x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ზაზა სარალიძემ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ​ბოდიში მოუხადა
image
გუშინ ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. სარალიძე შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა.


მანამდე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პარლამენტთან სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რომელიც სამართალდამცველებმა არ გააშლევინეს. სწორედ ამ დროს მოხდა ზაზა სარალიძესა და იქ მყოფ პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. ამ ფაქტის შესახებ ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს:


„ყველა იმ პოლიციელს რომლებიც გუშუნდელ ივციდენტში იღებდა მონაწილეობა თავიანთი უღირსი უფროსების ბრძანებით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას იმ შეურაწყოფისთვის რაც მათ მივაყენე.
მე მჯერა, რომ პოლიცია სამართლის გვერდით იდგა დგას და იდგომება.
მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს რომლებიც ჩემი შეურაწყოფის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვუხდი იმ უღირსი პოლიციელების გამოც ვინც არცხვენს ჩვენი პოლიციის მუნდირს.

ფორმას ამოფარებული სატანები რომლებიც ღირსებას ულახავს ჩვენ ღირსეულ პოლიციელებს უნდა მოშორდნენ მათ რიგებს.


კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ვისაც შეურაწყოფა მივაყენე და მუდამ მოვუხდი ბოდიშს.

იმედი მაქვს აღარ განმეორდება მათი უღირსი უფროსებიდან არანაირი ზეწოლა ჩვენს მიმართ და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალმა გაიმარჯვოს."image

0
88
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0