x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83812
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441932
მიხეილ ცილიკიშვილი: გთხოვ, როგორც ჩემი სისხლის ძმას, შეეშვი... სხვა გზა ვიპოვოთ გამარჯვებისკენ!

image

მალხაზ მაჩალიკაშვილს მისი სისხლით ძმადნაფიცი მიხეილ ცილიკიშვილი მიმართავს და მოუწოდებს ღირსეული ადამიანების გვერდით დგომით ეძებოს სამართალი

მოგმართავ ჩემო ვახა, ჩემო სისხლის ძმაო. და თან წინასწარ გიხდი ბოდიშს, გვერდით არ გიდგები იმ მიზეზთა გამო რომ შენს გვერდით დგანან ის ხალხი ვინც შექმნა კაცის მკვლელთა რეჟიმი.
დილიდან გწერ და ვერ მოგაწვდინე ხმა რომ მიხვდე და შეეშვა მაგ მიტინგის ორგანიზატორებს. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ შენს გამარგინალებას და შენი წესიერი კაცის იმიჯის შელახვას. რაც დადასტურდა დღეს ზაზა სარალიძის მიერ არაადექვატური ქმედებებით. მართალია ზაზა შვილმკვდარი მამაა და არ მოეკითხება, მას იყენებენ ორგანიზატორები, მაგრამ შენ არ იგინები და არ იმუქრები გამომდინარე იქიდან რომ შენ შენი, მთის ღირსება გაქვს შენახული.
სარალიძე არის მართული და დღეს გაიმარგინალა თავი. ხვალიდან დაიწყებენ შენი სახელის შებღალვას, რასაც მე ვერ შევეგუები და მომიწევს იმ ხალხთან დგომა რომლებიც მკვლელთა რეჟიმის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას. ეგ ხალხი არაა მარტო ჩემი პირადი მტერი, ეგ ხალხი საქართველოს მტრები არიან.
შეეშვი და გამოდი მაგ ხალხის გარემოცვიდან, რომლებიც 10 მილიონს ხარჯავენ და 10 ათას კაცზე მეტს ვერ აგროვებენ მიტინგზე, ეგ შემადგენლობა ვერაა თემის ამწევი. დამიჯერე ხან და ხან.
გთხოვ როგორც ჩემი სისხლის ძმას, პატივი ვცეთ ფიცვერცხლს, შეეშვი. სხვა გზა ვიპოვოთ გამარჯვებისკენ, ნამდვილ და ღირსეულ ადამიანებთან ერთად.
შენი ძმადნაფიცი მიხეილ ცილიკიშვილი. (ჯოჯო)
ისევ ბოდიში ძმაო.

image

0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო-ისაკა
გიო-ისაკა
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0