x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ფოტოები აქამდე უცნობი ისტორიებით
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს.


image


საინტერესოა, იცოდით, რა ისტორიები იმალება ამ ცნობილი ფოტოების მიღმა, რომლებიც წლებია კვლავ ინარჩუნებს საკულტო წოდებას და ინტერნეტ სივრცეში გამუდმებით გვხვდება?




1. ალბერტ აინშტაინი"ლეგენდარული" პორტრეტი.


imageimage


ფოტო გადაღებულია ალბერტის 72-ე დაბადების დღის საღამოს. როდესაც ის საზეიმო წვეულებიდან ბრუნდებოდა, მანქანაში ჩაჯდომისთანავე მივიდა ფოტოგრაფი არტურ სასი და ფოტოს გადაღების ნებართვა ითხოვა. მყისიერად გამოუყო ენა აინშტაინმა ფოტოგრაფს, თუმცა არტური სწრაფი აღმოჩნდა და მოასწრო ამ კადრის დაფიქსირება.


ასე აღიბეჭდა ალბერტის ხუმრობა, თუმცა მას ისე მოეწონა აღნიშნული კადრი, რომ ღია ბარათებზე ხშირად იყენებდა.






2. სადილი ცათამბჯენზე. "Lunch Atop a Skyscraper"

image


ამ საკულტო ფოტოზე 11 მშენებელია გამოსახული, რომლებიც ცაში სადილობენ შესვენების დროს.


ფოტო გადაღებულია 70 სართულიანი ცათამბჯენის, სავაჭრო ცენტრ "როკფელერის" მშენებლობის დროს და მუშები, 260 მეტრის სიმაღლეზე ისვენებენ - მიირთმევენ სადილს, საუბრობენ, იცინიან და კითხულობენ გაზეთებს.


image


ფოტოს ნახვამ ბევრის გაოცება გამოიწვია და ჩნდებოდა ეჭვი, იყო კი ის რეალური? ფოტო, რა თქმა უნდა რეალურია და წლების მანძილზე ხდებოდა მისი ავტორის დადგენა. თავდაპირველად ეგონათ, რომ ის "ლუის ჰაინი" იყო, რომელმაც სავაჭრო ცენტრი "როკფელერის" მშენებლობის დროს არაერთი ფოტო გადაიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ საავტორო უფლება მას არ ეკუთვნოდა.


image


ეს საკითხი იმდენად საინტერესო იყო საზოგადოებისთვის, რომ დაიწყო გამოძიება. გაირკვა, რომ ფოტოს ავტორი ჩარლზ კლაიდ ებეტსია (Charles Clyde Ebbets), რომელმაც ის 1932 წელს გადაიღო.


imageimage


ფოტო, XX საუკუნის ინდუსტრიალიზაციის სიმბოლო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.







3. ჯგუფი The Beatles-ის ალბომის «Abbey Road» გარეკანის ფოტო.

image


ლეგენდარული ჯგუფის მე-12 ალბომის გარეკანისთვის ფოტო ნამდვილად ქუჩაში გადაიღეს, რისთვისაც რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.


კადრში მოხვედრილია ამერიკელი ტურისტი, რომელიც პოლიციას ეკითხებოდა ავტომობილის პარკირების შესახებ და უცებ მისი ყურადღება "ზებრა გადასასვლელზე" უცნობი ადამიანების წინ და უკან სიარულმა მიიპყრო. თავიდან ვერ მიხვდა იგი, რაში იყო საქმე, თუმცა მალევე ამოიცნო თავი The Beatles-ის ახალი ალბომის გარეკანის ფოტოზე.







4. კოცნა "ტაიმ-სკვერში".

image


ფოტო, რომელიც საკულტო აღმოჩნდა, ფოტოგრაფმა Alfred Eisenstadt-მა შემთხვევით გადაიღო. ტაიმ-სკვერში საცოლესთან შესახვედრად, მეზღვაური ჯორჯ მენდოზა სწორედ იმ მომენტში ამოვიდა მეტროდან, როდესაც ხალხმა სიხარულით იყვირა იაპონიაზე ომის გამარჯვების ამბავი. გახარებულმა ახალგაზრდამ, განცდილი, საყვარელ ადამიანთან კოცნით გამოხატა. ალფრედისთვის კი ხელსაყრელი აღმოჩნდა მოცემული მომენტი და უბრალოდ კარგ დროს, კარგად დაჭერილი კადრი და ფოტო ერთ-ერთ საკულტო ფოტოების სიაში მოხვდა.


მეზღვაური ჯორჯისა და ექთანი გრეტას კოცნის ფოტომ, მსოფლიო მალევე მოიარა.






5. ავღანელი გოგონა ლამაზი თვალებით.

image


ფოტოგრაფმა Steve McCurry-მ ავღანელ გოგონას ფოტო 1984 წელს, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, ლტოლვილთა ბანაკში, ომის დროს გადაუღო. დამწყებმა ფოტოგრაფმა - სტივმა, ბანაკში შეამჩნია პატარა გოგონა უჩვეულო გამოხედვით, რამაც ძალიან მიიზიდა, ხოლო როდესაც შეიტყო, თუ როგორ დაეხოცა საბრალო პატარას მათ სოფელზე თავდასხმების დროს დედ-მამა და მოახერხა და–ძმასა და ბებიასთან ერთად გაქცევა და ორ კვირიანი ტყე-ტყე ხეტიალის შემდეგ ამ ბანაკში მისვლა, კიდევ უფრო დაინტერესდა სტივი მისით და იფიქრა, რომ ფოტო მსოფლიო აღიარებას უთუოდ მოუტანდა. ასეც მოხდა, მას შემდეგ 31 წელი გავიდა, მაგრამ ავღანელი გოგონას სახე და ლამაზი, მეტყველი თვალები დღესაც ყველამ კარგად იცის. სტივი იმდენად დაიბნა მოსალოდნელ წარმატებაზე ფიქრებით, დაავიწყდა, მისთვის სახელი ეკითხა, ისე დატოვა ბანაკი.


სტივის პროგნოზმა გაამართლა და გოგონას ფოტო 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე, ივნისის გამოცემაში დაიბეჭდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფოტოგრაფიის ისტორიაში. მას შემდეგ კი სტივი წლების მანძილზე ყოველდღიურად იღებდა წერილებს და უხდებოდა სატელეფონო ზარებზე პასუხი, სადაც კითხვებს უსვამდნენ ამ გოგონას შესახებ. მხატვრებიც კი დაინტერესდნენ და მისი დახატვა მოუნდათ, ზოგიერთმა მამაკაცმა მისი ცოლად შერთვის სურვილიც გამოხატა. ეს უჩვეულო ფოტო, სადაც გოგონას თვალებში ასახულია მისი ბედის მძიმე ჯვარი, ლტოლვილთა პრობლემების გამოხატვის სიმბოლოდ იქცა. მხატვრები მხოლოდ ფოტოს ვერსიის მიხედვით ხატავდნენ გოგონას.


მხოლოდ 17 წლიანი ძიების შემდეგ შეძლეს ეპოვათ ეს გოგონა და დაეკმაყოფილებინათ მასის ინტერესი, თუ ვინ იყო და რა ერქვა მას. მისი სახელი და გვარია... (გადადით ლინკზე და წაიკითხეთ)






6. დალი ატომიკუსი. (სალვადორ დალი)

image


ფოტო, რომელიც ცნობილია "დალი ატომიკუსის" სახელით და ვიცით, რომ მასზე მხატვარი სალვადორ დალია გამოსახული გრავიტაციულ ვითარებაში, გადაღებულია 6 საათიანი წვალების შემდეგ. დღეს, მსგავსი ფოტოს გაკეთებას "ფოტოშოპის პროგრამის" წყალობით რამდენიმე წუთში შეძლებთ, თუმცა, 1948 წელს მისი შექმნა, საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესებთან იყო დაკავშირებული.


ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალსმანმა, რომელიც დალის ახლო მეგობარი იყო, სიამოვნებით დაუჭირა მხარი მეგობრის შემოქმედებით იდეას. 6 საათიანი და 28-ჯერ გამეორებული მცდელობის შემდეგ, გრავიტაცია შედგა. (აღარაფერს ვამბობთ ფაქტზე, რომ მათ დაღვრილი წყლის ამშრალება და ყველაფრის მილაგებამ მრავალჯერ მოუწიათ)






7. მერილინ მონროს კაბის ფრიალი.

image


ფოტო, რომელიც მერილინ მონროს სიმბოლოდ იქცა და ასევე ერთ-ერთი საკულტო კადრია, სინამდვილეში ფილმი The Seven Year Itch-დანაა ამოღებული. ფილმის გადაღებას მისი ეჭვიანი ქმარი ჯო დი მაჯოც ესწრებოდა, რომელიც ძალიან ბრაზდებოდა ფაქტზე, რომ სანამ სასურველ კადრს მიიღებდნენ, მონროს კაბის ფრიალი და სხეულის დემონსტრირებამ მრავალჯერ მოუწია.


მათ, ვისაც ჯერ არ გინახავთ ფილმი, წინ გაქვთ ამ რეალური კადრების ხილვის შესაძლებლობა.

2
175
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
175
  
2018, 14 სექტემბერი, 16:18
მადლობა, გუჯა.
2018, 13 სექტემბერი, 14:37
როგორც ყოველთვის მოწოდების დონეზეა სტატია...
0 1 2