x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80771
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
მშობელი და კიბერბულინგი

image


რა არის კიბერბულინგი? კიბერბულინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ბავშვის/მოზარდის დამამცირებელი, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის შეტყობინების მიწერა ან გავრცელებაა.

დაუშვებელია კიბერბულინგის ფაქტის იგნორირება, რადგან კიბერბულინგი თავისით არ გვარდება. იგი შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სახლშიც კი, ელექტრონული ფოსტის, ტექსტური შეტყობინების, მობილური ფოსტისა და სოციალური ქსელების საშუალებით.

როგორი უნდა იყოს მშობლის რეაგირება კიბერბულინგზე? რაცარუნდა ცუდად გრძნობდნენ თავს, კიბერბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად არ უმხელენ მშობლებს ამის შესახებ, რადგან ეშინიათ რომ მობილურის ან კომპიუტერის გარეშე დარჩებიან. ცხადია მშობელი გამუდმებით უნდა უწევდეს მეთვალყურეობას ბავშვს, თუ როგორ იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს, მაგრამ იგი არასოდეს არ უნდა დაემუქროს მას, მათი ჩამორთმევით განსაკუთრებით იმ დროს, როცა ის კიბერბულინგის მსხვერპლია. აუცილებელია მსხვერპლთან მშობელმა დაამაყროს პირადი საუბარი, რომელიც იქნება ზედმეტად მშვიდი. მან უნდა მოიძიოს პრობლემის კონკრეტული გადაჭრის გზები, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოს მსხვერპლისთვის სოციალური თანაგრძნობის ორგანიება მეგობრების, კლასის მხრიდან და ა.შ.; მშობელი აუცილებლად უნდა დააკვირდეს კიბერბულინგის გამტარებლის შემდგომ ქცევებს.


image


როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლია?

1.კიბერბულინგის მსხვერპლი ხდება დათრგუნული, შეშინებული, გაბრაზებული საკომუნიკაციო საშუალბებს გამოყენების შემდეგ;

  • ეცვლება ხასიათი, ქცევა, ძილის რეჟიმი;

  • უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე;
  • ნერვიულობს და შფოთავს როცა იღებს ტექსტურ შეტყობინებას;
  • ცდილობს იყოს იზოლირებული ოჯახის წევრებისაგან ;

როგორ აღკვეთოს კიბერბულინგი მშობელმა მის დაწყებამდე?

ბავშვი ინფორმირებული უნდა იყოს მშობლის მიერ რომ:

  • არასოდეს გაავრცელოს საკუთარი ან სხვიის პერსონალური ინფორმაცია ონლაინ;
  • არავის გაუზიაროს სხვას საკუთარი ინტერნეტ -პაროლი;
  • არ მისწეროს არავის გაბრაზებული წერილი, სანამ არ დამშვიდდება და მდგომარეობას საღად არ შეფასებს;
  • მოიქცეს ზრდილობიანად ონლაინ, როგორც ეს პირისპირ ურთიერთობის დროსაა საჭირო;
  • წაუკითხავად წაშალოს აგრესორის სმს შეტყობინებები;

თუ მშობლის რეაგირება და დახმარება კიბერბულინგის დროს არასაკმარისი აღმოჩნდა, საჭიროა მან მიმართოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს.



0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0