x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტრეფიკინგი ჩინეთში
მსოფლიოში ყოველწლიურად 800 ათასამდე ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება. ეს პროbლემა ჩვენს ქვეყანასაც აწუხებს და არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ საკითხის გასანეიტრალებლად. ჩინეთის პოლიციამ ნახევარი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი გატაცებული ბავშვი იპოვა, რომელთა გაყიდვასაც გამტაცებლები აპირებდნენ. არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ბავშვებს სექსუალურ მონობაშიც ამყოფებენ, ან აიძულებენ შეასრულონ მძიმე სამუშაოები. დაკარგული ბავშვების მშობლები მეტწილად გლეხები არიან.

image ჩინეთის შიდა მიგრაციისა და მუშახელის გადაადგილებამ ხელი შეუწყო ტრეფიკინგის გავრცელებას. ბავშვებს იტაცებენ, როგორც გასაყიდად ისე სამუშაოდ. ბევრი ბავშვი აღმოაჩინეს სხვადასხვა მაღაროებში, სადაც ისინი სამუშაოდ იყვნენ გამწესებულნი. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სასიცოცხლოდ საჭიროა, მოსახლეობის შემეცნებითი დონის ასამაღლებლად, რადგან დადგინდა რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხშირად ხდებიან ძირითადად ის ქალები, რომლებიც ინფორმაციულობის დეფიციტს განიცდიან. თითქოსდა უკეთესი ანაზღაურების მიზნით გაჰყავთ ქვეყნიდან მოტყუების გზით და აიძულებენ იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში. მოკლედ დაგიხასიათებთ ყველა იმ რეფორმასა თუ პროექტს, რაც ოფიციალურმა პეკინმა მიიღო ტრეფიკინგის აღსაკვეთად.

2002 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად (UNISEF) დაიწყო ეროვნული გეგმის მოწოდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, ე.წ ნულოვანი ტოლერანტობის გეგმა (Zero Tolerance Plan.) ვინაიდან ცნობილია, რომ შედარებით ღარიბი ტერიტორიული ნაწილებიდან უფრო ხშირია ადამიანთა გატაცების შემთხვევები, ამ გეგმის მიზანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლება და ქალებისა და ბავშვების გაყიდვების აღკვეთა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე აფინანსებს მილიონობით დოლარით ანტიტრეფიკინგულ პროგრამას იუნანის პროვინციაში, სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვი მაღალია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩინეთში 16, 517 ქალი და ბავშვი იქნა განთავისუფლებული ადამიანთა მოვაჭრეებისგან. გამოქვეყნდა აგრეთვე 60 ბავშვის ფოტო, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება მათი მშობლების პოვნა. ამისათვის შეიქმნა საიტი Babies Looking For Home, სადაც თავსდება სხვადასხვა ინფორმაცია დაკარგული ბავშვების შესახებ. იმისათვის, რომ გაადვილდეს გატაცებული ბავშვების პოვნა, ხელისუფლებამ შექმნა დნმ-ის ნაციონალური ბაზა.


ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ მიიღო ეროვნული სამოქმედო გეგმა (2008-2012) ადამიანთა ტრეფიკინგის აღსაკვეთად. იგი მოიცავს პრევენციას, დამნაშავეთა დევნას, მსხვერპლთა დახმარებას, რეპატრიაციასა და მსხვერპლთა სოციალიაზაციას.

ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა. ზოგ ქვეყანაში ხალხს იტაცებენ, ზოგანაც გატაცებული ჩაჰყავთ, სურვილის მიუხედავად ეს პრობლემა ყველას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ საკითხში უპირველესია, მათი მეშვეობით შეიძლება არაერთი ტრეინინგი ჩატარდეს ან დაიბეჭდოს პატარა წიგნაკები, სადაც ასახული იქნება ტრეფიკინგისგან თავის დაცვის გზები. საგანმანათლებლო ორგანოებში, კერძოდ კი სკოლებში საჭიროა იყოს გაკვეთილები, სადაც პედაგოგები ასწავლიდნენ ბავშვებს თუ როგორ აირიდონ ტრეფიკინგი, როგორიცაა უცხო ქვეყანაში მოგზაურობა ან სამუშაოს შეთავაზების ფაქტი. მედიის ჩართულობა და პროპაგანდა ამ საკითხის გადაწყვეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველთვის მიიღეთ სათანადო ზომები სანამ რომელიმე ქვეყანას ეწვევით, არალეგალობა ტრეფიკინგის ალბათობას ზრდის.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.humantrafficking.org/countries/china

http://www.humantrafficking.org/organizations/87

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0