x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
.. უნდათ, რომ მათი კარგად მოვლილი, უცხოეთში ნასწავლი და ნაფერები შვილები ამ გენეტიკური ნაგვისნაირები იყვნენ?!"

image
ავტორიტეტულად და დიდი გამოცდილებით გეტყვით:

ნარკოტიკს არაფერი აქვს თავისუფლებასთან საერთო. გაკეთებისას, იმ წუთშივე მისი მოხვეული ბიოქიმიის/ფსიქიკური მდგომარეობის ტყვეობაში ხარ, ხოლო შემდეგ - დამოკიდებულების ტყვეობაში. როდესაც წამალზე "ზიხარ", შენ არ გაქვს არავითარი არჩევანი. ჩვეულებრივი მონა ხარ. მაშინაც კი, როდესაც ეს მამაოჩვენოსავით იცი, შენი საცოდავი ეგო ამ ყველაფერს უამრავ გამართლებას უძებნის, იგონებს უამრავ ხრიკს, რათა დაგიდუმოს საღი გონების ხმა და მისი მიღება გადაგაწყვეტინოს. პრინციპში, მექანიზმი ერთია, უბრალოდ გარკვეულ სფეროებში - ნარკომანიისა და ლუდომანიისას (თამაშების ვნება) - ეს განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება...

ახლა იმ გამო........ზე, ბათუმში ქალის და კაცის ქანდაკებაზე რომ აძვრა. როდესაც ვიღაც ჯაან სვეცკი და ჯაან თავიშუფალი შახეები ხოტბას ასხამენ და ლამის სარტრად და გოეთედ გამოიყვანონ ეს ბრიყვი, დაუსვით კითხვა: უნდათ, რომ მათი კარგად მოვლილი, უცხოეთში ნასწავლი და ნაფერები შვილები ამ გენეტიკური ნაგვისნაირები იყვნენ?!

და იქვე დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავსაც.

0
1253
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0