x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველა სიახლე ღვინის შესახებ და უნიკალური ქართული ღვინის მაღაზია ერთ სივრცეში - ALLWINE.GE
image


ღვი­ნო, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თულ ღვი­ნო­ზე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და მისი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბის მარ­ტი­ვად შერ­ჩე­ვა-შე­ძე­ნა უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ჯერ კი­დევ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. ბევ­რმა დღე­საც არ იცის, რომ ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში არ­სე­ბობს ვებ-გვერ­დი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა­ზე დიდი მე­დი­ა­პორ­ტა­ლია ღვი­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში და თა­ნაც წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე მსხვილ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას, სა­დაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის შე­ძე­ნაც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. allwine.ge არის სწო­რედ ის ვებ-გვერ­დი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ფუნ­ქცი­ას აერ­თი­ა­ნებს.


პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მათი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და უცხო­ელ სტუმ­რებს გა­აც­ნონ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცია, და­ა­გე­მოვ­ნე­ბი­ნონ სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის ყუ­რძნის­გან და­წუ­რუ­ლი რჩე­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას ვერ ნა­ხავთ ღვი­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა თუ რეს­ტორ­ნებ­ში, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი შე­და­რე­ბით მცი­რე მარ­ნე­ბის მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი და მათი დის­ტრი­ბუ­ცია დიდ სა­ვაჭ­რო ქსე­ლებ­ში არ ხდე­ბა.


გარ­და იმი­სა, რომ მა­ღა­ზია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვი­ნის სა­ყიდ­ლად, ეს გან­ვი­თა­რე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა თა­ვად ღვი­ნის მარ­ნე­ბის­თვი­საც.



image


„სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ღვი­ნო, რო­გორც თრო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და უფრო მე­ტად ღი­რე­ბულ პრო­დუქ­ტად იქ­ცე­ვა. დღეს უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ჭიქა ღვი­ნის მირ­თმე­ვა ვახ­შმად მე­გობ­რებ­თან სა­უბ­რი­სას ან სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის კი­თხვი­სას. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ცენ­ტე­ბი დღეს უკვე კეთ­დე­ბა ღვი­ნის მა­ღალ ხა­რისხსა და გა­მორ­ჩე­ულ სა­ხე­ო­ბებ­ზე, ვიდ­რე და­ბალ ფას­სა და დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღეს 900-მდე ღვი­ნის მცი­რე და დიდი კომ­პა­ნია არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ნამ­დვი­ლად აწარ­მო­ებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნოს, მაგ­რამ მისი მი­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სე­ბამ­დე მათ­თვის სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მარ­ნე­ბი მი­ვიყ­ვა­ნოთ სწო­რედ იმ აუ­დი­ტო­რი­ამ­დე, რო­მე­ლიც აფა­სებს უნი­კა­ლურ ქარ­თულ ღვი­ნოს. ეს გზა კი მხო­ლოდ კო­მერ­ცი­ა­ზე არ გა­დის, არა­მედ ჩვენ ჩვე­ნი მე­დი­ა­პორ­ტა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ღვი­ნის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვაძ­ლევთ რჩე­ვებს სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის შე­სარ­ჩე­ვად. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს თემა ქარ­თვე­ლი და არა­ მარ­ტო ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რია“ - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას allwine.ge-ს პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანი ამი­რა­ნაშ­ვი­ლი.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვებ-გვერ­დი­დან ღვი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ველ სა­ხე­ო­ბის მი­ღე­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შეძ­ლებთ სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე. გარ­და ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ი­სა და მე­დია-პორ­ტა­ლი­სა, allwine.ge სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხეს აერ­თი­ა­ნებს, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ ად­გილ­ზე და­ა­გე­მოვ­ნოთ და შე­ი­ძი­ნოთ კი­დეც სა­სურ­ვე­ლი ღვი­ნო. სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხე­ებს შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ . თბი­ლი­სი: ჭავ­ჭა­ვა­ძის #7 და კან­დე­ლა­კის #7; ბა­თუ­მი: მე­მედ აბა­ში­ძის #52, თე­ლა­ვი: სა­ა­კა­ძი­სა და ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩე­ბის კვე­თა.

0
11
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0