვოს, რომ მისი იზოლაციაში მოქცევა შეუძლებელია. რამდენად არის ასე, ამას დრო გამოაჩენს...


ერთი რამ ფაქტია - სამხედრო წვრთნების ერთობლივად ჩატარება პოტენციურ სამხედრო მოკავშირეობას ნიშნავს, ძლიერი მოკავშირე კი ახლა რუსეთსაც სჭრიდება და ჩინეთსაც, მით უმეტეს არსებული პრობლემების ფონზე - რუსეთს საერთაშორისო სანქციებთან უწევს გამკლავება, ჩინეთი კი შეერთებული შტატების "სანქციებს" უნდა გაუმკლავდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთისა და რუსეთის მოკავშირეობას ამერიკის პოლიტიკამაც შეუწყო ხელი - ჩინეთთან ხისტი პოლიტიკის გატარებით ბუნებრივია, რომ ჩინეთი უფრო მჭიდრო კავშირებს დაამყარებს რუსეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. ამას არც ჩინელები მალავენ. ჩინეთის სახალხო ბანკის (People’s Bank of China) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩჟოუ სიაოჩუნმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ გაზრდილი გადასახადების ფონზე ჩინეთი სხვა ბაზრებს, ასევე სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების დივერსიფიცირებას იწყებს და ამ კუთხით, რუსეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ჩინეთის ურთიერთობა არსებითად განვითარდება.


ჩინეთის ეკონომიკური რესურსის გამოყენება კი ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, გვერდი აუქციოს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 სექტემბერს პუტინი ვლადივასტოკში შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. მათი შეხვედრა საკმაოდ თბილად და მეგობრულად გამოიყურებოდა (რა თქმა უნდა, დადგმული სცენა იყო). მათ ერთად მოამზადეს ბლინები, შავ და წითელს ხიზილალასთან ერთად მიირთვეს და რუსული არაყიც დააყოლეს. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო
0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0