x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ვინ არის ქეთი მელუას ქმარი და რას საქმიანობს ის?

image

ქეთი მელუა ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში და 8 წლის ასაკში ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიაში, მოგვიანებით კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო კიდეც მისი მუსიკალური კარიერა. მალე ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი გახდა ბრიტანეთში.

2012 წლის იანვარში ქეთიმ დაადასტურა ნიშნობა James Michael Toseland-თან.

წყვილი 2012 წლის 1-ელ სექტემბერს დაქორწინდა.

image

ჯეიმსი დაიბადა 1980 წლის 5 ოქტომბერს, ინგლისში, სამხრეთ იორკშირში. ის ყოფილი მოტომრბოლელია. კარიერა 1995 წელს დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც, 2004 და 2007 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კარიერა კი 2011 წლის მარტში დაასრულა მაჯის დაზიანების გამო.

image

რბოლამდე და რბოლის პარალელურად ის იყო დაკავებული მუსიკით. არის პიანისტი, მომღერალი და წერს მუსიკებს. მას სწორედ მუსიკალურ სფეროში სურდა კარიერის გაკეთება, მაგრამ ვერ შეძლო ლონდონის მუსიკალურ კოლეჯში მოხვედრა, რის შემდეგაც ბედი მოტორბოლაში სცადა.

image

2013 წელს ის დაუბრუნდა მუსიკას და შექმნა ბენდი Toseland, რომელთან ერთადაც ის მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ბენდმა გამოუშვა სამი ალბომი და ამჟამად მუშაობენ მეოთხე ალბომზე.

image

წყვილი ლონდონში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ ქორწინების 6 წლის იუბილე აღნიშნა.

image

0
828
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
828
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0