x
image
melody_inside
აღმოჩენაზე დაფუძნებული დიეტა, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა

პლანეტის ქალების დასახმარებლად მოვიდა იაპონელი მეცნიერი იოშინორი ოსუმი. მან შეძლო აღმოეჩინა დიეტური კვების პრინციპი, რისთვისაც მან ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში. მისი შრომა ეძღვნება აუტოფაგიის შესწავლას.



image




აუტოფაგია არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში მაშინ, როდესაც რაღაც დროით ვშიმშილობთ: ამ დროს უჯრედები სრულად ამუშავებენ ყველა ძველ და უსარგებლო დანაზოგს და ახალგაზრდავდებიან.




რა არის აუტოფაგია







რამდენჯერ უთქვამთ თქვენთვის, რომ გახდომისთვის უარი უნდა თქვათ საყვარელ გემრიელობებზე და დღეში ხუთჯერ უნდა ჭამოთ მოხარშული ქათმის ფილე წიწიბურათი და სალათის ფურცლებით? თუ თქვენი ერთი გაფიქრებაც კი დიეტის დროს „უგემურ ცხოვრებაზე“ ხაზს უსვამს ყველაზე სასურველ სურვილზე - დაიკლოთ წონაში, სასწრაფოდ უნდა წაიკითხოთ ეს სტატია.




რა არის „კვების ფანჯარა“






იმისათვის რომ ჩაირთოს წონაში დაკლების, გაახალგაზრდავების და ორგანიზმის გამოჯანმრთელების პროცესი, საჭიროა გავიგოთ, რა არის კვების ფანჯარა და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე.




ეს არის დრო დღის მანძილზე საკვების პირველ და ბოლო მიღებას შორის. თუ თქვენ საუზმობთ 8 : 00 საათზე და ვახშმობთ 20 : 00 საათზე, თქვენი კვების ფანჯარა იხსნება მთლიანი 12 საათი.



image


2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად კვების ფანჯარა უნდა გრძელდებოდეს არა უმეტეს 6 -8 საათისა. დროის ასეთი ინტერვალი ამცირებს შაქრიანი დიბეტით და სიმსუქნით დაავადებით რისკს.




image


თავიანთი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებიათ ექსპერიმენტი, რომელშიც ადამიანების ოთხი ჯგუფი მონაწილეობდა. ეყრდნობოდნენ რა ექსპერიმენტის მონაწილეთა ჩვეულ რაციონს, მკვლევარებმა თითოეულ მათგანს ერთნაირი რაოდენობის კალორიების მქონე მენიუ შეუდგინა.





პირველი ჯგუფი ჭამდა 12 საათის განმავლობაში, მეორე - 8, მესამე ჯგუფის კვების ფანჯარა შეამცირეს ექვს საათამდე, ხოლო მეოთხე ჯგუფის - 4 საათამდე.




შედეგებმა აჩვენეს, რომ კვების ფანჯრის შემცირება - წონის დაკარგვის გასაღებია: ცხიმების დაწვის პროცესის ძირითადი ნაწილი ღამის საათებში მიმდინერეობს, ითრგუნება შიმშილის გრძნობა, მაღლდება მეტაბოლიზმი და მცირდება მოხმარებული ენერგიის რაოდენობა.



image




კვების ფანჯრის შემცირება სასარგებლოდ მოქმედებს ორგნიზმზე მთლიანად:

მცირდება კანის და მკერდის სიმსივნის წარმოქმნის რისკი,

ფერხდება დაბერების პროცესი,

მცირდება არტერიული წნევა,

ნორმაში დგება გულ- სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა და

ქრება უძილობა.



კვების ფანჯრის შევიწროება სწორად უნდა მოხდეს. შერჩეული უნდა იქნას სწორი დრო.

კვების ფანჯრის გახსნა უმჯობესია დილით, მაშინ როდესაც ხდება ჰორმონის, „კორტიზოლის“ გამოყოფა. სწორედ მაშინ ვგრძნობთ თავს ყველაზე ენერგიულად და გვსურს ვჭამოთ.




საღამოს პირიქით- ჭამა არასასურველია, იმდენად რამდენადაც საღამოს საათებში გამოიყოფა მელატონინი. სხეული ემზადება ძილისთვის, საჭმლის მონელება კი ნელდება. გვიანი ვახშამი დილის უძლურების პროვოცირებას ახდენსს, ზრდის დიაბეტის, გასუქების და დეპრესიის განვითარების რისკს.




მიჰყევით ასეთ ძირითად წესებს:



გაიღვიძეთ დილის 6-7 საათზე;



ისაუზმეთ ადგომიდან 30 – 60 წუთის შემდეგ;



დრო ისე გათვალეთ, რომ სამუშაო დღე დაიწყოს გაღვიძებიდან 2-3 საათში;


ისაუზმეთ ნოყიერად;


კვების ფანჯარა შეამცირეთ 6-8 საათამდე ისე, რომ კვების ჩვეული რაციონიდან არ ამოაკლოთ არაფერი.


საინტერესო ფაქტი:


ყველაზე მეტად ჭამა გვსურს 8:00, 13:00 და 19:00 საათზე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ კვების ფანჯრის შემცირება და 16:00–17:00-საათის შემდეგ აღარ გსურთ ჭამოთ, არ უთხრათ უარი ორგანიზმის პირველივე მოთხოვნას რამე მიირთვათ. შეგიძლიათ დალიოთ ჩაი, კეფირი ან წყალი და დაიცადოთ 2 საათი. დროის ამ მონაკვეთში შიმშილის გრძნობა ითრგუნება.



იოშინორი ოსუმი ამბობს რომ 7- 14 დღის შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა ცხოვრების და კვების ასეთ რიტმს. დილიდანვე თქვენ იგრძნობთ სიცოცხლისუნარიანობის მოზღვავებას და გათავისუფლდებით საღამოობით შიმშილის გრძნობის მოზღვავებისგან.




არ დაგავიწყდეთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს დიეტისადმი ამ არჩვეულებრივი მიდგომის შესახებ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.






***



იხილეთ ასევე:

1. არასოდეს შეიძინოთ ზღვის მარილი! ის ძალიან საშიშია. ( ევროპაში მას მალე აკრძალავენ)


(მეცნიერთა კვლევების თანახმად, ზღვის მარილი შეიცავს პლასტმასის ნაწილაკებს. ეს მიგვანიშნებს გარემოს ტოტალურ დაბინძურებაზე, წერს пишет The Guardian.)




2. პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ მწყრის კვერცხებს



(რა არის მასში არაჩვეულებრივი? ვისთვის მოაქვს სარგებლობა? რატომ აჭმევენ იაპონიაში მოსწავლეებს ყოველ დღე 2 ცალ მწყრის კვერცხს?)




3. ყველაზე სასარგებლო თევზი – წითელი არ არის!



(რომელ თევზშია სინამდვილეში ომეგა-3)




***

0
633
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0