x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გერმანიაში სასულიერო პირებმა 3600 ბავშვზე სექსუალურად იძალადეს
imageგერმანიაში კათოლიკური კათოლიკე მღვდლებმა ბოლო 70 წლის განმავლობაში 3677 ბავშვზე სექსუალურად იძალადეს, იუწყება Deutsche Welle.


კველევა გერმანულმა უნივერსიტეტებმა ჩაატარეს გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის შეკვეთით.1946-2014 წლამდე 3677 ბავშვზე მოხდა სექსუალური ძალადობა, რა დროსაც მხილებულია 1670 სასულიერო პირი.

მსხვერპლთა უმეტესობა ბიჭია, რომელთა ასაკი 13 წელს არ აღემატება. გერმანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 25 სექტემბერს გაკეთდება.

12 სექტემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის თემაზე უპრეცედენტო კონფერენცია გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ვატიკანში 2019 წლის 21-24 თებერვალს პაპი მთელი მსოფლიოდან კათოლიკე ეპისკოპოსებს მოიწვევს, სადაც საუბარი არასრულწლოვანთა დაცვაზე იქნება.


შეგახსენებთ, სულ ერთი თვის წინ აშშ-ში, კერძოდ, პენსილვანიის შტატში გამოქვეყნდა ანალოგიური კვლევის შედეგები, სადაც კათოლიკე მღვდლებმა ბოლო 70 წლის განმავლობაში, 1000-ზე მეტ ბავშვზე სექსუალურად იძალადეს.


იხილეთ მსგავს თემაზე:სკანდალი პოლონეთში-მღვდელი არასრულწლოვანებს მუხლებს ალოკინებდა



0
93
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0