x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80769
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
მუჰამედ ალი რასობრივი აღრევის შესახებ

მუჰამედ ალი (დაბადების სახელი კასიუს კლეი - 1942-2016 წწ.) იყო ცნობილი ამერიკელი მოკრივე. 1960 წლის ოლიმპირუი თამაშების ჩემპიონი და მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი. ის იყო აფრო-ამერიკელი, რომელმაც შემდგომ მიიღო ისლამი და გამოიცვალა სახელი. ეს სიტყვები რომ ეთქვა რომელიმე თეთრკანიან ქრისტიანს ან ათეისტს, აუცილებლად აგრესიას გამოიწვევდა ლიბერალურ მედიაში და გაჩენის დღეს აწყევლინებდნენ ამის მთქმელს, მაგრამ ნახეთ როგორ იმსჯელა მუჰამედმა ერთ-ერთ გადაცემაში:


მუჰამედ ალი რასობრივი აღრევის შესახებ


"თეთრკანიანი ადამიანი, რომელიც ახლა ამ გადაცემას უყურებს, არც ერთ თეთრკანიან, საღად მოაზროვნე ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ შავკანიანი გოგონები თხოვდებოდნენ მათს ბიჭებზე. ან შავკანიან ბიჭებს მოჰყავდეთ მათი ქალიშვილები ცოლად, რომ შემდეგ მათი შვილიშვილები აღმოჩნდნენ ხუჭუჭა და ნახევრად ყავისფერი ნეგროიდები.

მომისმინეთ - ლურჯი ჩიტები დაფრინავენ ლურჯ ჩიტებთან, წითელი ჩიტები წითელ ჩიტებთან, მითხარით რას ვამბობ არასწორს.. მტრედებს უნდათ მტრედებთან ყოფნა. წარმოიდგინეთ, მათ ინტელექტი არ აქვთ მაღალი და ამის მიუხედავად, მათ ერთმანეთთან ყოფნა ინსტინქტით უნდათ. ჩვენ ხომ მათზე მეტი ინტელექტი უნდა გვქონდეს, და მით უმეტეს თუ ვაზროვნებთ, გვინდოდეს ჩვენნაირებთან ერთად ყოფნა? ყველა მათგანი ფრინველია, მაგრამ და ამის მიუხედავად ყველა მათგანს თავისი განსხვავებული "კულტურა" აქვთ: არწივებს მთებში უყვართ დროის გატარება, სვავს კი - უდაბნოში. ბეღურებს ხეებზე უყვართ ცხოვრება, მათ საერთოდ არ უნდათ ერთმანეთთან დაწყვილება.

აშშ-ში და ბრიტანეთში მე ვერ ვხედავ ერთ "შავ-თეთრ" წყვილსაც კი, რომლებიც სიამაყით ასეირნებენ ბავშვებს გარეთ.

მე მყავს ლამაზი მეუღლე, ლამაზი ქალიშვილი და ორივე ისე გამოიყურება, როგორც მე. ჩვენ ბედნიერები ვართ და არ გვაქვს არანაირი პრობლემა. თქვენ თვლით, რომ სამწუხაროა, რომ მინდა ჩემი შვილები მე მგავდნენ?! ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა, რომ მისი შვილები მას გავდნენ. რა არის ამაში სამწუხარო?! ის, რომ მე არ მინდა გავანადგურო ჩემი რასა და ჩემი იდენტობა? ჩინელებს უყვართ ჩინელები, მათ უყვართ თავისი შვილები მათი წვრილი თვალებით და ოდნავ მუქი კანით, პაკისტანელებს მოსწონთ თავისი კულტურა, ებრაელებს უყვართ თავისი კულტურა, ბევრ კათოლიკეს უნდა რომ შეუღლდეს კათოლიკებთან, რომ შენარჩუნონ თავისი რელიგია... და საერთოდ, რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა თავისი რასის განადგურებაში წვლილის შეტანა?!

თქვენ გეზიზღებათ საკუთარი ხალხი. თუ არ გინდათ დარჩეთ იმად, რაც ხართ. თქვენ გრცხვენიათ, რომ ასეთად შეგქმნათ ღმერთმა... ღმერთი არ დაუშვია შეცდომა, როდესაც ყველანი ისეთებად შეგვქმნა, როგორებიც ვართ. მე თქვენ გეუბნებით, რომ არცერთ ქალს ამ პლანეტაზე, მუსულმან შავკანიან ქალსაც კი, არ შეუძლია მომანიჭოს მე ისეთი სიამოვნება, არ შეუძლია გამიკეთოს ისეთი საჭმელი, როგორც ჩემს აფრო-ამერიკელ ქალს. არც ერთ ქალს, მით უმეტეს თეთრკანიანს არ შეუძლია ასე გამიგოს მე და ჩემს გრძნობებს და იმას თუ რატომ და როგორ ვიქცევი და ვლაპარაკობ...

არ შეიძლება აიღო ჩინელი კაცი, მისცე მას პუერტო რიკოელი ქალი და აიძულო შეყვარებულები იყვნენ ერთმანეთზე როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. იმიტომ, რომ ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს შეეწყობიან ბევრი მხრივ... ისინი მუდამ კონფლიკტში იქნებიან და ეს ბუნებრივია კიდეც. თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ, ის გააკეთოთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანებს უნდათ იყვნენ ისეთებთან, როგორებიც თვითონ არიან. მე მინდა ჩემებთან ვიყო... მე მიყვარს ჩემი ხალხი."




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
237
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0