x
image
alex999
Mediator image
დედამიწაზე აღმოჩენილი 10 ყველაზე დიდი კუ

კუ არის ქვეწარმავალთა რიგის წარმოადგენელი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნაწილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის კუების შებრტყელებული ფორმის კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები იკვებება ძირითადად მცენარეულობით, წყლის ფორმები — ცხოველებით. ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.


image




დედამიწაზე აღმოჩენილი 10 ყველაზე დიდი კუ:



10. ჩამონათვალს ვიწყებთ ტოკიოდან(იაპონია). მოხუცებულ მამაკაცს ჰყავს 200 კგ წონის კუ, რომელიც მასთან ერთად იძინებს, ჭამს და სეირნობს. მამაკაცი ოცნებობდა, რომ მის მიერ მოშინაურებული კუ, მსოფლიოს ყველაზე დიდი კუ გამხდარიყო. ამ დიდი ზომის კუს - ჟონგუნი ჰქვია.


imageimage



9. კალკუტას ზოოპარკში, ადივაიტას სახელობის გიგანტური კუ 255 წლის გახდებოდა წელს. ადივაიტა XVIII საუკუნის შუა წელში სეიშელის კუნძულებში აღმოაჩინეს, შემდეგ საჩუქრად მიართვეს ბრიტანული კოლონიების მენეჯერს, რობერტ კლაივს, რომელიც მაგ პერიოდში ინდოეთში იმყოფებოდა. 1750 წელს დაბადებული კუ, 330 კილოგრამს იწონიდა, სამწუხაროდ 2006 წელს, ადივაიტა დაიღუპა.


imageimage



8. უნგრეთში მცხოვრები გიგანტური კუ საკმაოდ იპყრობს ყურადღებას. კუ ზოოპარკში ბინადრობს და არის ძალიან მშვიდი, ხშირად დასეირნობენ ბევშვები მის ზურგზე. უნგრელი კუს წონა 350 კილოგრამია.


image





7. მეშვიდე პოზიციაზე ისევ უნგრელ კუს ვხედავთ, მას ჰქვია - ჯო, რომელიც ძალიან მშვიდად ცხოვრობს და არასოდეს ტოვებს ადგილსამყოფელს. მის წონა 400 კილოგრამს აღწევს.


image



6. გიგანტური ზღვის კუ სანაპიროზე შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ის კვდებოდა, თუმცა კეთილშობილ ადამიანებმა მოახერხეს მისი გადარჩენა და ზღვაში გაშვება. კუ იწონიდა 475 კილოგრამს.


image




5. ჯორჯთაუნის(აშშ) მახლობლად აღმოჩენილი კუ სიკვდილის პირას იმყოფებოდა. მდედრი ზღვის კუს გადარჩენა მოხერხდა. ის 230 კილოგრამს იწონიდა, თუმცა უფრო გრძელი იყო, ვიდრე აქამდე ჩამოთვლილები.


imageimage



4. ფლორიდას შტატში დაჭერილი კუ არ იყო ცოცხალი. ფლორიდის სანაპიროზე აღმოჩენილი კუ უცნაური ზომით და გარეგნობით ნამდვილად შიშისმომგვრელია. ექსპერტების აზრით გიგანტური კუ სხვა ზღვის არსების მიერ არის მოკლული.


image




3. ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში 700 კილოგრამიანი კუ, რომელიც 2 მეტრის სიგრძის იყო, სანაპიროზე გამოირიყა... თვითმხილველები მომენტით აღფრთოვანებულები დარჩნენ, თუმცა სამწუხაროდ როგორც ცნობილი გახდა, კუ უკვე მომკვდარიყო. ექპერტების განცხადებით მსგავსი სახეობის კუ ბოლო 200 წლის მანძილზე მხოლოდ 10 ჯერ იქნა შემჩნეული.


image




2. თურქეთის ქალაქ ბინგოლში, მიმდინარეობდა გზის დაგების სამუშაოები. ერთ-ერთი მონაკვეთის ამოთხრისას აღმოჩენილ იქნა 6 ტონიანი კუ. ტრაქტორის დახმარებით, კუ გადაყვანილ იქნა ქალაქ იზმირში, სადაც უნდა გარკვეულიყო თუ როგორ შეძლო გიგანტური ზომის კუმ მიწისქვეშ ცხოვრება, რათქმაუნდა ყველას აინტერესებს ამ კუს ასაკიც.


image




1. დედამიწაზე ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს მდინარე ამაზონში. მეცნიერების აზრით კუ უნდა ყოფილიყო 529 წლის. ამ გიგანტური კუს სიგრძე 6 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა - 8 ტონამდე. იმის შემდეგ, რაც მკვლევარებმა კუ წაიყვანეს, არანაირი ინფორმაცია არ გაჟონილა ამ გიგანტური არსების შესახებ!


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. გაიცანით უძლიერესი მაფია მსოფლიოში: რეალური ფაქტები იტალიური მაფიის შესახებ!

2. ვინ არიან ქურთები? - 10 ფაქტი, რომელიც შესაძლოა დღემდე არ გცოდნოდათ...

3. ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალია - 9 რეალური ფაქტი ანგელა მერკელის შესახებ!

4. "ქართველო ნუ ყიდი საქართველოს, ანუ რა გველის ჩვენი დღევანდელი ბედოვლათობის გამო" - გურამ ქართველიშვილი

5. დღეში მხოლოდ 2 წუთი - კბილების გათეთრება სახლის პირობებში

6. რა თანხას გამოიმუშავებენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მხოლოდ 1 საათში?

7. რატომ უნდა ჩავაგდოთ მდუღარე რძეში ლეღვი?

8. ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

4
4516
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
4516
  
2018, 22 სექტემბერი, 20:39
აააა
2018, 22 სექტემბერი, 20:33
კუს წვნიანს ჰქვია ალექს. ძალიან დიდი მოთხოვნაა მასზე...
2018, 22 სექტემბერი, 20:31
ვერ გავიგე
2018, 22 სექტემბერი, 20:25
რამდენი "რაგუს" მასალაა! :)
0 1 4