x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩეჩენი კაცის მორალი ქალთან მიმართებაში
image


ჩეჩნები აღზრდილები არიან მკაც მორალურ პრინციპებზე. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქალისადმი მოკრძალებული დამოკიდებულებით. ურთიერთობა ქალებსა და ვაჟებს შორის ემყარება ურთიერთპატივისცემასა და მკაცრ მთიურ მორალს. საკუთარი ცოლის ცემა ან მოკვლა უდიდეს სირცხვილად ითვლება, საზოგადოება გმობს ასეთ კაცს.

გარდა ამისა, ქალის (ცოლის) მკვლელობისთვის დამნაშავის სისხლს იღებენ ქალის ნათესავები. ნებისმიერი შურისძიება, სსჯელი, არ შეიძლება მოხდეს ქალის თანდასწრებით, უფრო მეტიც, თავშალის მოხდით მას შეეძლო შეეწყვიტა ნებისმიერი შურისძიება. მოსისხლე უვნებლად რჩებოდა, თუ იგი იმალებოდა ქალის ოჯახში.

ჩეჩნური ადათის მიხედვით, ცხენზე მჯდომ კაცს არ უნდა გაესწრო ქალისთვის, ის უნდა ჩამოქვეითებულიყო და ცხენი ლაგამით ხელში უნდა ეტარებინა. ასაკოვანი ქალის გავლის დროს კაცები უნდა წამოდგნენ პატივისცემის ნიშნად, ასევე მამაკაცებს არ აქვთ უფლება, იჩხუბონ ქალის თანდასწრებით. ერმოლოვის საარქივო დოკუმენტებში აღნიშნული იყო: "..... ქალებისადმი შესაფერის პატივისცემას ავლენენ, მათი თანდასწრებით არავის აწყენინებენ და კიდევ დევნილი შურისმაძიებელი ნახავს ხსნას ქალთან მიახლოებით, მაშინ მისი სიცოცხლე უსაფრთხო იქნება."



ადათები ასევე იცავენ დაოჯახებული ქალბატონის ღირსებასა და პატივს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ცოლის სიტყვიერი შეურაცხყოფით, შენ შეურაცხყოფდი მის ქმარსაც და ეს სისხლის აღებამდეც კი შეიძლებოდა მისულიყო.

ჩეჩნური ადათებით ქალი მისი ნათესავების მეურვეობიდან მთლიანად არ გამოდიოდა და მის მეუღლეს არ ჰქონდა მისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება.

0
939
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
939
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0