x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდესაც გაიგებთ რა იმალება ამ ნახატების მიღმა, დაგბურძგლავთ!
"რაც ცნობილია ნახატი, მით უფრო უცნაურია მისი ისტორია". ალბათ, ბევრჯერ წაგიკითხავთ ეს ფრაზა, რომელსაც მხატვრების მიერ შენიღბული დეტალები (პენტიმენტო) ადასტურებენ. ასეთი ნახატები კი თითქმის ყოველთვის ხდება შედევრი და მთელი ისტორიის მანძილზე ფასდაუდებელია.


ხშირად, პენტიმენტო ემსახურება ნახატზე მხოლოდ მცირე დეტალს, თუმცა, ზოგჯერ, ის მთლიანად ცვლის მთელი ნახატის შინაარსს.


image



წარმოგიდგენთ ოთხ პენტიმენტს, რომლებიც კლასიკური შედევრია, თუმცა, როდესაც გაიგებთ რა იმალება მათ მიღმა, ნამდვილად დაგბურძგლავთ!




1. პაბლო პიკასოს "მოხუცი გიტარისტი".


imageimage

პიკასოსაც ჰქონდა არასახარბიელო პერიოდი, რის გამოც ვეღარ იძენდა ახალ ტილოებს და ფერწერისთვის გამოიყენა ძველი ტილო, რომელზეც წაშალა და შენიღბა ნახატი, თუმცა, სურათის დეტალური შესწავლის შემდეგ, ასევე რენტგენის სხივებმაც აჩვენა "მოხუცი გიტარისტის" მიღმა "ქალი ბავშვით ხელში".




2. ჰენდრიკ ვან ანტონისენის ნამუშევარი "ვითარება სანაპიროზე".


imageimage


როდესაც საბოლოოდ, მხატვრის მიერ 1641 წელს შესრულებული ნამუშევარი მოხვდა მუზეუმში, (Fitzwilliam Museum) სადაც მის რეკონსტრუქციას შეუდგნენ, გამოიწვია გაოცება, თუ რატომ იყო სანაპიროზე ამდენი ხალხი, იქ ხომ არაფერი ხდებოდა. შემდეგ კი აღმოაჩინეს ვეშაპი, რომელიც შენიღბული იყო ნახატზე. მიიჩნევა, რომ ის არაესთეტიკურობის გამო დამალა მხატვარმა: ვეშაპი მკვდარი იყო და ბევრ ადამიანს არ მოუნდებოდა, სახლში, მკვდარი ვეშაპის სურათის კედელზე დაკიდება. სხვა ვერსიის თანახმად კი ვეშაპი უბრალოდ წაიშალა.





3. ჟან-ფრანსუა მილეს (1859 წელი) "ანგელოზი".


image


ფრანგი მხატვრის ტილოზე ნათლად ვხედავთ ორ გლეხს, რომლებიც კარტოფილის მინდორზე (ბოსტანი) ბოსტნეულით სავსე კალათს უყურებენ, თუმცა, მოგვიანებით, რენტგენის სხივების მეშვეობით გაირკვა, რომ ეს კალათი თავდაპირველად იყო ბავშვის კუბო. (მხატვარმა მკვდარი ბავშვი კარტოფილის კალათით შენიღბა)






4. "პატარძლის მომზადება".


image


1960 წელს შესრულებულ ნახატზე გამოსახულია სოფლის იმდროინდელი, განუწყვეტელი სცენების ეპიზოდები. მოცემულ შედევრზე კი, როგორც რენტგენის სხივებით ირკვევა, არა "პატარძლის მზადება", არამედ გოგოს დაკრძალვაა გამოსახული.





იხილეთ აგრეთვე:



5 ნახატი, რომელმაც დაღუპა თავისი მხატვარიimage





5 ცნობილი სურათი, რომელთა შესახებ სიმართლე დღემდე არავინ იცოდაimage





"საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადაimage





პორტრეტებიდან ცნობილი ქალები, რომელთა ბედის შესახებ აქამდე არ იცოდითimage





ყველა დროის, ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული პორტრეტებიimage





ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთimage

0
1340
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0