x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93883
  • ვიდეო:342252
  • სურათი:456173
5 ფოტო,რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან (+ისტორიებით) - ნაწილი მეოთხე

1.ემი ლინ ბრენდის გაუჩინარებაimage1998 წლის მარტში, 23 წლის ემი ლინ ბრენდი ოჯახთან ერთად ზღვაში გემით იმყოფებოდა. 27 მარტს, როდესაც გემმა დანიშნულების ადგილს მიაღწია, მამამ დაინახა, რომ ემიმ კაბინა დატოვა, თან კი სიგარა და ლამპარი წაიღო. მაშინ ნახეს უკანასკნელად ემი ცოცხალი. რა დაემართა ემის, ეს უცნობია. მისი ოჯახი ირწმუნება, რომ გოგონას გასაქცევად საქმე ნამდვილად არ ჰქონდა, რადგან მან დაიწყო მუშაობა ახალ სამსახურში, სულ აცოტა ხნის წინ შეიძინა სახლი და ჰყავდა მოსიყვარულე ძაღლი. თანაც ის აქამდე ასე არასდროს მოქცეულა. გაუჩინარებიდან 7 წლის შემდეგ ემის მშობლებმა მეილით მიიღეს გოგონას ფოტო. როდესაც ის ექსპერტიზას წარუდგინეს, ნათელი გახდა, რომ შესაძლოა ამ ფოტოზე მართლაც მათი ქალიშვილი იყო დაფიქსირებული. გოგონას მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ ემი ცოცხალია, ის გაიტაცეს და პროსტიტუციაში "ჩაითრიეს".

2.სოდერის ცეცხლიimage1945 წელს, შობის წინაღამეს, ჯორჯ და ჯენი სოდერები მათ 10 შვილთან ერთად დასაძინებლად გაემზადნენ. სახლში არ იმყოფებოდა მხოლოდ მეათე შვილი, რადგანაც ის ჯარში მსახურობდა. დაახლოებით პირველ საათზე სახლში ცეცხლი გაჩნდა. ცოლ-ქმარმა და 4-მა შვილმა გამოსვლა მოახერხეს, თუმცა სამწუხაროდ მურისმა, მარტამ, ლუისმა, ჯენიმ და ბეტიმ ეს ვერ შეძლეს. ჯორჯმა სცადა დახმარების მანქანა მოეყვანა, თუმცა ეს მაშინვე ვერ მოხერხდა. როდესაც ცეცხლი ჩააქრეს და სახლში შევიდნენ, იქ არც ერთი ბავშვი არ დახვდათ. ყველა შოკში იყო. სად წავიდა ხუთივე?სად გაუჩინარდნენ?ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ცეცხლმა მათი სხეულები ფერფლად აქცია, თუმცა ეს მაინც შეუძლებლად ითვლება, რადგან ამისათვის საჭიროა 2, 000 გრადუსი და სულ მცირე 2 საათი.მათ სახლში კი ხანძრის დროს მაქსიმალური ტემპერატურა 1, 100 გრადუსი იყო და ეს ამბავი 45 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანძრამდე რამდენიმე წუთით ადრე სახლში დარეკა უცნობმა ქალმა და ოჯახისთვის ასევე სრულიად უცნობი ადამიანი იკითხა.1968 წელს ოჯახმა ფოსტით მიიღო მათი ერთ-ერთი გაუჩინარებული შვილის ფოტო წარწერით "ლუის სოდერი.მე მიყვარს ჩემი ძმა ფრენკი და პატარა ბიჭები." ამ ფოტოში ლუისი უკვე გაზრდილი იყო.თუმცა ჯორჯი მალევე გარდაიცვალა და ეს ამბავი დღემდე გამოუძიებლად ითვლება.

3.ამიტივილის მოჩვენებაimageამიტივილის ამ ცნობილ სახლზე ალბათ ყველას გაგვიგონია რაღაც.ამ ამბავმა უკვე ჩაიარა.ზოგს აშინებს ის, აი ცოლ-ქმარს, ჯორჯ და ქეითი ლუთზებს, როგორც ჩანს, მომხდარისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. 1975 წელს ისინი შვილებთან ერთად სწორედ ამ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მათ არ ასვენებდათ უცნაური მოვლენების ჯაჭვი, რომელიც იქ ყოვედღიურად ხდებოდა. ერთ დღესაც, გარკვეული მიზეზით მათ ფოტო გადაუღეს სახლს და ოთახებს. ერთ-ერთ ფოტოში კი გამოჩნდა უცნობი ბიჭი. ამ ამბის შემდეგ მათ სახლი გაყიდეს და ამ დაწყევლილი ადგილიდან სამუდამოდ წავიდნენ.

4.ტარა კალიკოს გაუჩინარებაimage1988 წლის 21 აპრილს, 9 წლის მაიკლ ჰენსლი გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

1988 წლის 28 სექტემბერს, 19 წლის ტარა კალიკომ სახლი ველოსიპედით დატოვა და დედას უთხრა, რომ შუაღამემდე ვერ დაბრუნდებოდა. ტარა ბოლოს ნახეს 11:45 საათზე, მის სახლთან ახლოს."ფორდ პიკაპი" ნელ-ნელა მიჰყვებოდა მას. სწორედ ამის შემდეგ გაუჩინარდა ტარა.1989 წლის 15 ივნისს აღმოაჩინეს უცნაური ფოტო. ფოტოს კი უკან ჰქონდა წარწერა "ჩემი საყვარელი ადრიანა".ოჯახი ირწმუნება, რომ ამ ფოტოზე მათი შვილებია ასახული. 2 წლის შემდეგ საქმე კვლავ განახლდა.მაიკლი გარდაცვლილი იპოვეს იმ ადგილას, სადაც ის უკანასკნელად ნახეს. ამ საქმეს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და ჩაერთო ყველა შესაძლო ორგანიზაცია. თუმცა რა მოუვიდა მაიკლს და სად არის ტარა, ეს დღემდე არავინ იცის.

5.ჯონ დოი 29imageსაგამომძიებლო სამუშაოების დროს, FBI წააწყდა ფოტოთა სერიებს, სადაც ახალგზარდა გოგონაზე მამაკაცი ძალადობდა. ერთადერთ ფოტოზე, რომელიც შეიძლებოდა გაესაჯაროებინათ, გახლდათ მამაკაცი, ვინმე ჯონ დოი 29, რომელსაც გოგონაზე ხელი ეკიდა.თუ ის არ გახლდათ გამტაცებელი, უსათუოდ ექნებოდა მცირე ინფორმაცია მაინც გოგონას შესახებ. მამაკაცი გახლდათ დაახლოებით 30-დან 45 წლამდე, მუქი კანის ფერითა და შავი თმით. მას ეკეთა დიდი ვერცხლის ბეჭედი მარცხენა ხელის თითზე. FBI-ს იმედი აქვს, რომ ოდესმე გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ მამაკაცს ამოიცნობს და შესაბამისად, ამ საქმის გახსნაც მოხერხდება.

0
8027
3-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
8027
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0